ნუ დაიბინძურებთ ენერგეტიკას ტელევიზორით, მოიწყვეთ „განტვირთვის" დღეები

© Pixabayტელევიზორი
ტელევიზორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადამიანების უმეტესობისთვის ტელევიზორის გარეშე ყოფნა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ის ჩვენს ენერგეტიკას აბინძურებს.

რადგან ტელევიზორი ჩვენს ენერგეტიკას აბინძურებს, ეს არ ნიშნავს, რომ მასზე საერთოდ უარი უნდა ვთქვათ. უბრალოდ, უნდა ვისწავლოთ, რას ვუყუროთ და რას -არა.

ზოგიერთი გადაცემა გვეხმარება მოდუნებაში, დასვენებაში, ზოგიერთი კი ჩვენში სტრესს იწვევს.

ნივთები, რომლებიც წარმატებას იზიდავს: რა დატვირთვა აქვს წითელ კარს, ჭიამაიასა თუ სპილოს>>

ტელევიზორი - ეს ინფორმაციის წყაროა. ბიოენერგეტიკის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ადამიანი წარმოადგენს იმას, რასაც ის უყურებს, რასაც ინტერნეტიდან და ტელევიზორიდან „შთანთქავს". თუ სულელურ შოუებს უყურებთ, შესაძლებელია გონებრივი დეგრადირება, თუ ნეგატიურ გადაცემებს - დეგრადირება ენერგეტიკული კუთხით.

ადამიანის ენერგეტიკა - Sputnik საქართველო
როგორ გავწმინდოთ სახლი ნეგატიური ენერგიისგან - სასარგებლო რჩევები

სწორედ ამიტომ ექსპერტების რჩევაა, არ უყუროთ ახალ ამბებს, მასში ხომ უამრავი ნეგატივისა და პრობლემების შესახებ ჰყვებიან. ეს გვირღვევს ძილს, ენერგიას, ჯანმრთელობას, პროდუქტიულობასა და იღბალს. ხანდახან უნდა მოვაწყოთ „დღე ახალი ამბების გარეშე".

ბუნებრივია, ახალ ამბებზე მთლიანად უარს ვერ ვიტყვით. თუ ინტერნეტში არ გსურთ სიახლეების მოძიება, მაშინ სჯობს, ახალი ამბების ყურებაზე უარი თქვათ საღამოს, ძილის წინ, რადგან ამ დროს, დაღლილობის გამო, ძალზე მგრძნობიარე ვხდებით. ასევე არ ღირს ნეგატივით დამუხტული გადაცემების ყურება დილაადრიან, რათა უარყოფით ტალღაზე არ ავეწყოთ - ამან, შესაძლოა, მთელი დღე გაგვიფუჭოს.

ახალი ცხოვრება გინდა? მაშინ გათავისუფლდი ძველისგან!>>

მაშ, რას ვუყუროთ?

ინტელექტუალური შოუ - ეს შესანიშნავი საშუალებაა კარიერული ზრდისთვის. ასეთი პროგრამები აფართოებს თვალსაწიერს და წარმატების ენერგიით გვმუხტავს. ასევე კარგია წარმატებულ ადამიანებთან ინტერვიუს ნახვა, დოკუმენტური ფილმების ყურება და სხვ.

ლოტოსი სარკეში - Sputnik საქართველო
რა საიდუმლოს ინახავს სარკე

სასარგებლოა გადაცემების ნახვა ბუნებისა და კოსმოსის შესახებ. ისინი ამაღლებს ინტელექტს, ადამიანზე მოქმედებს, როგორც მედიტაცია დასვენებისთვის. როდესაც ვხედავთ ტყეს, ზღვას, უდაბნოსა თუ ცხოველებს, სიამოვნებას ვიღებთ ამ სილამაზით და პოზიტივით ვივსებით.

მუსიკალური არხები - შესანიშნავი საშუალებაა მოდუნებისთვის. კარგია მუსიკის მოსმენა დალაგების ან საჭმლის მომზადების პროცესში. ის გვამდიდრებს ენერგიით. თუმცა, დასვენების დროს მუსიკალური არხი არცთუ სასარგებლო იქნება.

მუსიკის მსგავსად მოქმედებს ადამიანზე ფილმის ყურება. მთავარია, რომ არ იყოს რამე გამაღიზიანებელი ფილმი.

რჩევები, რომლებიც ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ>>

სარგებლის მომტანია სპორტული გადაცემების ყურება, რადგან სპორტი ადამიანს ენერგიას აძლევს და საქმიანობისკენ, რამის შექმნისკენ უბიძგებს. მაგრამ პრობლემაა ის, რომ სპორტი ყველას არ უყვარს. როდესაც ტელევიზორს არ უყურებთ და რამეს აკეთებთ, შეგიძლიათ ჩართოთ სპორტული არხი, როგორც ფონი, ის მეტ ენერგიასა და ძალას შეგმატებთ.

საბავშვო გადაცემები სასარგებლოა, თუნდაც სახლში ბავშვები არ იყვნენ. მათ მოაქვს მსუბუქი განწყობა, უშუალობა, ასუფთავებენ ნეგატიურ პროგრამებს.

არეული ოთახი - Sputnik საქართველო
„მკვდარი", უწყვილო, გაცვეთილი ნივთები - რა გავლენას ახდენს ისინი ადამიანზე

ყოველივე ამის გარდა, უნდა ვიცოდეთ, რომ ტელევიზორს მძლავრი ელექტრომაგნიტური გამოსხივება აქვს, რომელიც ფიტავს ორგანიზმს და სასიცოცხლო ძალებს ართმევს მას. თუ ტელევიზორს დიდხანს უყურებთ, ირღვევა ბიორიტმები, ამიტომ მნიშვნელობა აქვს იმას, თუ სად დგას ტელევიზორი. ამისთვის საუკეთესო ადგილია ის, სადაც არავის სძინავს. თუ ამ გამოსხივებისგან ოთახი თავისუფალია, ადამიანს ჯანსაღად სძინავს. თუ არ გაქვთ იმდენი ფართი, რომ ტელევიზორი ცალკე ოთახში დადგათ, მაშინ, სჯობს, ის დაძინებამდე 1,5-2 საათით ადრე გამორთოთ.

ზოგადად, როდესაც ატყობთ, რომ ტელევიზორში რომელიმე გადაცემა ან ფილმი გაღიზიანებთ, გძაბავთ და თქვენში უარყოფით ემოციებს იწვევს, მოერიდეთ მას, არ ხართ ვალდებული, ყველაფერს უყუროთ. გადართეთ სხვა არხზე, ან საერთოდ, გამორთეთ ტელევიზორი. საბედნიეროდ, ახლა უამრავი არხია და არის საშუალება, რომ თქვენთვის საინტერესო შეარჩიოთ.

ყველა ახალი ამბავი
0