გაახალგაზრდავების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება: როდისაა საჭირო ბიორევიტალიზაცია

© Pixabay / PublicDomainPicturesქალი ყვავილით
ქალი ყვავილით - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამეთანხმებით ყველა ქალის სურვილი და ოცნებაა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეინარჩუნოს სასურველი სილამაზე და ახალგაზრდული იერი. საბედნიეროდ  თანამედროვე სამყაროში ამისთვის არაერთი საშუალება არსებობს. ერთ-ერთია ბიორევიტალიზაცია.

ბიორევიტალიზაცია  ბიოლოგიური გზით კანის აღდგენის, კანისთვის სიცოცხლის დაბრუნების  ერთ-ერთი მეთოდია.  ტერმინი ბიორევიტალიზაციაც  ბუნებრივ „გაცოცხლებას“ ნიშნავს.

ბიორევიტალიზაცია თანამედროვე ესთეტიკურ მედიცინაში ფართოდ დანერგილი, უსაფრთხო და მაღალეფექტური არაქირურგიული მეთოდია.  ადამიანები ამ პროცედურას  კანის დაბერების საწინააღმდეგოდ და კანის სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად იყენებენ. ბიორევიტალიზაცია ებრძვის კანის დაბერების ყველა ნიშანს. ასევე,  ეფექტურად მონაწილეობს კანის სიგლუვისა და მისი ყველა შრის სიმკვრივის აღდგენაში.

Боли в животе и недомогание - Sputnik საქართველო
რა იწვევს შეკრულობას და როგორ ვებრძოლოთ მას ბუნებრივი მეთოდებით

როდისაა საჭირო ბიორევიტალიზაცია

არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რაც ბიორევიტალიზაციის საჭიროებას განაპირობებს. პროცედურა საჭიროა დაბერების პროფილაქტიკისთვის, კანის ელასტიურობის დაქვეითების დროს, კანის გამოშრობისა და გაუწყლოებისას, წვრილი და მიმიკური ნაოჭების დროს, გადატანილი სტრესის მერე, სახის ოვალის ცვლილების დროს, ჩამუქებული, დაღლილი, მწეველის კანის შემთხვევაში, მზის აბაზანის მიღებამდე, მშობიარობის შემდეგ.

როგორ კეთდება პროცედურა

კანში წვრილი ნემსით შეჰყავთ ჰიალურონის მჟავა. ჰიალურონის მჟავა სხეულის  ბუნებრივი შემადგენელია. ის სხეულში სინთეზირდება და  ორგანიზმში არსებულ ბევრ მნიშვნელოვან პროცესს ასტიმულირებს.  მისი როლი სხეულში ნამდვილად ფასდაუდებელია, კერძოდ, კანში ინარჩუნებს ტენიანობას, რაც უზრუნველყოფს კანის გაახალგაზრდავებას.

თამარ მიქაძე - Sputnik საქართველო
როგორ მოვუაროთ ზაფხულში კანს: ბუნებრივი კოსმეტიკის სასარგებლო თვისებები

მიუხედავად იმისა, რომ კოსმეტიკური საშუალებების დიდი ნაწილი ჰიალურონის მჟავას შეიცავს,  ის კანში ღრმად ვერ აღწევს და მისი მოქმედება მხოლოდ გარეგნულად, ეპიდერმისის რქოვანა შრით შემოიფარგლება. ბიორევიტალიზაციის პროცედურის შემდეგ კი, მჟავა კანის ღრმა შრეებში შედის და უჯრედულ დონეზე მოქმედებს.

კანში ჰიალურონის მჟავის შეყვანის შემდეგ იწყება კოლაგენის სინთეზირება, ტენიანდება კანი და  აღდგება მისი სასიცოცხლო  თვისებები. ბიორევიტალიზაცის შედეგად კანის არის ღრმად დატენიანებული, გაახალგაზრდავებულია კანის სტრუქტურა, შევსებულია წვრილი ნაოჭები, აღდგენილია კანის ელასტიურობა,

რა ზონებზე ტარდება ბიორევიტალიზაცია

ბიორევიტალიზაცია ტარდება სახის, ყელის, დეკოლტეს, ხელების მიდამოებში, ასევე თვალის გარშემო, ძირითადად  კანის იმ ღია უბნებზე, რომლებიც   ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებითაა დაზიანებული.  ამასთან, ზოგადად, ბიორევიტალიზაცია შეიძლება განხორციელდეს სხეულის ნებისმიერ მიდამოში.

მყარი ეფექტის მისაღწევად, ერთ თვიანი შუალედებით,  ბიორევიტალიზაციის სამი პროცედურა ტარდება.   ზოგადად, პროცედურების ინდივიდუალური სქემა შეირჩევა ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თქვენი კანის და პრობლემების გაანალიზების შემდეგ.

ხვეული თმა - Sputnik საქართველო
როგორ შევაჩეროთ თმის ცვენა: მიზეზები და ბრძოლის წესები

პროცედურის ხანგრძლივობა დაახლოებით 30-60  წუთია, იმის გათვალისწინებით, თუ რა არეალზე და ფართობზე ტარდება. როგორც წესი, კანის მდგომარეობის შენარჩუნებისთვის საკმარისია ყოველწლიურად ჩატარდეს ბიორევიტალიზაციის 1 ან 2 კურსი, რომელიც შედგება 3-4 პროცედურისაგან.

რამდენად უმტკივნეულოა პროცედურა

- როგორც წესი, პროცედურა უმტკივნეულოა და არ საჭიროებს ანესთეზიას. გაუტკივარება მხოლოდ მაშინ კეთდება, თუ პაციენტი ჰიპერმგრძნობიარეა. პროცედურის შემდეგ, იშვიათად,  შეიძლება კანზე მცირე ზომის სიწითლე  და შეშუპება  აღინიშნებოდეს, რაც კანის ნორმალური რეაქციაა,  თუმცა ისინი მალევე ქრება.

რა შეზღუდვა არსებობს პროცედურამდე

- ბიორევიტალიზაციის პროცედურამდე  კონკრეტული შეზღუდვები არ არსებობს, პროცედურის დასრულების შემდეგ, რეკომენდებულია, 3-დან 7 დღის განმავლობაში თავი ავარიდოთ  საუნას, საცურაო აუზს, აბაზანის, ულტრაიისფერი სხივების  მიღებას.

სალათი - Sputnik საქართველო
შვიდი აკრძალვა: რა არ უნდა გავაკეთოთ ჭამის შემდეგ

ბიორევიტალიზაციის პროცედურის ჩატარებას არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა, ის საუკეთესოა ნებისმიერ ასაკში და ყველა ტიპის კანის შემთხვევაში. თუმცა ყველაზე მეტად ეფექტი  30 წლის ზემოთ მიიღწევა.

რა დროს არ შეიძლება პროცედურის ჩატარება

ბიორევიტალიზაციის პროცედურის ჩატარება  არ შეიძლება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე, ავტოიმუნური და მწვავე ინფექციების, ჰიალურონის მჟავას ინდივიდუალური აუტანლობის, ან პროცედურის ადგილზე ინფექციურ-ანთებითი პროცესის  დროს.

ჯანმრთელობას და სილამაზეს გისურვებთ!

ყველა ახალი ამბავი
0