ვითხოვთ დიასახლისების ყურადღებას: მაცივარი ყველა პროდუქტს არ უხდება

© FL/osseousმაცივარი
მაცივარი - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2021
გამოწერა
არც ერთ დიასახლისს არ სიამოვნებს საკვები პროდუქტების გადაყრა, მაგრამ გაფუჭებულ ხილსა და ბოსტნეულს ტყუილად ხომ არ შეინახავს მაცივარში, რომელიც, თურმე, საერთოდ არ სჭირდება ზოგ პროდუქტს.

გინდათ პროდუქტმა დიდხანს გაძლოს და არც სასარგებლო თვისებები დაკარგოს? მაშინ წაიკითხეთ ეს მარტივი, სასარგებლო და აუცილებელი რჩევები. მაგალითად, მაცივარში არ უნდა შევინახოთ:

•    პამიდორი — მაცივარში მისი მემბრანები ირღვევა, რაც პამიდორს კიდეც არბილებს და გემოსაც უკარგავს.

სჯობს: კალათში ან შუშის თასში მოათავსოთ და სამზარეულოში დადოთ.

© FL/missyპამიდორი შუშის ჭურჭელში ან კალათში ოთახის ტემპერატურაზე უკეთ ინახება, ვიდრე მაცივარში.
ვითხოვთ დიასახლისების ყურადღებას: მაცივარი ყველა პროდუქტს არ უხდება - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2021
პამიდორი შუშის ჭურჭელში ან კალათში ოთახის ტემპერატურაზე უკეთ ინახება, ვიდრე მაცივარში.

•    კარტოფილი — მის შემადგენლობაში შემავალი სახამებელი მაცივარში სწრაფად გარდაიქმნება შაქრად და კარტოფილი უგემური და ტკბილი ხდება.

სჯობს: ქაღალდის (და არა პოლიეთილენის) პარკში ჩააწყოთ და ბნელ და გრილ ადგილზე დადოთ.

•    ნიორი — მაცივარში შრება, მყიფე ხდება და ფოჩებს იკეთებს.

სჯობს: შევინახოთ ქაღალდის პარკით გრილ ადგილზე.

•    ხახვი — მაცივარში რბილდება.

სჯობს: შეინახოთ გრილ ადგილზე, ოღონდ არავითარ შემთხვევაში კარტოფილთან ერთად, თორემ ისინი ერთმანეთს გაფუჭებაში „დაეხმარებიან“.

•    ზეითუნის ზეთი — მაცივარში სქელდება, „მჭიდროვდება“ და ბევრ სასარგებლო თვისებას კარგავს.

სჯობს: შეინახოთ ოთახის ტემპერატურაზე, ბნელ ადგილზე.
•    პური — მაცივარში ძალიან სწრაფად შრება.

© FL/Charles Kremenakლიმონი და ფორთოხალი ერთმანეთისგან უნდა გავაცალკევოთ და ისე შევინახოთ.
ვითხოვთ დიასახლისების ყურადღებას: მაცივარი ყველა პროდუქტს არ უხდება - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2021
ლიმონი და ფორთოხალი ერთმანეთისგან უნდა გავაცალკევოთ და ისე შევინახოთ.

სჯობს: იმავე დღეს შესაჭმელი პური პირდაპირ საპურეში დადოთ, ხოლო თუ ხანგრძლივად შენახვას აპირებთ, კარგად შეფუთოთ და საყინულეში მოათავსოთ.

•    ყავა — მაცივარში, გარდა იმისა, რომ გემოსა და არომატს კარგავს, ყველა სხვა პროდუქტის სუნს იწოვს.

სჯობს: მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში მოათავსოთ და მშრალ, ბნელ, გრილ ადგილზე შეინახოთ. თუ ძალიან ბევრი გაქვთ შეძენილი, შეგიძლიათ შეინახოთ საყინულეში.

•    თაფლი — მაცივარში შაქრდება და კრისტალდება.

სჯობს: მჭიდროდ დაახუროთ ხუფი და ოთახის ტემპერატურაზე შეინახოთ.

•    ლიმონი — მაცივარში ძალიან მალე ფუჭდება, ლპება და ობი ეკიდება, ისევე, როგორც სხვა ყველანაირ ციტრუსს.

© FL/Jevgenijs Slihtoმწვანილი ვაზაში — კარგადაც ინახება და ლამაზიცაა.
ვითხოვთ დიასახლისების ყურადღებას: მაცივარი ყველა პროდუქტს არ უხდება - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2021
მწვანილი ვაზაში — კარგადაც ინახება და ლამაზიცაა.

სჯობს:  შეინახოთ სამზარეულოში ოთახის ტემპერატურაზე კალათით ან ქაღალდის პაკეტით. მთავარია, ლიმონი და ფორთოხალი ერთმანეთს არ შეურიოთ — ცალ–ცალკე უფრო დიდხანს გაძლებს.

•    მწვანილი — მაცივარში სიმწვანესა და „სიცოცხლეს“ კარგავს.

სჯობს: წყლიან ვაზებში ან სხვა ჭურჭელში ყვავილებივით ჩააწყოთ. ეს დიდხანს და „ცოცხლად“ შეგინარჩუნებთ მწვანილსაც და სამზარეულოსაც გაგილამაზებთ.

ყველა ახალი ამბავი
0