13:15 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (447)
648 0 0

ექიმი იმუნოლოგი განმარტავს, რა ხიფათი ახლავს ყინვაში პირბადის ტარებას და რატომ არ არის აუცილებელი კორონავირუსისგან დაცვის მიზნით მისი გაკეთება ცივ ამინდში.

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. ყინვაში ქუჩაში დამცავი ნიღბის ტარება სახიფათოა მის შიდა ზედაპირზე დაგროვებული ტენის ზემოქმედების გამო, განმარტავს ექიმი იმუნოლოგი ვლადისლავ ჟემჩუგოვი.

„სიცივეში ქუჩაში ნიღბის ტარება საზიანოა, რადგან მასში კონდენსატი გროვდება, რაც ხელს უშლის სუნთქვას და ამასთან შეიცავს მიკრობებს“, — განაცხადა ჟემჩუგოვმა.

ექიმის განმარტებით, ყინვიან ამინდში ქუჩაში ნიღბის გარეშე სიარული საშიში არ არის, ვინაიდან მინუს ტემპერატურაზე კორონავირუსით ინფიცირების რისკი პრაქტიკულად ნულის ტოლია. ორგანიზმის მიერ გამოყოფილი ორთქლი სიცივეში იყინება, ეს კი ხელს უშლის ინფექციის გავრცელებას.

ჟემჩუგოვის თქმით, მინუს 5-10 გრადუსზე ვირუსი მხოლოდ რამდენიმე წამის განმავლობაში ცოცხლობს.

გარდა ამისა, ჰაერის ნაკადმა, რომელიც პირბადის გამო ზემოთ ცირკულირებს, შეიძლება მხედველობის პრობლემები გამოიწვიოს. ამით მკვეთრად იმატებს მშრალი თვალის სინდრომით ან კონიუნქტივიტით დაავადების რისკი.

თემები:
სასარგებლო რჩევები (447)

მთავარი თემები