თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. ორგანიზმისთვის ყველაზე სახიფათო კერძი — „სალიანკაა“, რომელიც ნებისმიერ ადამიანს ვნებს, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის დაავადებები და ასევე ჭარბცხიმიანობა აწუხებს, აცხადებს ექიმი–დიეტოლოგი ირინა ტოროპიგინა.
ექიმის თქმით, კერძი, რომელიც დიდი რაოდენობით გადამუშავებული ხორცისგან მზადდება, დიდი რაოდენობით გაჯერებულ ცხიმებს შეიცავს, რამაც შეიძლება გართულებები გამოიწვიოს.
„დიდი რაოდენობით გაჯერებული ცხიმების გამო „სალიანკა“ მავნებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებისა და ქოლესტერინის მიმოცვლის დარღვევების მქონეთათვის. არსებობს ათეროსკლეროზით დაავადების რისკი. ამასთან, კერძს შეუძლია გააღიზიანოს კუჭი“, — განმარტავს სპეციალისტი.
მანამდე ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომელთა რაციონიც ძირითადად გადამუშავებული ხორცის, კარტოფილის, ორცხობილებისა და ნამცხვრებისგან შედგება, იმაზე ხშირად ავადდებიან დემენციით (ჭკუასუსტობა), ვიდრე ისინი, ვინც მრავალფეროვანი კერძებით იკვებება.