შაკიკის მკურნალობა შესაძლებელია: გერმანიაში მოღვაწე ნევროლოგის რჩევები

CC BY-SA 2.0 / Gonzalo Malpartida / Headacheშაკიკისადმი მიდრეკილება განპირობებულია მემკვიდრეობით, სქესით, ცხოვრების არასწორი წესით, ფსიქოემოციური ფონით
შაკიკისადმი მიდრეკილება განპირობებულია მემკვიდრეობით, სქესით, ცხოვრების არასწორი წესით, ფსიქოემოციური ფონით - Sputnik საქართველო
მტანჯველი თავის, კეფისა და თვალის ტკივილი, წნევის დავარდნა, მომატებული მგრძნობელობა, ყნოსვითი აურა, გულისრევის შეგრძნება – ეს შაკიკია, მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზები კი დღემდე განსაზღვრული არ არის.

მსოფლიოში შაკიკი მოსახლეობის 10 პროცენტს აწუხებს. ის სამჯერ უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. შეტევა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ხელის შემწყობმა ფაქტორმა. შესაძლოა ადამიანს შეტევა დაეწყოს ძლიერ სინათლეზე, ხმაურზე, სტრესული მდგომარეობისას, შიმშილის გამო, ან იმ საკვების ჭარბი დოზით მიღებისას, რომელიც ტკივილის მაპროვოცირებელია. მაგალითად, ასეთი საკვებია ყველი, შოკოლადი, თხილი, ასევე ალკოჰოლი, განსაკუთრებით კი წითელი ღვინო.

შაკიკი არ იკურნება, თუმცა ის მართვადი დაავადებაა. ხშირად ისმის კითხვა, როგორ მკურნალობენ შაკიკს? ამის შესახებ გერმანიაში მოღვაწე ნევროლოგმა, თავის ტკივილის ევროპული ასოციაციის პრეზიდენტმა, გერმანიის ქალაქ ესენის უნივერსიტეტის პროფესორმა და ქალაქ უნას ევანგელური საავადმყოფოს ნევროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ზაზა ქაცარავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისუბრა.

თავის ტკივილი - Sputnik საქართველო
შაკიკის პრობლემა: დასახელდა პროდუქტები, რომლებიც თავის ტკივილს იწვევს

- რამდენი ფორმა არსებობს თავის ტკივილის?

- არსებობს საერთაშორისო კლასიფიკაცია, რომელიც ძალიან მაღალ დონეზეა შესრულებული და ის თავის ტკივილის 230 ფორმას განასხვავებს. რეალურად ყოველდღიური მკურნალობისთვის საჭიროა ვიცოდეთ სამი სახის თავის ტკივილი, ესენია შაკიკი, დაძაბული თავის ტკივილი და ე.წ. კლასტერული თავის ტკივილი. ეს სამი არის ყველაზე ხშირი თავის ტკივილის ფორმა.

- როგორ უნდა ვუმკურნალოთ შაკიკს?

- უნდა აღვნიშნო, რომ შაკიკი ყველაზე გავრცელებული თავის ტკივილია. საქართველოში შაკიკი ქალების 18 პროცენტს, ხოლო კაცების 8 პროცენტს აწუხებს. ამ პაციენტების დიდ უმრავლესობას შაკიკის შეტევები იშვიათად აქვს. მან, ვისაც შაკიკი აწუხებს, უნდა ისწავლოს, როგორ ჩაიტაროს მკურნალობა, რა უნდა მიიღოს მწვავე შეტევის დროს. თუ ადამიანს შაკიკის შეტევები აქვს ყოველ მეორე დღეს, ან უფრო ხშირად, სწორედ ეს ადამიანია სამკურნალო. მართალია, შაკიკი არ კლავს, მაგრამ ძალიან ტანჯავს ადამიანს. შაკიკის განკურნება შეუძლებელია, მაგრამ მკურნალობა არსებობს და საკმაოდ ეფექტურიცაა. ჩვენ 10 წლის წინ ჩავატარეთ სპეციალური ეპიდემიოლოგიური გამოკვლევა საქართველოში, სადაც ვაჩვენეთ, რომ შაკიკის ეპიზოდური ფორმის სიხშირე ისეთივეა, როგორც მთელ მსოფლიოში, მაგრამ ქრონიკული ფორმის სიხშირე ორჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ევროპაში და ამერიკაში. იმ ქვეყნებში, სადაც მკურნალობის ეფექტური სისტემა არსებობს, იქ ეპიზოდური შაკიკი არ გადაიზრდება ქრონიკულში. საჭიროა კომპლექსური მკურნალობა. ოჯახის ექიმი, ნევროლოგი, ტკივილის სპეციალისტი, ფსიქოლოგი, ესენი ყველა მუშაობენ იმისთვის, რომ ეპიზოდური ფორმა დარჩეს ეპიზოდურ ფორმად და არ გადაიზარდოს ქრონიკულში.

მედიცინა - Sputnik საქართველო
უწამლოდ და ეფექტურად: შაკიკი, მაღალი წნევა, ენურეზი... უმარტივესი მეთოდები

- არსებობს მედიკამენტები, რომელიც ძალიან ძვირი ღირს და არ იყიდება საქართველოში. ხშირად უწევთ უცხოეთიდან ჩამოტანა, გამოგზავნა. რატომ ვხარჯავთ ამ წამლებში ბევრ ფულს, თუ არსებობს მკურნალობის შესაძლებლობა?

- ძალიან სწორი შეკითხვაა. ეპიდემიოლოგიური კვლევის შემდეგ მე საკმაოდ დიდი გრანტი ჩამოვიტანე, დაახლოებით 100 ათასი დოლარის ფარგლებში იყო ეს გრანტი. ეს იყო ექიმის ხელფასი, ექთნის ხელფასი, სამი თვის განმავლობაში უფასო წამლები და ეს ყველაფერი შევთავაზეთ პაციენტებს. თან დავიწყეთ იმის დათვლაც, ეკონომიკურად როგორ არის ეს ამბავი აგებული. დაახლოებით 1000 ავადმყოფი გამოვიკვლიეთ და გაირკვა, რომ ერთი მოსახლე თბილისში დაახლოებით 30 ლარს ხარჯავს ამ პრობლემისთვის. ნუ, ზოგი 150 ლარს, ზოგი 5 ლარს, მაგრამ საშუალოდ იხარჯება 30 ლარი. აქ მთავარია – რაში იხარჯება ეს 30 ლარი. განუწყვეტლივ მეორდება თავის ტვინის ტომოგრაფია, აინტერესებთ სიმსივნე ხომ არ აქვთ და ასე გრძელდება განუწყვეტლივ... არ არის ეს საჭირო. ეს 30 ლარი იხარჯება არასწორ დიაგნოსტიკაში და იხარჯება უაზროდ დანიშნულ წამლებში. უნდა არსებობდეს სტანდარტი, რომელსაც უნდა მიჰყვებოდეს ექიმი. აქვე მინდა ვთქვა, რომ საქართველოში ასე ცუდად არ არის საქმე. არსებობს რამდენიმე ძალიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტი. არის ძალიან მაღალი დონის ექიმი ხატია გვანცელაძე, რომელიც არის ჩემი მოსწავლე. ის ძალიან მაღალ დონეზე მიიღებს და გამოიკვლევს ყველა ავადმყოფს. არიან არაჩვეულებრივი სპეციალისტები – ანუკა ძაგნიძე, მაკა კუკავა, გოგიტა გეგელაშვილი, გუგა ჩახავა, გვანცა გიორგაძე, რომლებიც სწორი მიმართულებით მკურნალობენ ავადმყოფს. დიაგნოსტიკის შემდეგ პაციენტს დაენიშნება მკურნალობა, რომელიც ექვემდებარება მსოფლიო სტანდარტს.

ყველანაირად მინდა, რომ რაც მე გერმანიაში ვისწავლე და რასაც მე გერმანიაში მივაღწიე, ჩემს ქვეყანას მოვახმარო.

 

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური