10:39 08 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (472)
219 0 0

გინდათ პროდუქტმა დიდხანს გაძლოს და სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს? მაშინ წაიკითხეთ ეს მარტივი, სასარგებლო და აუცილებელი რჩევები.

არცერთ დიასახლისს არ სიამოვნებს ოთუზბირად შეძენილი საკვები პროდუქტების გადაყრა, მაგრამ გაფუჭებულ ხილსა და ბოსტნეულს ტყუილად ხომ არ შეინახავს მაცივარში, რომელიც, თურმე, საერთოდ არ სჭირდება ზოგ პროდუქტს.

მაგალითად, ირკვევა, რომ მაცივარში არ უნდა შევინახოთ:

პომიდორი — მაცივარში მისი მემბრანები ირღვევა, რაც პომიდორს კიდეც არბილებს და გემოსაც უკარგავს.

სჯობს: კალათში ან შუშის თასში მოათავსოთ და სამზარეულოში დადოთ.

კარტოფილი — მის შემადგენლობაში შემავალი სახამებელი მაცივარში სწრაფად გარდაიქმნება შაქრად და კარტოფილი უგემური და ტკბილი ხდება.

სჯობს: ქაღალდის (და არა პოლიეთილენის) პარკში ჩააწყოთ და ბნელ და გრილ ადგილზე დადოთ.

ნიორი — მაცივარში შრება, მყიფე ხდება და ფოჩებს იკეთებს.

სჯობს: შევინახოთ ქაღალდის პარკით გრილ ადგილზე.

ხახვი — მაცივარში რბილდება.

სჯობს: შეინახოთ გრილ ადგილზე, ოღონდ არავითარ შემთხვევაში კარტოფილთან ერთად, თორემ ისინი ერთმანეთს გაფუჭებაში „დაეხმარებიან“.

ზეითუნის ზეთი — მაცივარში სქელდება და ბევრ სასარგებლო თვისებას კარგავს.

სჯობს: შეინახოთ ოთახის ტემპერატურაზე, ბნელ ადგილზე.
თაფლი — მაცივარში შაქრდება და კრისტალდება.

სჯობს: მჭიდროდ დაახუროთ ხუფი და ოთახის ტემპერატურაზე შეინახოთ.

ლიმონი — მაცივარში ძალიან მალე ფუჭდება, ლპება და ობი ეკიდება, ისევე, როგორც სხვა ყველანაირ ციტრუსს.

აკრძალულია მაცივარში შენახვა: პროდუქტების ჩამონათვალი>>

სჯობს:  შეინახოთ სამზარეულოში ოთახის ტემპერატურაზე კალათით ან ქაღალდის პაკეტით. მთავარია, ლიმონი და ფორთოხალი ერთმანეთს არ შეურიოთ — ცალ–ცალკე უფრო დიდხანს გაძლებს.

მწვანილი — მაცივარში სიმწვანესა და „სიცოცხლეს“ კარგავს.

სჯობს: წყლიან ვაზებში ან სხვა ჭურჭელში ყვავილებივით ჩააწყოთ. ეს დიდხანს და „ცოცხლად“ შეგინარჩუნებთ მწვანილსაც და სამზარეულოსაც გაგილამაზებთ.

თემები:
სასარგებლო რჩევები (472)

მთავარი თემები