19:55 22 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0064
  • 100 RUB4.4826
  • USD3.3010
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
ჯანმრთელობა და სილამაზე (81)
7677 0 0

ტკბილეული ყველა ბავშვს განსაკუთრებით უყვარს. მისი მავნებლობის შესახებ თითქმის ყველა მშობლისთვის არის ცნობილი, თუმცა ახალი წლის დღეებში ცოტა თუ აკონტროლებს რა რაოდენობის ტკბილეულს იღებს მისი შვილი დღის განმავლობაში.

რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ბავშვის ორგანიზმს ტკბილეულის გადაჭარბებულმა რაოდენობამ და როგორ ავიცილოთ თავიდან გამოწვეული გართულებები, ამის შესახებ პედიატრი ნინო ჩხეიძე საუბრობს.

- ახალ წელს სახლში მრავლადაა ათასი ნუგბარი, ტკბილეული, რომელიც განსაკუთრებით უყვართ პატარებს. როდის არის ბავშვისთვის ტკბილეულის მიღება ნორმა?

- დიახ, ახალი წელი მოდის, ყველაზე საოცნებო და გემრიელი დღესასწაული პატარებისთვის. ჩემი თაობის საახალწლო სიმღერა დღემდე მახსოვს და მენატრება კიდეც: ჩირი, ვაშლი, ჩურჩხელა შოკოლადის ფილა, მოგილოცავთ სუყველას ახალი წლის დილას. ამ დროს ხომ ნაირნაირი ნუგბარი და ტკბილეული მზადდება ყველა ოჯახში. ირთვება ნაძვის ხე და ტრადიციული ჩიჩილაკიც არ გვავიწყდება. მოუთმენლად ელოდებიან პატარები თოვლის ბაბუს. მას ხომ ხურჯინი უამრავი კანფეტით აქვს სავსე. სწორედ ამოტომ ამ წინასაახალწლო დღეებში უპრიანია ტკბილეულისა და პატარების „მეგობრობაზე“ საუბარი. ბავშვების ჯანმრთელობა ჯანსაღ და ბალანსირებულ კვებას ნიშნავს. რა თქმა უნდა შაქარი აუცილებელი კომპონენტია მათი კვების რაციონში, თუმცა გასათვალისწინებელია პროდუქტის რაოდენობა და ხარისხი. ტკბილი გემოებისადმი დამოკიდებულება თანდაყოლილია და ის დედის რძიდან მოდის, რომელიც ახალშობილის ერთადერთი საკვებია. ასაკის მატებასთან ერთად რაციონში ერთვება დამატებითი საკვები ხილის, ბოსტნეულისა და ფაფების სახით. ამ გზით მიღებული გლუკოზა სავსებით საკმარისია ორგანიზმისთვის. ნელ–ნელა რეცეპტორები იწყებენ გემოების „გამოცნობას“. მნიშვნელოვანია, რომ დამატებითი საკვების მიღებით ბავშვი ეჩვევა საკვების ბუნებრივ გემოს. თუ თქვენ ძალიან ადრე დაიწყებთ ჩაისა და ფაფის დატკბობას, გაიზრდება მოთხოვნა შაქარზე. ის პატარებისთვის ენერგიის წყაროა, ასტიმულირებს მადას, თუმცა მისი ადრეული და გადაჭარბებული დოზით მიღება იწვევს გემოს „გაუკუღმართებას“.

შაქარზე ასეთი დამოკიდებულება იწვევს ჭარბი წონის განვითარებას, იზრდება გულ–სისხლძარღვთა დაავადებების, კანის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი. ყველას გეცოდინებათ ე.წ. უჭმელი ბავშვები. ისინი ტკბილეულზე შეყვარებული პატარები არიან. რა თქმა უნდა მათ შოკოლადი უფრო უყვართ, ვიდრე ბროკოლი. სახლში ყოველთვის მოიძებნება ის რაღაც, რაც ანაცვლებს ძირითად ულუფას. პატარა კუჭში კი ადგილი აღარ რჩება. ამერიკის გულის ასოციაციის მიერ გაცემულია რეკომენდაცია ორ წლამდე შაქრის შეზღუდვის შესახებ. იმისათვის რომ პატარტებს ჯანსაღი ურთიერთობა ჩამოუყალიბდეს ტკბილეულთან, რეკომენდებულია ექვს წლამდე - 20 გრამი, შვიდიდან თერთემეტ წლამდე–24 გრამი, ხოლო თერთმეტი წლიდან თვრამეტ წლამდე –30 გრამი.

- რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ბავშვის ორგანიზმს ტკბილეულის გადაჭარბებულმა რაოდენობამ?

- ახალი წელი განსაკუთრებული თავსატეხია მშობლებისთვის. ტკბილეულის მასობრივი წარმოება თანდათან დაუცველს ხდის ბავშვს. სამწუხაროდ კვების ინდუსტრიაში რთულია ისეთი საკვების მოძებნა, რომელსაც არა აქვს შაქარი დამატებული. ისეთ ჯანსაღ პროდუქტს, როგორიცაა ხორბლის პური, დამატებული აქვს შაქარი. მშობლები, ბებია–ბაბუები ხშირად ანებივრებენ პატარებს ტკბილეულით. სამწუხაროდ ისინი საფრთხეს ვერ ხედავენ. ზემოთაც მოგახსენეთ შაქრის მავნებლობის შესახებ. ამ დროს ხშირია ხასიათის ცვლილება, ტკბილზე დამიკიდებულების ფორმირება, ყურადღების და კონცენტრაციის დარღვევა, იმუნური სისტემის დაქვეითება, ხშირია ავადობის რისკის ზრდა, კარიესი, ალერგიული რეაქციებიც მათ რიცხვშია.

- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს ტკბილეულმა აწყინა, რა ჩივილები გამოიხატება ამ დროს?

- პატარების გემოვნების სისტემა უპირატესობას ტკბილეულს ანიჭებს. არცთუ იშვიათად  შაქრის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ბალანსის დარღვევა იწვევს მთელ რიგ პრობლემებს. მწარმოებლები პროდუქტს ხშირად ნიღბავენ შაქრის შემცველებით, მაგალითად ფრუქტოზა, გალაქტოზა და ა.შ. ამ დროს ვითარდება ალერგიული რეაქცია, განსაკუთრებით კანის მხრივ. მას თან ახლავს ქავილი, შეშუპება. ჭეშმარიტი ალერგია შაქარზე პრაქტიკულად არ გვხვდება. ეს არის ალერგია შაქრის შემცველ პროდუქტებზე, მაგალითად კაკაო, რძე და ა.შ. ჩვილებში და მოზრდილებში განსაკუთრებით ხშირია  ლაქტოზას აუტანლობა, რაც თავის მხრივ გამოხატულია სხვადასხვა სიმძიმის მონელების დარღვევით. მუცლის შებერილობა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის მოვლითი ხასიათის ტკივილი და სხვა.

- რა უნდა მოიმოქმედოს ამ დრო მშობელმა, რა რჩევებს გაუზიარებთ მათ?

- როგორც კი პრობლემა ჩნდება მშობელმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. პირველ რიგში აუცილებელია ალერგიის წყაროს დადგენა. ალერგიული პროდუქტები რაციონიდან უნდა ამოვიღოთ. უნდა შიერჩეს კვების რაციონი, ხოლო მკურნალობაში უნდა ჩაერთოს მედიკამენტები სიმპტომების შესაბამისად. რა თქმა უნდა რთულია რაიმე სტრატეგიის შემუშავება ამ დროს. პატარებისთვის ძნელი ასახსნელია, თუ რატომ არ უნდა მიიღოს ესა თუ ის ტკბილეული. მშობელმა ყურადღებით უნდა წაიკითხოს ეტიკეტზე მითიტებული  შაქრისა და შაქრის შემცველი ინგრედიენტების შესახებ ინფორმაცია.

- ძნელია ამ დღეებში ბავშვების გაკონტროლება. საპროფილაქტიკო საშუალებები თუ არსებობს?

- დიდი ძალა აქვს მაგალითის მიცემას. მშობლები საუკეთესო მისაბაძია პატერებისთვის. არომატიზებული, გაზიანი, ენერგეტიკული სასმელები ჩაანაცვლეთ წყლით, უცხიმო რძითა და ხილით. შესთავაზეთ მათ წვენის მაგივრად ცოცხალი ხილი, გამხმარი ხილი, რომელსაც სხვა ინგრედიენტი დამატებული არა აქვს. ნაყინის ნაცვლად იოგურტი ხილით. დიდი მნშვნელობა აქვს საოჯახო კულინარიას. ასე რომ მოიმარჯვეთ წინსაფარი და შეუდექით სასარგებლო და გემრიელი საკვების ერთად მომზადება.

 

თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე (81)

მთავარი თემები