10:20 13 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6237
  • 100 RUB4.2107
  • USD3.0785
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (459)
350 0 0

დიეტოლოგის თქმით, კევის ღეჭვა ადამიანს ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში დაეხმარება, თუ ის სწორად იქნება შერჩეული და ამასთან, ღეჭვის საჭირო და უსაფრთხო ხანგრძლივობაც გეცოდენიბათ

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. წონაში დაკლებასა და სტრესის დონის დაწევაში საკმაოდ ეფექტურად დაგეხმარებათ საღეჭი რეზინა, განაცხადა მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტის მთავარმა დიეტოლოგმა ანტონინა სტაროდუბოვამ.

ექიმის განმარტებით, კევის ღეჭვისას, გამომდინარე იქიდან, რომ ამ დროს აქტიურად მუშაობს საღეჭი კუნთები, ადამიანს შედარებით იშვიათად უნდება წახემსება. ამასთან აღნიშნული კუნთების მუშაობა ხელს უწყობს კალორიების წვას.

„არსებობს მონაცემები, რომ კევის ღეჭვა სხეულის მასის კლებაზე ეფექტურად მოქმედებს. არ უნდა გეგონოთ, რომ ღეჭვა სხვა ძალისხმევების გარეშე დაგეხმარებათ ხედმეტი კილოგრამების მოშორებაში, მაგრამ ხშირად ხდება, რომ ადამიანი რეგულარული ღეჭვის ფონზე მადას კარგავს“, - აცხადებს ექსპერტი.  

გარდა ამისა, დიეტოლოგის თქმით, დამატებითი ჭამის სურვილს ისიც აქრობს, რომ საღეჭი რეზინა გემობრივ შეგრძნებებს ცვლის.  

  • „მაგალითად, პიტნის კევი ძლიერ ასტიმულირებს გემოს რეცეპტორებს და მის შემდეგ ბევრი პროდუქტი უგემურად ეჩვენება ადამიანს“, — აღნიშნა ექიმმა.

გარდა ამისა, სტაროდუბოვას თქმით, ყბების განმეორებადი მოძრაობა ხელს უწყობს ემოციური მდგომარეობის სტაბილიზაციასა და სტრესთან გამკლავებას, რომელიც თავის მხრივ ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის წონაზე — სტრესის დროს ხომ ადამიანი უარყოფითი ემოციების „ჩახშობას“ ჭამით ცდილობს.

„ვფიქრობ, ბევრ თქვენგანს შეუნიშნავს, რომ ნერვულ ვითარებაში ღეჭვა დამშვიდებაში დახმარებია“, — ამბობს სტაროდუბოვა. 

ყველაფერთან ერთად, ექსპერტის თქმით, არსებობს კვლევები, რომელთა თანახმად კევის 15–20 წუთიანი ღეჭვა ხანმოკლე მეხსიერებას ასტიმულირებს.

თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კევის  (განსაკუთრებით, შაქრის შემცველი) ხშირი და ხანგრძლივი ღეჭვა იწვევს არტიკულაციის დარღვევას, კარიესის განვითარებას და ასევე ზრდის კბილის პლომბების, გვირგვინების, ვინირებისა და იმპლანტების ცვეთას.

უფრო მეტიც, შაქრიანი კევის შემთხვევაში საღეჭი კუნთების ხშირმა დაძაბვამ შეიძლება თავის ტკივილებიც გამოიწვიოს.

ანტონინა სტაროდუბოვას თქმით, ზიანის მინიმუმამდე დასაყვანად საჭიროა:  

  • აირჩიოთ უშაქრო საღეჭი რეზინა;
  • ღეჭოთ ის არაუმეტეს 10–20 წუთისა გადაბმით;
  • კევის ღეჭვის ხანგრძლივობა დღეში არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს.

 

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (459)

მთავარი თემები