არ გაიკეთოთ ორი პირბადე ერთად: ინფექციონისტი ზედმეტად მშიშრებს აფრთხილებს

© photo: Sputnikმამაკაცი დამცავი პირბადით
მამაკაცი დამცავი პირბადით - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე იმუნოლოგმა განმარტა, რომ ყინვაში პირბადის ტარება სახიფათოა მის შიდა ზედაპირზე დაგროვილი კონდენსატის გამო, რაც ხელს უშლის სუნთქვას და ამასთან შეიცავს მიკრობებს.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ორი პირბადის ტარება, რასაც ზოგი ადამიანი მიმართავს, არსებული სამეცნიერო მონაცემებით, არანაირად არ არის გამართლებული და შეიძლება უარყოფითი გვერდითი მოვლენებიც კი გამოიწვიოს, აცხადებს ისრაელის შამარ ასაფ ა-როფეს საავადმყოფოს ინფექციონისტი გალინა ჰოლცმანი.

„ამის გაკეთება საჭირო არ არის, ერთი ნიღაბიც საკმარისია. ყველაფერს აქვს ნეგატიური ეფექტი. ერთი მხრივ, ორ ნიღაბში ნაკლები რაოდენობის ვირუსი აღწევს, მაგრამ, მეორე მხრივ, ადამიანი იღებს ნაკლებ ჟანგბადს, ცხვირის გარშემო ნახშირორჟანგის მომატებულ შემცველობას ქმნის, რის გამოც შეიძლება განუვითარდეს დაღლილობა, ძილიანობა და სისხლში ნახშირორჟანგის მაღალი დონე“, — განმარტა ექიმმა.

ექიმის თქმით, არ არსებობს არანაირი მონაცემი იმისა, რომ ჩვეულებრივი ქირურგიული ნიღაბი საკმარისი არ არის კორონავირუსისგან ყოველდღიურად თავდასაცავად, თუ მას დადგენილი წესების მიხედვით ვიყენებთ.

დამცავი პირბადეები - Sputnik საქართველო
როდის აღარ დაგიცავთ COVID-19-სგან მრავალჯერადი პირბადე: დასახელდა ნიშნები

მანამდე იმუნოლოგმა ჟემჩუგოვმა განმარტა, რომ ყინვაში დამცავი ნიღბის ტარება სახიფათოა მის შიდა ზედაპირზე დაგროვილი კონდენსატის გამო, რაც ხელს უშლის სუნთქვას და ამასთან შეიცავს მიკრობებს.

ექიმის განმარტებით, ყინვიან ამინდში ქუჩაში ნიღბის გარეშე სიარული საშიში არ არის, ვინაიდან მინუს ტემპერატურაზე კორონავირუსით ინფიცირების რისკი პრაქტიკულად ნულის ტოლია. ორგანიზმის მიერ გამოყოფილი ორთქლი სიცივეში იყინება, ეს კი ხელს უშლის ინფექციის გავრცელებას.

ყველა ახალი ამბავი
0