05:19 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2066)
187 0 0

ადრე უმეტესი ჩვენგანი მიიჩნევდა, რომ მობილური ტელეფონის გამორთვა საკმარისი იქნებოდა „გასაქრობად“, მაგრამ ტექნოლოგიები წინ მიიწევს.

თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. უამრავი მეთოდი არსებობს იმის დასადგენად, თუ სად იმყოფებით, როცა თქვენი სმარტფონი გამორთულია – გეოლოკაციის გამორთვაც არ გაგხდით თქვენ თვალთვალისთვის აბსოლუტურად მიუწვდომელს.

როგორც აღმოჩნდა, ეს მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ბატარეას მობილური ტელეფონიდან ამოიღებთ. ამასთან, ეს შეუძლებელია თანამედროვე ტელეფონებში, განუცხადა სააგენტო „პრაიმს“ კომპანია Jet Infosystems-ის ქსელური გადაწყვეტილებების გაყიდვების დამხმარე ჯგუფის ხელმძღვანელმა დიმიტრი ქაროსანიძემ.

„სმარტფონი მონაცემებს არა მარტო გეოლოკაციის გათიშვის დროს გადასცემს, არამედ მისი გამორთვის შემთხვევაშიც. იგი აგრძელებს ქსელთან ურთიერთობას და გადასცემს ინფორმაციას მომხმარებლის ადგილმდებარეობისა და სიგნალის სიძლიერის შესახებ სხვადასხვა საბაზო სადგურებიდან. ეს მონაცემები ხვდება როგორც მოწყობილობის მწარმოებლებთან, ასევე მობილურ ოპერატორებთან. მათ ყველა შესაძლებლობა აქვთ, გააკონტროლონ – სად არის აპარატი“, – თქვა მან.

ასე რომ, მონაცემთა გადაცემის შეჩერების ერთადერთი გზა – ტელეფონიდან ბატარეის ამოღებაა, მაგრამ ეს შეუძლებელია თანამედროვე გაჯეტებში.

თემები:
მსოფლიო დღეს (2066)

მთავარი თემები