აკრძალულია მაცივარში შენახვა: პროდუქტების ჩამონათვალი

© photo: Pixabay / 27707მაცივარი სუპერმარკეტში
მაცივარი სუპერმარკეტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პომიდორი უკეთ ინარჩუნებს არომატს, მწიფდება და გემოთი უკეთესი ხდება ოთახის ტემპერატურაზე, მიუხედავად იმისა, რომ მისი შენახვა მაცივარშიც შეიძლება.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. პროდუქტები, რომლებსაც არ სჭირდება სიცივე და დაბალი ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში ფუჭდება, არ უნდა ინახებოდეს მაცივარში, განაცხადა გამოცემა Helsingin Sanomat-თან საუბრისას ფინეთის სახლის ეკონომიკის განვითარების ორგანიზაცია Marttaliitto-ს დირექტორმა ემი ტუოვინენმა.

მაცივარი - Sputnik საქართველო
ვითხოვთ დიასახლისების ყურადღებას: მაცივარი ყველა პროდუქტს არ უხდება

სპეციალისტის თქმით, მშრალი საკვები უკეთ ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ხოლო ტენიანი — მაცივარში.

ტუოვინენი გირჩევთ, არ შეინახოთ მაცივარში პური, რეჰანი, ბულიონის მშრალი კუბიკები ან ყავის გახსნილი პაკეტები, რადგან ეს პროდუქტები ადვილად შთანთქავს სხვა სუნებს. გარდა ამისა, მაცივარში არ უნდა შეინახოთ შოკოლადი, რადგან ამის გამო მას შეიძლება გემო შეეცვალოს. ამასთან გაცივებული შოკოლადის არომატი ბოლომდე არ იხსნება.

მაცივარში არ უნდა ინახებოდეს არც ბანანი — მისთვის საუკეთესო ოთახის ტემპერატურაა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან სწრაფად გაშავდეს.

ექსპერტის რჩევით, ქათმის კვერცხის შენახვა შესაძლებელია როგორც ოთახის ტემპერატურაზე, ისე მაცივარში. თუმცა ცხობისთვის განკუთვნილი კვერცხი აუცილებლად ოთახის ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს.

„მდოგვის, კეტჩუპის, ტომატ-პასტისა და ცხარე სოუსებისთვის არსებობს წესი: „გახსნამდე მშრალ ადგილზე, გახსნის შემდეგ — მაცივარში“, — განმარტა ტუოვინენმა.

რაც შეეხება მცენარეულ ზეთს, მის შესანახად საუკეთესოა ოდნავ გრილი, მშრალი და ბნელი ადგილი, ხოლო რაფსის ზეთი სასურველია მაცივარში შედგათ.

ექსპერტი ამბობს, რომ თერმულად დამუშავებული რძე გახსნამდე ოთახის ტემპერატურაზე ინახება, გახსნის შემდეგ კი მაცივარში.   

ისეთი ბოსტნეული, როგორებიცაა კიტრი, პომიდორი, ბულგარული წიწაკა და სალათის ფოთოლი, ჩვეულებრივ, ოთახის ტემპერატურაზე ან მაცივრის გრილ ნაწილში ინახება, თუმცა, როგორც ტუოვინენმა აღნიშნა, მისი დაკვირვებით, პომიდორი უკეთ ინარჩუნებს არომატს, მწიფდება და გემოთი უკეთესი ხდება ოთახის ტემპერატურაზე. ხოლო ახალი მწვანილიდან კამა და მწვანე ხახვი მაცივარში უნდა შეინახოთ.

ყველა ახალი ამბავი
0