ვეგეტარიანელების საყურადღებოდ: რით უნდა შეივსოს მცენარეული რაციონი

CC0 / Pixabay / ხორცი და ნესვი
ხორცი და ნესვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვების ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გარდა ენერგიისა, საკვები პროდუქტიდან ადამიანის ორგანიზმში ყოველდღიურად ბიოლოგიურად აქტიური 170 ნაერთი უნდა შევიდეს.

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ვეგეტარიანულ დიეტაზე ყოფნისას აუცილებელია რაციონის შევსება სპეციალური ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების კომპლექსით, აცხადებს კვების, ბიოტექნოლოგიისა და უსაფრთხოების ფედერალური კვლევითი ცენტრის დირექტორი, აკადემიკოსი დმიტრი ნიკიტიუკი.

ხორციანი კერძი - Sputnik საქართველო
რატომ არ შეიძლება ხორცზე სრული უარის თქმა: მეცნიერთა მოულოდნელი დასკვნა
„თუ ადამიანი იცავს მკაცრ ვეგეტარიანულ დიეტას, მაშინ სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად აუცილებელია მისი რაციონის მუდმივად იმით შევსება, რასაც არ იღებს მცენარეული საკვებიდან — ვიტამინომინერალური კომპლექსებით, სპეციალიზებული პროდუქტებით... როცა კვების კანონი ირღვევა, ეს ცუდ შედეგებს იწვევს“, — აღნიშნა აკადემიკოსმა.

მისი თქმით, ადამიანის ორგანიზმში საკვებთან ერთად ყოველდღიურად 170-მდე ბიოლოგიურად აქტიური ნაერთი უნდა შევიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვითარდება მიკროელემენტების უკმარისობა.

მანამდე ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 54 ათასი ვეგეტერიანელის მდგომარეობა შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ ხორცზე უარის მთქმელებს — კალციუმისა და ცილების მცირე რაოდენობის გამო (რაც საკვების სახით უნდა მიეღოთ) — ძვლების სიმყიფე ჰქონდათ გაზრდილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0