განწყობა გაგიფუჭეს? ფაქტობრივად, გცემეს: ორგანიზმის რეაგირება განწყობის ცვლილებაზე

CC0 / Pixabay / ინდიგოსფერი ჩიტი
ინდიგოსფერი ჩიტი - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
გამოწერა
ვინც განწყობა გაგიფუჭათ, ამ ადამიანმა, ფაქტობრივად, გცემათ – ზუსტად ის ნივთიერებები მოხვდა სისხლში, რომლებიც ცემის დროს ხვდება.

ის, ვინც განწყობა გაგიფუჭათ, თქვენ ორგანიზმში გამოიწვია ეს: სანამ ბრაზდებოდით, აგეწიათ ჰემოგლობინი და ადრენალინი, ხოლო როდესაც დეპრესია და დაღლილობა იგრძენით — მკვეთრად დაგეწიათ. თქვენმა კუჭმა აქტიურად დაიწყო წვენის გამოყოფა. გამოიწვია კაპილარების სპაზმი. დაირღვა ნივთიერებათა ცვლის პროცესი.

ტრანსფორმაცია - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2017
არ იდარდოთ: თუ სასმელს ეძალებით, ეს სიბრძნისკენ ფარული სწრაფვაა, შურიანი ხართ – ეს...

ამ ადამიანმა, ფაქტობრივად, გცემათ — ზუსტად ის ნივთიერებები მოხვდა სისხლში, რომლებიც ფიზიკური ცემის დროს ხვდება.

თუ თავხედი დროზე მოიშორეთ და მის დავიწყებას შეეცადეთ, მაშინ არაფერი ცუდი არ გემუქრებათ. ხოლო თუ დიდხანს ითმინეთ და მასთან ურთიერთობა განაგრძეთ — ეს ჯანმრთელობისთვის ცუდი და საშიშია.

მან კი, ვინც თქვენი განწყობა აამაღლა — გითხრათ რაიმე სასიამოვნო, იხუმრა, ანეკდოტი მოგიყვათ ან ქათინაური გითხრათ, მან გამოიწვია იმ ჰორმონების გამოყოფა, რომლებიც ჯანმრთელობას აძლიერებს.

სისხლძარღვები გაფართოვდა, ორგანიზმს მეტი ჟანგბადი მიეწოდა, გაუმჯობესდა ნივთიერებათა ცვლა და გაძლიერდა იმუნიტეტი. და ცხოვრება გახანგრძლივდა...

წყვილი კამათის დროს - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2020
იჩხუბეთ, მაგრამ... ანუ როგორ ავირიდოთ თავიდან სერიოზული კონფლიქტი ოჯახში

თქვენც სურვილი გიჩნდებათ, რაიმე სასიამოვნო თქვათ და გააკეთოთ — იწყება ჯაჭვური რეაქცია.

კარგი განწყობა სისხლისა და, საერთოდ, ყველანაირ კარგ ანალიზზე მოქმედებს, ახანგრძლივებს სიცოცხლეს.

გაუფრთხილდით კარგ განწყობას და დააფასეთ ის ადამიანები, რომლებიც ასეთ განწყობას გჩუქნიან. მისი გაფუჭების საშუალება არავის მისცეთ!

დილით, გაღვიძებისთანავე გააცნობიერეთ, რომ სიცოცხლე გრძელდება, ცხოვრებამ კიდევ ერთი დღე გაჩუქათ; და ეს დღე სასიამოვნო განწყობით გაატარეთ!

ყველა ახალი ამბავი
0