21:02 05 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4985
  • USD3.3190
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
ექიმი გირჩევთ (73)
85 0 0

მეცნიერულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ სმენის დაქვეითება შეიძლება ერთ-ერთი მძიმე დაავადების საგანგაშო სიგნალი იყოს.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. თუ მოულოდნელად შენიშნეთ, რომ ყურში კარგად არ გესმით, აუცილებლად გაისინჯეთ სისხლში შაქრის დონე, ვინაიდან ეს შეიძლება მეორე ტიპის დიაბეტის ერთ-ერთი სიგნალი იყოს, აცხადებენ ბრიტანული ორგანიზაცია Diabetes UK-ის სპეციალისტები.

ექსპერტების განმარტებით, სხვადასხვა კვლევებით დასტურდება, რომ, სხვებთან შედარებით, დიაბეტით დაავადებულებს შორის სმენის პრობლემები ორჯერ და მეტად ვლინდება.    

მეორე ტიპის დიაბეტსა და სმენის დაქვეითებას შორის კავშირის მიზეზები ჯერჯერობით ბოლომდე გამოკვლეული არ არის, თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს, შესაძლოა, ჰიპერგლიკემიის შედეგად სმენის ნერვის დაზიანებით იყოს გამოწვეული.

„სისხლში შაქრის ხანგრძლივად მაღალ დონეს შეუძლია გავლენა მოახდინოს ყურის შიგნით ნერვებისა და კაპილარების სიხლითა და ჟანგბადით მომარაგებაზე. დროთა განმავლობაში ის ზიანდება, რაც ნეგატიურად აისახება სმენაზე. ამიტომ თუ უეცრად სმენა გაგიუარესდათ, აუცილებლად აიღეთ სისხლის ანალიზი შაქარზე“, — გვირჩევენ ბრიტანელი ექსპერტები.

მეცნიერული მონაცემებიდან ირკვევა, რომ მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულთა შორის (ასევე პრედიაბეტულ მდგომარეობაშიც) სმენის დაქვეითება განსაკუთრებით ხშირად ქალებში ფიქსირდება.

თემები:
ექიმი გირჩევთ (73)

მთავარი თემები