ბავშვი, რომელიც ყველაფერს გიჯერებთ, პიროვნება ვერ გახდება

CC0 / Pixabay / ბავშვი
ბავშვი  - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
გამოწერა
სიჯიუტე ხასიათის თანდაყოლილი თვისება არაა. ის უდრეკი ხასიათის გამოვლინებაა, რომლის საშუალებითაც ბავშვი აცხადებს, რომ მეტი დამოუკიდებლობა სურს.

მშობლის მხრიდან ბავშვის სიჯიუტეზე სწორი რეაგირებაა საჭირო, რათა არასასურველ შედეგამდე არ მივიდეთ. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის სიჯიუტეს არ დაუპისპიროთ ძალა და აგრესია.

პედაგოგმა და ფსიქოლოგმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ბავშვის სიჯიუტესთან გამკლავების გზებზე სასარგებლო რჩევები გაუზიარა. ცნობილი პედაგოგი მშობლებს ურჩევს, კარგად გააანალიზონ – როდის და რატომ ჯიუტდება ბავშვი, რადგან, შესაძლოა, სინამდვილეში სწორედ მშობელი იყოს გაჯიუტებული და არა ბავშვი.

© photo: Academy of Amonashvili / FBშალვა ამონაშვილი
ბავშვი, რომელიც ყველაფერს გიჯერებთ, პიროვნება ვერ გახდება - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
შალვა ამონაშვილი

- დღეს ოჯახის პრობლემა ძალიან მწვავედ დგას. სამწუხაროდ, ბევრი ოჯახი ვერ ინარჩუნებს თავს. მე ეს ძალიან მაწუხებს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ბავშვზე ახდენს გავლენას. ამ დროს ინგრევა ბავშვის ბედი. როცა ოჯახში სიყვარული ქრება, სწორედ მაშინ ჩნდება ბზარი. ამიტომ თუ ამას გაუფრთხილდებიან ოჯახის წევრები, ოჯახიც შენარჩუნდება და ბავშვის ბედიც არ დაირღვევა. ოჯახი ღმერთის ქმნილი სისტემაა და უნდა გავუფრთხილდეთ. ოჯახის დაცვა ერის გადარჩენას უდრის. გაუფრთხილდით თქვენს შვილებს და ოჯახი უფრო წავა წინ.

დედა და შვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2021
როგორ დავაწყნაროთ ბავშვი, თუ ის ისტერიკებს აწყობს: გამოცდილი დედა გიამბობთ

თქვენ რომ მეუბნებით, ბავშვი გაჯიუტებულიაო, ბევრი პირობა უნდა მითხრათ კიდევ, რომ გავიგო, მართლა გაჯიუტებულია თუ თქვენ ხართ თვითონ გაჯიუტებული. ​ზოგიერთი დედა თვითონ ჩააფრინდება ხოლმე ბავშვს, თვითონ გაჯიუტდება, რაღაც პრინციპს მიჰყვება და ბავშვს უკვე აღარ უყურებს, ბავშვს აბრალებს იმას, რასაც თვითონ იჩენს. გაიხსენეთ ერთ-ერთი შემთხვევა ბავშვის ჯიუტობის, რის გამო, რაზე გაჯიუტდა ბავშვი? შეხედეთ ამ სიუჟეტებს და თქვით, მართლა უნდა გეიძულებინათ ბავშვი, რომ ეს გაეკეთებინა? ეს ამდენად აუცილებელი რაღაც იყო? აუცილებელი იყო ამის ქმნა მისი აღზრდისთვის, თუ თქვენი ჭია დაიკმაყოფილეთ? როდესაც ამას გააანალიზებთ, დაინახავთ: ან მართლა თქვენი მშობლური ძალაუფლების დამტკიცება გინდოდათ, ან შეგეშალათ, ბავშვი მართალია, მაგრამ აღიარება არ გინდათ. თქვენ ხომ უნდა გაამართლოთ თქვენი მშობლის ძალაუფლება... ხან მშობელია ჯიუტი, ხან ბავშვია მართლა ჯიუტი. ყველაფერ ამას გაანალიზება უნდა.

ბიჭი კითხულობს წიგნს  - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
გენიალური მეთოდი ფსიქოლოგისგან: როგორ დავსვათ ბავშვი სამეცადინოდ ისტერიკის გარეშე

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როცა ბავშვი სხვადასხვა მიზეზით ჯიუტობს?

- თუ ბავშვი ჯიუტია, აი, რა უნდა გააკეთოთ: ​გადექი განზე, არ აუტყდე ბავშვს, არც ხმას აუწიო, არც ყვირილი დაუწყო. ამით მისი სიჯიუტე ხვალ კიდევ უფრო მტკიცე გახდება. ან უნდა დაიმორჩილო ბავშვი და ჩვარივით აქციო. რად გინდათ ბავშვი, რომელიც ყველაფერს გიჯერებთ? ყველაფრის დამჯერი ბავშვი პიროვნება ვერ გახდება. გადექით განზე, ცოტათი ვითომ გაიბუტეთ. თუ ბავშვი ხუთისაა, რვისაა, ცხრისაა, შეიძლება მოგეტმასნოთ, გითხრათ – „დედა, მაპატიე რა“. ცოტა ხანს გაბუტული იყავით, ნაწყენივით იყავით. შვილის არასდროს არ უნდა გაუნაწყენდე, მაგრამ ვითომ განაწყენებული ხართ.

მამა და ქალიშვილები - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
რა უნდა იცოდნენ გოგონების მამებმა: თუ გსურთ ბედნიერი შვილი გყავდეთ

პედაგოგიკა ხელოვნებაა. ერთ მეთოდსაც გაჩუქებთ. ღამე, ძილის წინ ბავშვს უნდა მიუჯდე და უთხრა: „შვილო, ჩემო ძვირფასო, შენზე ისეთ იმედებს ვაგებ, რომ არ ვიცი რამდენი ანგელოზი მჭირდება, რომ შემეშველოს ამ იმედების აღსრულებაში. ​შენი ჭირიმე, შემეშველე, რომ მეც შენი გამზრდელი ვიყო. შენი გაზრდა ძალიან უნდა ქვეყანას და ეს მე მაქვს დავალებული. შემეშველე ამაში, ძალიან გთხოვ“. უნდა სთხოვოთ რაღაცები შვილს წინასწარ. ხვნაში გაურიგდი, რომ მოსავლის აღებაში მართლები იყოთო, ნათქვამია. გაურიგდი ხვნაში ბავშვს წინასწარ, დღეს – ხვალისთვის, ხვალ – ზეგისთვის. დაინახავთ, რომ ზოგიერთი სიჯიუტე შერბილდება. ბავშვი უკან დაიხევს. თქვენი გული უნდა დაანახოთ ბავშვს, რა გაწუხებთ, რა გწყინთ. ჯიუტობას მაშინ იოლად დაძლევენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0