თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. კორონავირუსისგან დამცავი პოპულარული საშუალებები სინამდვილეში არ იცავს ადამიანს ვირუსით ჰაერ-წვეთოვანი გზით ინფიცირებისგან, აცხადებენ იაპონელი მეცნიერები, რომელთა კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში Physics of Fluids.
ფუკუოკის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა გააანალიზეს, როგორ გადაადგილდება ჰაერის ნაკადები სახის დაცვის საშუალებების ირგვლივ, როცა გვერდით მყოფი უნიღბო ინფიცირებული აცემინებს ან ახველებს.
The perspective of fluid flow behavior of respiratory droplets and aerosols through the facemasks in context of SARS-CoV-2. https://t.co/jIvQFJvQsJ pic.twitter.com/nPVTjlMJ64
— Açık İnovasyon Derneği-Open Innovation Association (@OpenInnoTR) December 1, 2020
აღმოჩნდა, რომ ცემინება ან ხველა წარმოქმნის წრიულ ნაკადებს, რომლებიც ახლო მდგომ ადამიანამდე აღწევს და მისი სახის დამცავი საშუალების ქვეშ ხვდება. მკვლევარების თქმით, თუ ადამიანი ამ დროს ჩაისუნთქავს, მაშინ მის ორგანიზმში აუცილებლად მოხვდება ინფიცირებულისგან გამოფრქვეული ვირუსები.
იაპონელი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ პირბადეები თუ ფარები აუცილებლად დასახვეწია.
ამ დროისათვის ისინი ქმნიან და უკვე ცდიან კიდეც ინდივიდუალური დაცვის რამდენიმე საშუალებას, რომლებიც ბევრად ეფექტურად შეამცირებს ვირუსების შესუნთქვის გზით ორგანიზმში მოხვედრის რისკს.