https://sputnik-georgia.com/20201221/riT-unda-Seivson-vegeterianelebma-racioni-250406312.html
ვეგეტარიანელების საყურადღებოდ: რით უნდა შეივსოს მცენარეული რაციონი
ვეგეტარიანელების საყურადღებოდ: რით უნდა შეივსოს მცენარეული რაციონი
Sputnik საქართველო
კვების ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გარდა ენერგიისა, საკვები პროდუქტიდან ადამიანის ორგანიზმში ყოველდღიურად ბიოლოგიურად აქტიური 170 ნაერთი უნდა შევიდეს. 21.12.2020-ს, Sputnik საქართველო
2020-12-21T12:14+0400
2020-12-21T12:14+0400
2023-07-21T10:25+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/i/logo/logo-social.png
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2020
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები
სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები
ვეგეტარიანელების საყურადღებოდ: რით უნდა შეივსოს მცენარეული რაციონი
12:14 21.12.2020 (განახლებულია: 10:25 21.07.2023) კვების ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გარდა ენერგიისა, საკვები პროდუქტიდან ადამიანის ორგანიზმში ყოველდღიურად ბიოლოგიურად აქტიური 170 ნაერთი უნდა შევიდეს.
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ვეგეტარიანულ დიეტაზე ყოფნისას აუცილებელია რაციონის შევსება სპეციალური ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების კომპლექსით, აცხადებს კვების, ბიოტექნოლოგიისა და უსაფრთხოების ფედერალური კვლევითი ცენტრის დირექტორი, აკადემიკოსი დმიტრი ნიკიტიუკი.
„თუ ადამიანი იცავს მკაცრ ვეგეტარიანულ დიეტას, მაშინ სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად აუცილებელია მისი რაციონის მუდმივად იმით შევსება, რასაც არ იღებს მცენარეული საკვებიდან — ვიტამინომინერალური კომპლექსებით, სპეციალიზებული პროდუქტებით... როცა კვების კანონი ირღვევა, ეს ცუდ შედეგებს იწვევს“, — აღნიშნა აკადემიკოსმა.
მისი თქმით, ადამიანის ორგანიზმში საკვებთან ერთად ყოველდღიურად 170-მდე ბიოლოგიურად აქტიური ნაერთი უნდა შევიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვითარდება მიკროელემენტების უკმარისობა.
მანამდე ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 54 ათასი ვეგეტერიანელის მდგომარეობა შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ ხორცზე უარის მთქმელებს — კალციუმისა და ცილების მცირე რაოდენობის გამო (რაც საკვების სახით უნდა მიეღოთ) — ძვლების სიმყიფე ჰქონდათ გაზრდილი.