22:25 23 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (447)
488 0 0

თუ გულძმარვა ხშირად გაწუხებთ და მისგან სწრაფად გათავისუფლების გზებს ეძებთ, უნდა იცოდეთ, რომ არსებობს რამდენიმე საშინაო ანტაციდი, რაც პრობლემას აგვარებს.

აქედან თუ ყველა არა, რამდენიმე მაინც ყოველთვის ინახება ნებისმიერი დიასახლისის სამზარეულოში.

ანტაციდები — კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მჟავადამოკიდებული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებია, რომლებიც პრობლემას კუჭის წვენში შემავალი მარილმჟავების ნეიტრალიზაციის გზით აღმოფხვრის.

საშინაო ანტაციდებია:

ჯანჯაფილი

ეს მცენარე საჭმლის მონელების დარღვევების დროს ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა. მისი ანტაციდური და აირგამომყოფი თვისებები ამსუბუქებს საჭმლის გადამუშავების ისეთ პრობლემებს, როგორიცაა მუცლის შებერილობა და გასტრიტი.

გახეხილ კოჭას დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 10 წუთი და შემდეგ დალიეთ.

გვირილის ჩაი

ის დაგეხმარებათ გულძმარვის ძალიან სწრაფად ალაგებაში. ფინჯან ცხელ გვირილის ჩაის დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, ხელს უწყობს მწვავე ტკივილის შეჩერებას კუჭიდან მკერდის შუა ნაწილამდე.

საჭმელი სოდა

სოდას შეუძლია მჟავა რეფლუქსის სიმპტომების შემცირება. ის ასევე ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, აღკვეთს შებერილობასა თუ გულისრევას.

ერთი ჩაის კოვზი სოდა გახსენით ჭიქა წყალში და დალიეთ. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ სოდის მოხმარებისას სიფრთხილის დაცვაა საჭირო: ნუ მიიღებთ მას სავსე კუჭზე.

ვაშლის ძმარი

ბევრი ადამიანი ვაშლის ძმარს ქმედით საშუალებად მიიჩნევს და გულძმარვის სამკურნალოდ იყენებს.

ჭამის შემდეგ კარგად განზავებული ვაშლის ძმრის დალევა კუჭის მჟავას ანეიტრალებს.

ალოე ვერა

ეს პოპულარული ხალხური საშუალებაა გულძმარვის სამკურნალოდ.

დალიეთ ნახევარი ჭიქა ახალი წვენი დღეში ორჯერ — ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

საღეჭი რეზინი

რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ საღეჭი რეზინი აქვეითებს მჟავიანობას საყლაპავში. საქმე ისაა, რომ ის შეიცავს ბიკარბონატს, რომელიც ეფექტურია გულძმარვისა და მასთან დაკავშირებული სიმპტომების სამკურნალოდ. საღეჭი რეზინა ზრდის ნერწყვის გამომუშავებას და ხელს უწყობს კუჭის მჟავისგან საყლაპავის გაწმენდას.

ძირტკბილას ფესვი

ეს კიდევ ერთი მცენარეული სამკურნალო საშუალებაა, რომელიც გულძმარვას აღკვეთს.  

ჭიქა ცხელ წყალში ჩაყარეთ ძირტკბილას რამდენიმე გამხმარი ფესურა. ხარშეთ მინიმუმ 5 წუთი. გააგრილეთ ნახარში და დალიეთ დღეში ერთხელ.

თემები:
სასარგებლო რჩევები (447)

მთავარი თემები