11:46 02 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0101
  • 100 RUB4.4917
  • USD3.3268
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
ექიმი გირჩევთ (69)
40610

თუ ვინმეს მოულოდნელად გულის შეტევა დაეწყო, რაღა თქმა უნდა, სასწრაფო დახმარებას უნდა გამოუძახოთ. მაგრამ არსებობს სიტუაციები, როცა  ეს ან შეუძლებელია, ან ექიმები დროულად ვერ ახერხებენ მოსვლას, ან საჭირო პრეპარატები არ გაქვთ.

თუმცა, წამლები რომც გქონდეთ, შესაძლოა ამან საერთოდაც არ უშველოს ავადმყოფს.

დოქტორმა ჯონ კრისტოფერმა ნახევარი ცხოვრება გულთან დაკავშირებული პრობლემის კვლევას შეალია და მივიდა დასკვნამდე, რომ გულის შეტევის შეჩერება და ინფარქტის თავიდან არიდება ერთ წუთშია შესაძლებელი, თუ შინ დაფქული კაიენური (წითელი მწარე) წიწაკა გექნებათ.

მწარე წითელი წიწაკა ჩილი
© CC0 / Pixabay
კაიენური წიწაკა

კრისტოფერი დაახლოებით 40 წელია, რაც კაიენური წიწაკის ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებას აკვირდება და ამ ხნის განმავლობაში ერთი პაციენტიც კი არ გარდაცვლილა. ის კი არა, პაციენტების მდგომარეობა მნიშვნელოვნად უმჯობესდებოდა კიდეც.

იმისათვის, რომ მოახლოებული ინფარქტი შევაჩეროთ, ანუ გულის შეტევა მოვხსნათ, საჭიროა:

გახსნათ ერთ ჭიქა წყალში 1 ჩაის კოვზი დაფქული კაიენური წიწაკა და დაალევინოთ ის ავადმყოფს. ეს იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფი გონზეა. თუ მას უკვე დაკარგული აქვს გონება, მაშინ წიწაკის ექსტრაქტი უბრალოდ დააწვეთეთ ენის ქვეშ. 

კრისტოფერის თქმით, მაქსიმუმ 50 წამში ავადმყოფს შეტევა მოეხსნება და უკეთ გახდება. 

ეს მეთოდი შეგიძლიათ პირველ სამედიცინო დახმარებად მიიჩნიოთ და მხოლოდ საგანგებო ვითარებაში გამოიყენოთ.

რატომ ფლობს კაიენური წიწაკა სამკურნალო თვისებებს?

იმიტომ, რომ ის დიდი რაოდენობით შეიცავს კაპსაცინს, რომელიც გამაღიზიანებლად მოქმედებს სასუნთქ გზებზე, კანსა და ლორწოვან გარსზე და ყველაფერთან ერთად, აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.

დასახელდა „ჩუმი ინფარქტის“ წინმსწრები ნიშნები: ნუ დატოვებთ უყურადღებოდ!>>

გარდა ამისა, კაიენური წიწაკა ასევე შეიცავს ორგანიზმისთვის მეტად სასარგებლო 25 ნივთიერებას. სწორედ ამიტომ მედიკოსები პაციენტებს მას ნივთიერებათა ცვლის პროცესის გასაუმჯობესებლად, სასარგებლო მიკროელემენტების უკეთ ასათვისებლად და... წონაში დასაკლებადაც კი უნიშნავენ.

 

თემები:
ექიმი გირჩევთ (69)

მთავარი თემები