ორთორექსია: რა დარღვევებს იწვევს ჯანსაღ საკვებზე ჩაციკლვა – ექიმის განმარტება

© Pixabay / silviaritaჯანსაღი საკვები
ჯანსაღი საკვები - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
გამოწერა
ნუტრიციოლოგი რა პროფესიაა, საერთოდ გაუგებარია, აცხადებს რაციონალური კვების სპეციალისტი და კლინიკური ფსიქოლოგი.

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. „სწორ“ კვებაზე გადაჭარბებულმა ჩაციკლვამ შეიძლება ორგანიზმს სარგებელი კი არა, ზიანი მოუტანოს, განაცხადა რადიო Sputnik-ის ეთერში კლინიკურმა ფსიქოლოგმა, რაციონალური კვების სპეციალისტმა ივან ალიმენკომ.

წყვილი ძილის წინ ვახშმობს - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
ღამით ჭამა არ გაგასუქებთ, თუ ერთ მარტივ წესს დაიცავთ: ექიმის რჩევა

მისი თქმით, ჯანსაღი დიეტისკენ ლტოლვა ახლა ძალიან გავრცელებულია, მათ შორის, სოციალური ქსელების წყალობით. მაგრამ სოცქსელების კონსულტანტების რჩევებს სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ, ვინაიდან მათ შორის ხშირად არიან ისეთები, რომლებიც სინამდვილეში სპეციალისტები სულაც არ არიან.

„ახლა ძალიან მოდური გახდა ნუტრიციოლოგების კურსების გავლა. არადა ეს საერთოდ გაუგებარი პროფესიაა. ძირითადი სამედიცინო განათლების, ცოდნისა და გამოცდილების არმქონე ადამიანები ჯანსაღი დიეტის შესახებ რჩევებს იძლევიან“, — ამბობს ალიმენკო.

სპეციალისტის თქმით, გაურკვეველი „სპეციალისტები“ ადამიანებს „სუპერსაკვების“ მიღებას სთავაზობენ, რომელიც აგრესიული რეკლამის ფონზე საკმაოდ ძვირიც ღირს. ამასთან, მეცნიერების მიერ არაღიარებული ეს ტერმინი შეიძლება ნებისმიერ პროდუქტს გულისხმობდეს, რომლებიც თითქოს უფრო მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით, ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით, ვიდრე ჩვეულებრივი პროდუქტი.

  • „იდეალური საკვების მაძიებელ ადამიანს ხშირად უწევს ზედმეტი თანხის გადახდა აბსოლუტურად საშუალო ხარისხის საკვებში, რომელიც გემოთი, ცილების, ცხიმებისა თუ ნახშირწყლების შემადგენლობით არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი საკვებისგან“, — აცხადებს ექიმი.

ამასთან, როგორც კლინიკური ფსიქოლოგი განმარტავს, ბოლო დროს ძალიან მოიმატა ისეთი სახის კვებითმა დარღვევამ, როგორიცაა ორთორექსია — ანუ ჯანსაღ საკვებზე ჩაციკლვა.  

მსხვილად დაფქული მარილი და სანელებლის მარცვლები - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
გამორიცხეთ მარილი სამი დღით და... ექიმის განმარტება

როგორც სპეციალისტი ამბობს, ეს დარღვევა ხშირად დაკავშირებულია იმასთან, რომ ადამიანი თავს უფლებას არ აძლევს – ჭამოს ის, რაც უყვარს. შესაბამისად, მას ჭამისგან კმაყოფილების გრძნობა არ ეუფლება. სამაგიეროდ დიდი რაოდენობით მიირთმევს არასაყვარელ და თითქოს ძალიან ჯანმრთელ საკვებს, რომლისგანაც ასევე ვერ იღებს ვერანაირ სიამოვნებას. ეს ყველაფერი კი მათ ფსიქოლოგიურ პრობლემებს უქმნის. 

„ორთორექსიკები ძალიან ნევროზულები არიან ნებისმიერ კომპანიაში. მათ ძალიან უჭირთ სოციალიზაცია. გამუდმებით წუხან იმაზე, რომ ვიღაც განსხვავებულად იკვებება. ეს კი ადამიანებთან ურთიერთობებში პრობლემებს წარმოშობს“, — აღნიშნა კლინიკურმა ფსიქოლოგმა და რაციონალური კვების სპეციალისტმა.

ყველა ახალი ამბავი
0