შაკიკს ძალიან სახიფათო შედეგი შეიძლება მოჰყვეს: ნევროლოგი განმარტავს

© Pexels / Andrea Piacquadioთავის ტკივილი
თავის ტკივილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შაკიკის შეტევა პირველი ნიშნებისთანავე უნდა შეჩერდეს შესაბამისი პრეპარატით, თორემ ამას შეიძლება სავალალო შედეგი მოჰყვეს, ამბობს ნევროლოგი.

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. შაკიკის შეტევებით დაავადებულებში ინსულტის რისკი ორჯერ მეტია, ხოლო მისი წარმოშობის ძირითადი მიზეზები შეიძლება იყოს სტრესი, გადატვირთვა, შიმშილი, არარეგულარული კვება და სიმაძღრეც კი, აცხადებს ნევროლოგი რინატ ბოგდანოვი.

თავის ტკივილი - Sputnik საქართველო
იკრძალება თავის ტკივილების დროს: დასახელდა რაციონიდან ამოსაღები პროდუქტები

„შაკიკი არის მემკვიდრეობითი დაავადება... შაკიკიან ადამიანებში ინსულტის რისკი თითქმის ორჯერ მაღალია“, — ამბობს ნევროლოგი.

მისი განმარტებით, შაკიკის დროს სამწვერა ნერვის სისტემაში მუშაობა დროებით ფერხდება, გამოიყოფა ნივთიერებები, რომლებიც იწვევს ტვინის მყარი გარსის სისხლძარღვების გაფართოებას, მის შეშუპებას, არაინფექციური ანთების განვითარებას, რის შედეგადაც ადამიანს ეწყება ინტენსიური და პულსირებადი თავის ტკივილი. ამასთან, უმეტეს შემთხვევაში შაკიკის შეტევას თან ახლავს ფოტო- და ფონოფობია, ხშირად — გულისრევა და პირღებინება.

„ყველაზე ხშირად ავადდებიან აქტიური, შრომისუნარიანი ადამიანები, რომლებიც წარმატებებს აღწევენ კარიერაში“, — ამბობს ბოგდანოვი.

შაკიკის გამოწვევა შეუძლია სტრესს, გადატვირთვას, ამინდის ცვლილებებს, მენსტრუაციას, შიმშილს, ალკოჰოლს, ნიტრატებს, არარეგულარულ კვებას, კვებათა შორის ხანგრძლივ შუალედებს, ძილის ნაკლებობას ან, პირიქით, ზედმეტ ძილს.

შაკიკისადმი მიდრეკილება განპირობებულია მემკვიდრეობით, სქესით, ცხოვრების არასწორი წესით, ფსიქოემოციური ფონით - Sputnik საქართველო
შაკიკის მკურნალობა შესაძლებელია: გერმანიაში მოღვაწე ნევროლოგის რჩევები

„არსებობს ცნება „უქმეების შაკიკი“. ეს ის შემთხვევაა, როცა ადამიანს დასვენების დღეებში დიდხანს სძინავს და შედეგად – შაკიკით იღვიძებს“, — განმარტა ნევროლოგმა.

მისი რეკომენდაციით, ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა შაკიკის შეტევის მოახლოებისას არის სისხლძარღვების გაფართოების თავიდან აცილება, ანუ მისი დროული კუპირება სპეციალური პრეპარატების დახმარებით.

„თუ ადამიანი გააჭიანურებს წამლების მიღებას (ყველაზე ხშირად ტრიპტანების ჯგუფი), მას ტვინის გარსის შეშუპება განუვითარდება და, მიუხედავად იმისა, რომ წამალი იმუშავებს, მაინც მოუწევს ლოდინი, სანამ შეშუპება ალაგდება. ეფექტურობა სუსტდება, თუ წამლებს დროულად არ მიიღებთ“, — ამბობს ბოგდანოვი.

ექიმი განმარტავს, რომ შაკიკის მოახლოების ამოცნობა მისი წინმსწრები ნიშნებითაა შესაძლებელი. მაგალითად, მხედველობის არეში „მკვეთრი ხაზებით“, მცურავი ლაქებით, უცნაური სუნების შეგრძნებით, მგრძნობელობის ნაწილობრივი დაკარგვით, ხელის ან ფეხის თითებში ჟრუანტელით და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0