10:42 26 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0680
  • 100 RUB4.5218
  • USD3.3265
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (465)
254 0 0

ნეიროქირურგის თქმით, რაც უფრო ძლიერია ტელეფონი, მით მეტია ორგანიზმში მუტაციების რისკი, რაც ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევს

თბილისი, 19 დეკემბერი ― Sputnik. მეცნიერებმა ჯერ კიდევ ვერ განსაზღვრეს ბოლომდე, თუ როგორ მოქმედებს მობილური ტელეფონი ადამიანის ჯანმრთელობაზე, მაგრამ მიიჩნევენ, რომ რომ მთავარი ზიანი ― ეს  ელექტრომაგნიტური გამოსხივებაა როგორც საუბრის, ისე მოწყობილობასთან ახლოს ყოფნის დროს.

როგორც ექიმი-ნევროლოგი, ნეიროქირურგი მარატ იაკუპოვი აცხადებს, რაც უფრო ხშირად იყენებს ადამიანი ტელეფონს და რაც უფრო ახლოსაა მასთან, მით უფრო მეტია საშიშროებაა.

„სმარტფონების მუდმივი გამოყენებისა და შესაბამისად ადამიანის ცოცხალ ქსოვილებზე ელექტრომაგნიტური გამოსხივების ხშირი ნეგატიური ზემოქმედების გამო, ჩნდება თავის ტკივილი, ძილიანობა, მომატებული გაღიზიანებადობა და დაღლილობა“, ― აღნიშნავს ექიმი.

მისი თქმით, რაც უფრო ძლიერია ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყარო, მით მეტია ადამიანის უჯრედების ბირთვებში მუტაციების რისკი, რაც ხშირად ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევს. ელექტრომაგნიტურ ტალღებს შინაგანი ქსოვილების გახურება შეუძლია, მობილური მოწყობილობიდან სახიფათო გამოსხივებას კი ადამიანის ბევრი ორგანო შთანთქავს.

მაინც გიპოვიან: ლოკაციის დადგენა მაინც შესაძლებელია, თუნდაც სმარტფონი გამორთული იყოს>>

ადამიანის ორგანიზმზე მობილური ტელეფონის მავნებლობის შესამცირებლად, ნეიროქირურგი გირჩევთ:

  • შეძლებისდაგვარად იშვიათად ისარგებლოთ სმარტფონით;
  • როცა სადმე რეკავთ, არ მიიტანოთ გაჯეტი თავთან ახლოს;
  • როცა ტელეფონით არ სარგებლობთ, დადეთ ის მოშორებით;
  • აირჩიეთ ნაკლები სიმძლავრის მქონე მოწყობილობა;
  • არ ატაროთ სმარტფონი ჯიბით;
  • შეამცირეთ ტელეფონით საუბრების ხანგრძლივობა;
  • თუ ხანგრძლივი საუბარი გელით, გააკეთეთ 15 წუთიანი შესვენება;
  • ღამით კი ტელეფონი საერთოდ უნდა გამორთოთ.
თემები:
სასარგებლო რჩევები (465)

მთავარი თემები