შეიძლება თუ არა ორ წლამდე ბავშვებისთვის პირბადის ტარება? პედიატრის პასუხი

© Sputnik / Seyran Baroyanადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
პატარა ბავშვებისთვის პირბადის ტარება რეკომენდებული არ არის, რადგან მათ არ შეუძლიათ მათი დამოუკიდებლად გაკეთება და მოხსნა.

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. ამჟამად სამედიცინო ნიღბის ტარება კორონავირუსისგან თავდასაცავად საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ ორ წლამდე ბავშვებისთვის მათი გამოყენება რეკომენდებული არაა, აღნიშნა პედიატრმა მაია ხერხეულიძემ.

ცერცვაძე: შესაძლოა სასწავლო პროცესის კიდევ ორი კვირით გადადების საკითხზე მსჯელობა დაიწყოს>>

პირბადე, დისტანცია და დეზინფექცია – ეს ეპიდემიოლოგების მთავარი რეკომენდაციებია, რასაც COVID-19-ის გავრცელების შეჩერება შეუძლია.

„ჩვენ უნდა დავიცვათ არა მხოლოდ ჩვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, არამედ ირგვლივ მყოფებისაც... მოზარდებმა და სასკოლო ასაკის ბავშვებმა პირბადე აუცილებლად უნდა გამოიყენონ. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ორ წლამდე ბავშვებში პირბადე რეკომენდებული არ არის“, – განაცხადა ხერხეულიძემ „პირველი არხის“ ეთერში.

ეპიდემიური ვითარების გამწვავების გამო ქვეყანაში სასწავლო პროცესი სრულფასოვნად ყველგან ვერ დაიწყო. დიდ ქალაქებსა და ზოგიერთ სოფელში სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს.

პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
ბავშვების დაბრუნება სკოლებში შეიძლება, თუ წესებს დავიცავთ – იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, იმისთვის, რომ ბავშვებმა სკოლაში სიარული შეძლონ, ყველამ უნდა დაიცვას წესები: ატაროს პირბადე, დაიცვას ორმეტრიანი დისტანცია.

საქართველოში ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. დღეს 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 4 140 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1 643, გარდაიცვალა 25 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0