მინუს 10 კგ ორ კვირაში: საზამთროს დიეტის წესები და რაოდენობის გამოთვლა

CC0 / Pixabay / საზამთროს წვენი
საზამთროს წვენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექიმები განმარტავენ, როგორ უნდა ჩაატაროთ საზამთროს დიეტა და იმასაც გასწავლიან, როგორ უნდა გამოითვალოთ თქვენთვის საჭირო საზამთროს რაოდენობა ერთ დღეში.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საზამთროს დიეტა შესანიშნავი მეთოდია ზედმეტი კილოგრამების დასაკლებად, მაგრამ სანამ მას მიმართავთ, რამდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ, აცხადებენ მედიკოსები.

საზამთრო  - Sputnik საქართველო
საზამთრო და საზამთროს კურკა – სარგებლობა და მავნებლობა

სპეციალისტების თქმით, საზამთროს დიეტით სულ რაღაც ორ კვირაში ათი კილოგრამის დაკლებაა შესაძლებელი. ეს დაბალკალორიული და გემრიელი პროდუქტი შესანიშნავად აკმაყოფილებს შიმშილის გრძნობას და, ამასთან, კარგად მოქმედებს თირკმელების მუშაობაზე.

ექიმები ყოველწლიურად რამდენიმე „საზამთროს დღის“ მოწყობას გვირჩევენ თირკმელების დაავადების პროფილაქტიკისთვის.

მედიკოსების თქმით, საზამთროს დიეტაზე გადასვლის წინ აუცილებელია სისხლის ანალიზის გაკეთება შაქარზე. თუ შაქრის დონე ნორმაშია, მაშინ შეგიძლიათ თამამად დაიწყოთ დიეტა, ხოლო თუ მომატებული — არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ მეთოდის გამოყენება.

საზამთროს დიეტის არსი

საზამთროს დიეტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ 15 დღის განმავლობაში მარტო საზამთრო და სუფთა წყალი უნდა მიირთვათ. რაციონიდან აუცილებლად უნდა ამოიღოთ არა მარტო სხვა ნებისმიერი სახის საკვები, არამედ ყავა და ჩაიც კი.

  • დღის განმავლობაში საჭირო საზამთროს რაოდენობის გამოსათვლელად თქვენი წონის ყოველი 10 კგ უნდა გაამრავლოთ 1 კგ საზამთროზე. ანუ თუ თქვენ 70 კგ-ს იწონით, ერთ დღეში შეგიძლიათ 7 კგ საზამთრო მიირთვათ.

რაც შეეხება წყალს, საზამთროს დიეტაზე ყოფნისას წყლის რაოდენობაზე შეზღუდვები არ არსებობს.

ხილი - Sputnik საქართველო
სეზონური ხილი: მარგებლიანობა და მიღების წესები

საქმე ისაა, რომ წყალი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინებისა და სხვა „ნეგატიური“ ნივთიერებების გამოდევნას და ამასთან ცხიმების დაწვის პროცესის დაწყებას ეხმარება.

სწორედ ამიტომ, თუ გახდომა გსურთ, წყალი უნდა სვათ!

სპეციალისტების განმარტებით, საზამთროს დიეტა სასარგებლოა ორგანიზმისთვის, რომელიც მშვენივრად იტანს ორი კვირის განმავლობაში ცილების გარეშე დარჩენას. უფრო მეტიც, თუ საზამთროს ორკვირიანი მარათონის გაგრძელებას მოისურვებთ კიდევ რამდენიმე დღით, თამამად შეგიძლიათ გააკეთოთ ეს.

მთავარი, რაც უნდა გახსოვდეთ, ისაა, რომ დიეტის პერიოდში სპორტული ვარჯიშებისგან თავშეკავება გმართებთ — მცირე რაოდენობის კალორიების მიღების გამო.

აღსანიშნავია, რომ საზამთროს დიეტაზე გადასვლა კატეგორიულად ეკრძალებათ მათ, ვისაც თირკმელებში კენჭები აქვს.

ბლით განტვირთვა: ერთ დღეში მინუს 3 კგ – ექიმის რეკომენდაცია>>

საზამთროს დიეტის ფსიქოლოგია

ირკვევა, რომ ასეთ დიეტაზე ყოფნა საკმაოდ იოლია, ვინაიდან ადამიანი მკვეთრად გამოხატულ შიმშილს არ გრძნობს. თუმცა, როგორც ამას გამოცდილება აჩვენებს, უკვე მეორე კვირაში ორგანიზმი რაციონის გამრავალფეროვნებას ითხოვს და ცოტა სირთულეები იჩენს თავს.

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დიეტაზე გადასასვლელად მყარი მოტივაცია გქონდეთ და ამასთან მთელი ამ ხნის განმავლობაში სხვა საკვები არ იქონიოთ მაცივარში.

ყველა ახალი ამბავი
0