ორი მარტივი სავარჯიშო ინფარქტის რისკის შესამცირებლად: კარდიოლოგი გირჩევთ

CC BY 2.0 / Charlotte Astrid / გულის შეტევის სიმპტომები ქალებში
გულის შეტევის სიმპტომები ქალებში - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
გამოწერა
ექიმები ირწმუნებიან, რომ ეს სავარჯიშოები კარგია როგორც გულის, ისე ხერხემლის ჯანმრთელობისთვის და ამასთან ებრძვის ცელულიტსაც.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ინფარქტის რისკის შესამცირებლად, გარდა იმისა, რომ აუცილებელია ყურადღების გამახვილება კვების რაციონსა და სუფთა ჰაერზე სეირნობაზე, ასევე საჭიროა სპეციალური სავარჯიშოების გაკეთება, აცხადებს კარდიოლოგი და გულ-სისხლძარღვთა ქირურგი ვლადიმირ ხოროშევი.

ტკივილის შეგრძნება - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2021
დასახელდა „ჩუმი ინფარქტის“ წინმსწრები ნიშნები: ნუ დატოვებთ უყურადღებოდ!

მისი თქმით, გულის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ადამიანმა მეტი რაოდენობით ხილ-ბოსტნეული უნდა მიირთვას, ხოლო ხორციანი კერძები კვირაში მხოლოდ ორ–სამჯერ უნდა მიიღოს.

რაც შეეხება ჰაერზე სეირნობას, ეს აძლიერებს ვენური სისხლის მიწოდებას გულის მარჯვენა პარკუჭში და ამასთან კარგად ავარჯიშებს ხერხემალსა და თავის ტვინს.

ხოროშევმა გულის ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთ საუკეთესო და ეფექტურ სავარჯიშოდ ე.წ. დუნდულებზე სიარული დაასახელა.

  • ამისათვის უნდა დაჯდეთ იატაკზე, გაჭიმოთ ან მუხლებში მოხაროთ ფეხები (როგორც უფრო იოლი იქნება თქვენთვის), შემდეგ კი თითოეული დუნდულით რვა–რვა ნაბიჯი „გადადგათ“ წინ და უკან. ამასთან ამ სავარჯიშოს შესრულება ხალიჩაზე რეკომენდებული არ არის.

კიდევ ერთი ეფექტური სავარჯიშო, ექიმის თქმით, არის „ოქროს თევზი“. ამისათვის უნდა დაწვეთ ზურგზე და ამოძრაოთ სხეული ისე, რომ თავი და ტერფები არ გაანძრიოთ.

ამასთან სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ აღნიშნული სავარჯიშოები კარგია ხერხემლისა და კუნთების გასამაგრებლად და ასევე ებრძვის ცელულიტებს.

მანამდე ჰარვარდელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ერთი შეხედვით ისეთი უმნიშვნელო სიმპტომი, როგორიცაა გულძმარვა, შეიძლება პაციენტისთვის შეუმჩნეველ „ჩუმ ინფარქტზე“ მიანიშნებდეს. გარდა ამისა, მეცნიერების ინფორმაციით, მოახლოებულ შეტევაზე ასევე შეიძლება მეტყველებდეს კბილის ტკივილი, ნადები კბილებზე და ოფლიანობაც კი.

 

ყველა ახალი ამბავი
0