15:09 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (499)
68710

უმაღლესი კატეგორიის რეფლექსოთერაპევტი განმარტავს – სხეულის რომელი უბნების სამედიცინო მასაჟი აუმჯობესებს ტვინის მუშაობას მედიკამენტების გარეშე.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. იმისათვის, რომ ტვინმა კარგად იმუშაოს, მისი ჟანგბადით კარგად მომარაგებაა საჭირო. თუ როგორ უნდა გავიუმჯობესოთ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევა, ამაზე უმაღლესი კატეგორიის რეფლექსოთერაპევტმა იგორ ორლოვმა ისაუბრა რადიო Sputnik-ის ეთერში.

ზედმეტი დატვირთვა, გადაღლილობა, სტრესები ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმის არაერთ სისტემაზე. ერთ-ერთ შედეგად ამას შესაძლოა მოჰყვეს ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, რასაც შეუძლია გამოიწვიოს თავის ტკივილები, მეხსიერების პრობლემები, რეაქციის დაქვეითება, კონცენტრაციის პრობლემა და ცნობიერების აღრევა.

როგორც იგორ ორლოვი ამბობს, მსგავს შემთხვევებში კარგ პროფილაქტიკად მიიჩნევა სხეულის გარკვეული ნაწილების სამედიცინო მასაჟი.

„ყურს უშუალო კავშირი აქვს ტვინთან. ანუ ყურის ნიჟარების მასაჟი აუმჯობესებს ტვინში სისხლის მიმოქცევას. განსაკუთრებით ძლიერმოქმედია ბიბილოს მასაჟი. ამასთან ბიბილოს ცენტრში განთავსებული წერტილი პასუხს აგებს მხედველობაზე — მისი მასირება ან ძლიერი დაწოლა მხედველობას აუმჯობესებს. თავის მთლიანი თმიანი საფარველისა და კისრის (საყელოს ზონის) მასაჟი ასევე რეფქლექტორულად აუმჯობესებს ტვინში სისხლის მიმოქცევას“, — განმარტა ორლოვმა.

გარდა ამისა, მისი თქმით, მიმოქცევის ნორმალიზება ასევე შესაძლებელია ხელის მტევნებისა და ფეხის ტერფების მასაჟით.

„ხელის მტევნებისა და თითების მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხსნის სტრესს, ნერვულ დაძაბულობას, აწესრიგებს არტერიულ წნევას, ხელს უწყობს თავის ტვინის სისხლძარღვების დაავადებათა პროფილაქტიკას. იგივე ითქმის ტერფებზეც. ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე განსაკუთრებით ძლიერი მოქმედება აქვს ხელებისა და ფეხების თითების ბალიშებზე მდებარე წერტილებს. თუ მათ ძლიერად დასრესთ, მოუჭერთ, დააწვებით, უჩქმეტთ და ცხელ წყალში ჩაუშვებთ — ეს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას აღადგენს“, — აცხადებს უმაღლესი კატეგორიის რეფლექსოთერაპევტი.

იგორ ორლოვის განმარტებით, წერტილებზე ზემოქმედება უნდა იყოს საკმაოდ კომფორტული, რბილი და არ უნდა აჭარბებდეს ტკივილის ზღვარს. უსიამოვნო შეგრძნებების გაჩენის შემთხვევაში კი აუცილებელია ინტენსივობის შემცირება.

 

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (499)

მთავარი თემები