ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, აძლიერებს ძვლებსა და კუნთებს: დასახელდა ნუგბარი

CC0 / Pixabay / არაქისის კარაქი
არაქისის კარაქი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროფესორი ასახელებს ათეროსკლეროზისგან დამცავ ნუგბარს და განმარტავს, რამდენია მისი უხიფათო სადღეღამისო დოზა.

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. არაქისის კარაქში შემავალ არაუჯერ ცხიმოვან მჟავებს ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, აცხადებს პროფესორი ალექსეი ბუევეროვი.

კერძის მომზადება - Sputnik საქართველო
სახიფათოა ნებისმიერისთვის: დასახელდა პოპულარული კერძი, რომელიც საქართველოშიც უყვართ

მისი თქმით, მცირე რაოდენობით არაქისის კარაქის მიღება ხელს უწყობს ასევე ძვლებისა და კუნთების გაძლიერებას.

„არაქისის კარაქი მდიდარია პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც, პრინციპში, სისხლძარღვებს ათეროსკლეროზისგან იცავს. არაქისის კარაქს ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. ის ასევე მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით. მასში ბევრია რესვერატროლი — ნივთიერება, რომელსაც ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს, უჯრედებს თავისუფალი რადიკალებით დაზიანებისგან იცავს. ეს კარაქი ასევე სასარგებლოა მოზარდი ორგანიზმისთვის და მათთვისაც, ვინც ფიზიკურად დატვირთულია, ის ხელს უწყობს ძვლებისა და კუნთების გაძლიერებას“, — ამბობს პროფესორი.

ამასთან ექიმმა აღნიშნა, რომ არაქისის კარაქთან დაკავშირებით ზომიერების დაცვაა საჭირო, ვინაიდან მისმა გადაჭარბებულმა გამოყენებამ შეიძლება ნაღვლის გამომყოფი სისტემის პრობლემები გამოიწვიოს.

გარდა ამისა, არაქისის კარაქზე უარი უნდა თქვან ალერგიისადმი მიდრეკილმა ადამიანებმა, ვინაიდან მოსალოდნელია მძიმე რეაქციები — მწვავედ მძიმეც კი.

ექიმის თქმით, არაქისის კარაქის რეკომენდებული დოზაა 5-10 გრამი, ანუ დაახლოებით ერთი-ორი ჩაის კოვზი დღეში.

 

ყველა ახალი ამბავი
0