07:21 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
ჯანმრთელობა და სილამაზე (50)
98711

გულძმარვა არის წვის შეგრძნება, რომელიც მკერდის ძვლის უკან და მუცლის ზედა ნაწილში გამოვლინდება. გულძმარვა ყველა ზრდასრულ ადამიანს გამოუცდია, თუმცა ის ძირითადად ორსულებს აწუხებს.

გულძმარვის მიზეზი კუჭიდან საყლაპავში მარილმჟავას გადმოსვლაა. ის არასწორი კვების შედეგად ჩნდება, მისი მიზეზია აგრეთვე ალკოჰოლის, თამბაქოს ხშირი მოხმარება და ორსულობა.

გულძმარვა მეტწილად ჭამის შემდეგ, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, დახრისას, ცხიმიანი, ან შემწვარი საკვების მიღების შემთხვევაში ჩნდება. გულძმარვა ხშირად ჯანმრთელ ადამიანსაც აწუხებს, მაგალითად, მჟავე ხილის, ცხარე საკვების, ალკოჰოლის მიღების შემდეგ.

გილძმარვა უმეტესად სრულიად უვნებელი მდგომარეობაა, რომელსაც, გარდა უსიამოვნო შეგრძნებისა, არავითარი ზიანი არ მოაქვს ადამიანისთვის, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ გულძმარვას ხმის ჩახლეჩა, ყლაპვის მხრივ პრობლემები და წონაში კლება ახლავს, ეს გულძმარვის გამომწვევი დაავადების სიმძიმეზე მიუთითებს. მუდმივი გულძმარვა კი კუჭის სერიოზული დაავადების მანიშნებელია. თუ საქმე მაღალ რეფლექსთან გვაქვს, წარმოიშობა სასუნთქ გზებში კუჭის შიგთავსის გადაცდომის საფრთხე, რამაც შესაძლოა სასუნთქი გზების პრობლემები გამოიწვიოს. ამიტომ ამ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

როგორ ვებრძოლოთ გულძმარვას

გულძმარვასთან საბრძოლველად ყველაზე მარტივი და სწრაფი მეთოდია წყალი. ერთი ჭიქა თბილი წყალი ბუნებრივად აქვეითებს მარილმჟავას კონცენტრაციას კუჭში და ამცირებს გულძმარვას. მთავარია, წყალი დამდგარ ან დამჯდარ მდგომარეობაში დალიოთ და ამის შემდეგ არ წამოწვეთ.

უებარი საშუალებაა სოდა. 150-200 მლ წყალში გახსენით ნახევარი ჩაის კოვზი საჭმელი სოდა. მიღებული ნაზავი მიიღეთ ყლუპ-ყლუპად, მცირე ულუფებით. სოდა ექსტრემალურ სიტუაციებში უნდა გამოიყენოთ. მისი რეგულარულად მოხმარება არ არის სასურველი.

სრულიად უსაფრთხოა გააქტიურებული ნახშირი. მისი მიღება ორსულებსაც კი შეუძლიათ. ის კუჭში ჭარბ მარილმჟავას ბოჭავს და გულძმარვაც ქრება. მიიღეთ საკუთარი წონის ყოველ 10 კგ-ზე ერთი აბი ნახშირი.

კუჭის არეში არსებულ დისკომფორტს მოგიწესრიგებთ აგრეთვე თაფლი. გულძმარვის დროს მიირთვით ერთი ჭიქა თბილი რძე, რომელშიც ერთი სადილის კოვზი თაფლი იქნება გახსნილი. ასევე 100-200 მლ რძეს საუკეთესოდ შეუძლია კუჭის მომატებული მჟავიანობის განეიტრალება.

პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენება გვირილის და პიტნის ნაყენიც.

გულძმარვა არასოდეს შეგაწუხებთ თუ:

·  არ მიიღებთ მწარე, ცხარე, მჟავე საკვებს.

·  შეზღუდავთ ალკოჰოლის მიღებას, რაც აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს.

· ჭამის შემდეგ არ დაიძინებთ. ვახშმობა რეკომენდებულია დაძინებამდე 3-4 საათით ადრე.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

 

თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე (50)

მთავარი თემები