06:12 21 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4864
  • USD3.2982
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (446)
95 0 0

თანამედროვე გაჯეტების უმეტესობას ცისფერი ნათება აქვს, რომელსაც მაქსიმალური ენერგია გააჩნია

თბილისი, 9 დეკემბერი ― Sputnik. გაჯეტების ეკრანების სინათლის ტალღა უმოკლესია სინათლის სპექტრში, თუმცა მას მაქსიმალური ენერგია აქვს, აცხადებს ოფთალმოლოგი არპინე ადამიანი.

ოფთალმოლოგის თქმით, ახლა თითქმის ყველა გაჯეტი ცისფერ შუქს გამოსცემს, რადგან ისინი შუქდიოდური და ლუმინესცენტური ნათურებითაა აღჭურვილი.  ეს სინათლე კი შეიძლება საშიში იყოს თვალებისთვის.

„გაჯეტების ცისფერ ნათებას, ან ეგრეთ წოდებულ HEV-გამოსხივებას, აქვს მთელი რიგი ნაკლოვანებები, რაც უარყოფითი ზეგავლენას ახდენს ორგანიზმზე. ცისფერი შუქი ცუდად მოქმედებს თვალის ბადურაზე, იწვევს რა მასში ფოტოქიმიურ რეაქციებს. ეს რეაქციები ანადგურებს ბადურის პიგმენტური ეპითელიუმის ფოტორეცეპტორებსა და უჯრედებს და ეს პროცესები შეუქცევადია“, ― განმარტავს ექიმი.

გარდა ამისა, ოფთალმოლოგის თქმით, HEV-გამოსხივება კანის ნაადრევ დაბერებასა და პიგმენტური ლაქების პროვოცირებას განაპირობებს. ცისფერი შუქი ასევე ამცირებს ძილის ჰორმონ მელატონინის გამომუშავებას და შედეგად უძილობას იწვევს. მისი გავლენით შეიძლება განვითარდეს მშრალი თვალის სინდრომი, ბადურის დისტროფია, თვალები იღლება, მხედველობა კი ქვეითდება.

მაინც გიპოვიან: ლოკაციის დადგენა შესაძლებელია, თუნდაც სმარტფონი გამორთული იყოს>>

ცისფერი შუქისგან ნაწილობრივი დაცვა შესაძლებელია მისი მშთანთქმელი ყვითელი შუქფილტრის მქონე სპეციალური კომპიუტერული სათვალით. მაგრამ უმჯობესია, გაჯეტები დღის განმავლობაში გამოიყენოთ, ყოველ ერთ საათში ერთხელ კი მონიტორს თვალი მოწყვიტოთ და შეასვენოთ.

ამასთან ოფთალმოლოგის აუცილებელი რეკომენდაციაა, დაძინებამდე 2-3 საათით ადრე ნებისმიერ მოწყობილობაზე თქვათ უარი.

თემები:
სასარგებლო რჩევები (446)

მთავარი თემები