03:38 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (445)
35760

ხანდახან ყველაფერი სხვაგვარად ტრიალდება - ქრება ენთუზიაზმი, რამის გაკეთების სურვილი. როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა საქმე გასაკეთებელია, დროში კი ვიწვებით?

ხანდახან დგება დრო, როდესაც შინაგან ენერგიას ვგრძნობთ და ჩვენი ცხოვრება ენერგიული და სისხლსავსეა, ყველაფერი გამოგვდის. ამ შემთხვევაში მზად ვართ ნებისმიერი შრომითი გმირობისთვის, ყველაფერი ჩვენთვის გასაგები, მარტივია. მაგრამ ხანდახან ყველაფერი სხვაგვარად ტრიალდება და ქრება რამის გაკეთების სურვილი. როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ ავიმაღლოთ შრომისუნარიანობა, როცა საქმე გასაკეთებელია, დროში კი ვიწვებით?

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ, რამ მიგვიყვანა აპათიასა და დაღლილობამდე. შრომისუნარიანობის დაქვეითების მიზეზებია:

• გადაღლა, ნერვული შეტევა, ქრონიკული გამოუძინებლობა. თუ თავი ზედმეტად დაიტვირთეთ, გასაკვირი არაა, რომ თქვენი ორგანიზმი როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური სტრესის მდგომარეობაში აღმოჩნდა.

• ზედმეტად შეაფასეთ საკუთარი ძალები და უბრალოდ, ამ დროისთვის თქვენ მიერ შერჩეული მოცულობის მუშაობის გაწევა არ შეგიძლიათ.

• უბრალოდ, სიზარმაცემ დაგრიათ ხელი და გულწრფელად ცდილობთ, მოუძებნოთ თავს გამართლება და შრომისუნარიანობის დაქვეითების მიზეზები.

როგორ გადავჭრათ პრობლემა და ავიმაღლოთ შრომისუნარიანობა?

პირველი — თუ თქვენი ორგანიზმი დაიღალა და ამის შესახებ ღიად განაცხადა, ნუ შეეკამათებით მას. მის ნორმაში მოყვანაში ვერც ყავა და ვერც ენერგეტიკები ვერ დაგეხმარებათ. უარეს შემთხვევაში ჯანმრთელობის შერყევა გელოდებათ, ხოლო უკეთეს შემთხვევაში — დაგეგმილი სამუშაოს შესრულება და საკუთარი ავტორიტეტის შელახვა დაშვებული შეცდომების გამო, რომლებიც დაღლილობამ და უყურადღებობამ გამოიწვია. არცერთი სცენარი მოსაწონი არაა, ამიტომ გადადეთ სამუშაო, აიღეთ თუნდაც ერთდღიანი დასვენება და უბრალოდ, გამოიძინეთ. თუნდაც მხოლოდ ამ დღეს დაივიწყეთ პრობლემები და სირთულეები. იყავით სიჩუმესა და სიწყნარეში. შედეგი ნამდვილად სასიხარულო იქნება.

მეორე — ნუ დაისახავთ მიზნად რაც შეიძლება მეტი თანხის გამომუშავებას. რა თქმა უნდა, მატერიალური კეთილდღეობა თანამედროვე საზოგადოებაში (და არა მხოლოდ) ძვირად ფასობს, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების ადეკვატური შეფასება.

გადატვირთული სამუშაო გრაფიკი და მრავალი ამოცანა, რომლებიც დღითიდღე გროვდება, გარკვეული პერიოდის შემდეგ აუცილებლად გამოგიყვანთ მწყობრიდან — გაიზრდება საკუთარი თავით უკმაყოფილება, გახდებით უფრო გაღიზიანებული, დაუმთავრებელი სამუშაო ასევე გამოიწვევს ხელმძღვანელობის უკმაყოფილებას… ამიტომ მნიშვნელოვანია, ისწავლოთ უარის თქმა, თუ გესმით, რომ დამატებითი სამუშაო თქვენს ძალებს აღემატება. ფული არ არის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი.

მესამე - თუ არ გრძნობთ დაღლას, ხართ კარგ განწყობაზე, მაგრამ უბრალოდ მუშაობა არ გინდათ — აიძულეთ თავი. ამაში დაგეხმარებათ სპორტი, რომელიც ორგანიზმს „მუშა მდგომარეობაში" მოიყვანს, დაგეგმეთ დღე, დეტალურად გაწერეთ — ეს ზედმეტი არასდროს არ არის. ასევე მნიშვნელოვანი მოტივაცია — მაგალითად, ხელმძღვანელობის შექება-წახალისება, ფულადი ან სხვა სახის პრემია და ა. შ.

თუ მიგაჩნიათ, რომ სამუშაო არ მოგწონთ, იქნებ, სჯობს, საკუთარ თავზე ძალადობა შეწყვიტოთ? მოძებნეთ ალტერნატივა — ნათქვამია, ვინც ეძებს, პოულობს კიდეცო.

თემები:
სასარგებლო რჩევები (445)

მთავარი თემები