23:27 28 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (466)
134 0 0

ასეთი რაციონი ტვინს ფუნქციურ და სტრუქტურულ ელემენტებს აკარგვინებს და ჭკუასუსტობისგან დაუცველს ხდის, აცხადებს მეცნიერი კორნელის უნივერსიტეტიდან.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. არასწორი კვების გამო ადამიანის ორგანოებიდან ყველაზე იოლად ტვინი ზიანდება, აცხადებს კორნელის უნივერსიტეტის სწავლული ლიზა მოსკონი.

მისი თქმით, პროდუქტები, რომლებიც ცხოველური წარმოშობის ნაჯერ ცხიმებს შეიცავენ, ზრდის არა მარტო გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, არამედ კოგნიტიური პრობლემების განვითარების რისკსაც.

„როდესაც ცხიმიან ან ტკბილ საკვებს ვიღებთ, როგორც წესი, გვეუფლება ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა მოთენთილობა, ძილიანობა, გონების დაბინდვა. და ეს სიმპტომები აღმოცენდება არა კუჭში, არამედ თავის ტვინში“, — ამბობს სპეციალისტი.

გარდა ამისა, მოსკონის თქმით, ასეთმა რაციონმა შეიძლება ტვინს ფუნქციური და სტრუქტურული ელემენტები დააკარგვინოს და ის უფრო დაუცველი გახადოს დაბერებისა და დემენციისგან.

ნეგატიური ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად ექიმი გვირჩევს, საკვებად ანტიოქსიდანტებით მდიდარი, მათ შორის C და E ვიტამინების, ბეტა-კაროტინის, ომეგა-3 ცხიმმჟავებითა და ანთების საწინააღმდეგო B ვიტამინების შემცველი პროდუქტები მივიღოთ.

თემები:
სასარგებლო რჩევები (466)

მთავარი თემები