ექიმები გვაფრთხილებენ: თუ მოულოდნელად სმენა გაგიუარესდათ, აიღეთ სისხლის ანალიზი

CC BY 2.0 / Alexander Raths / Senior woman with a hearing aidექიმი და სმენადაქვეითებული პაციენტი
ექიმი და სმენადაქვეითებული პაციენტი  - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
გამოწერა
მეცნიერულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ სმენის დაქვეითება შეიძლება ერთ-ერთი მძიმე დაავადების საგანგაშო სიგნალი იყოს.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. თუ მოულოდნელად შენიშნეთ, რომ ყურში კარგად არ გესმით, აუცილებლად გაისინჯეთ სისხლში შაქრის დონე, ვინაიდან ეს შეიძლება მეორე ტიპის დიაბეტის ერთ-ერთი სიგნალი იყოს, აცხადებენ ბრიტანული ორგანიზაცია Diabetes UK-ის სპეციალისტები.

ტესტი სისხლში შაქრის შემცველობაზე - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2021
მეორე ტიპის დიაბეტის დამარცხება თავადაც შეგიძლიათ: ექიმები მარტივ გზას ასახელებენ

ექსპერტების განმარტებით, სხვადასხვა კვლევებით დასტურდება, რომ, სხვებთან შედარებით, დიაბეტით დაავადებულებს შორის სმენის პრობლემები ორჯერ და მეტად ვლინდება.    

მეორე ტიპის დიაბეტსა და სმენის დაქვეითებას შორის კავშირის მიზეზები ჯერჯერობით ბოლომდე გამოკვლეული არ არის, თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს, შესაძლოა, ჰიპერგლიკემიის შედეგად სმენის ნერვის დაზიანებით იყოს გამოწვეული.

„სისხლში შაქრის ხანგრძლივად მაღალ დონეს შეუძლია გავლენა მოახდინოს ყურის შიგნით ნერვებისა და კაპილარების სიხლითა და ჟანგბადით მომარაგებაზე. დროთა განმავლობაში ის ზიანდება, რაც ნეგატიურად აისახება სმენაზე. ამიტომ თუ უეცრად სმენა გაგიუარესდათ, აუცილებლად აიღეთ სისხლის ანალიზი შაქარზე“, — გვირჩევენ ბრიტანელი ექსპერტები.

მეცნიერული მონაცემებიდან ირკვევა, რომ მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულთა შორის (ასევე პრედიაბეტულ მდგომარეობაშიც) სმენის დაქვეითება განსაკუთრებით ხშირად ქალებში ფიქსირდება.

ყველა ახალი ამბავი
0