10:30 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
მშობლები და შვილები (28)
244 0 0

დიათეზი, იგივე ატოპიური დერმატიტი — კანის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც სიმშრალის, ქერცვლის, გაწითლებისა თუ აუტანელი ქავილის სახით ვლინდება.

ექიმები განმარტავენ, რომ ბავშვებში დიათეზის ძირითადი მიზეზები ორ ჯგუფად იყოფა: ალერგენებად და არასპეციფიკურ ტრიგერებად. 

ალერგია შესაძლოა გამოიწვიოს ზღვის პროდუქტებმა, შოკოლადმა, კაკალმა, ცხოველის ბეწვმა, ობმა, ყვავილის მტვერმა; ხოლო არასპეციფიკურ ტრიგერებს განეკუთვნება მშრალი და ცხელი ჰაერი, ცხელი ან ძალიან ქლორიანი წყალი, სხვადასხვა სახის სარეცხის ფხვნილები ან სხვა საყოფაცხოვრებო ქიმია, საფენები, მჭიდრო ან მჩხვლეტი ქსოვილისგან დამზადებული სამოსი, ასევე სტრესი.

დიათეზის სიმპტომები ბავშვებში

ატოპიური დერმატიტის ძირითადი სიმპტომები ბავშვებში შეიძლება იყოს:

  • წითელი ფერის გამოყარი — მშრალი ან სველი; მშრალი, გაღიზიანებული კანი, რომელიც გამუდმებით ექავება ბავშვს და ამასთან იქერცლება;
  • საკუთრივ ქავილი, რომელიც განსაკუთრებით ღამით ძლიერდება.
  • გამონაყარი შეიძლება შეგხვდეთ როგორც ლოყებზე, ისე დუნდულებზე, მუხლებისა და იდაყვების სახსარში, მაჯებზე, წვივებსა და კანის ნაკეცებში. გამორიცხული არ არის, გამონაყარმა ერთდროულად სხეულის რამდენიმე ადგილზე იჩინოს თავი.   
დაიმახსოვრეთ! დიათეზური გამონაყარი არასდროს ჩნდება სასქესო ორგანოებზე. სწორედ ამით შეიძლება მისი გარჩევა სხვა დაავადებებისგან.

მკურნალობა

საჭირო არ უნდა იყოს იმის თქმა, რომ როგორც კი ბავშვს გამონაყარს შეატყობთ, მაშინვე ექიმს უნდა მიმართოთ. უნდა იცოდეთ, რომ ატოპიური დერმატიტი (დიათეზი) ასი პროცენტით ვერ იკურნება, თუმცა ხანგრძლივი რემისიის მიღწევა შესაძლებელია. ამისათვის აუცილებელია, რომ ბავშვი სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იყოს და არავითარ შემთხვევაში არ მიმართოთ თვითმკურნალობას.

დიათეზის მკურნალობაში ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის კანის სწორად მოვლა, განსაკუთრებით, დაავადების გამწვავებისას. ამ შემთხვევაში ექიმები ნიშნავენ ემოლენტებს — სპეციალურ პრეპარატებს (ლოსიონებს, კრემებს, მალამოებს, ემულსიებს), რომელთა შემადგენლობაში შედის ტენიანობის შემაკავებელი ცხიმები.

მწვავე ფორმისას ინიშნება ტოპიკური სტეროიდები ან კალცინევრინის ინჰიბიტორები. ტოპიკური სტეროიდების გამოყენება დაიშვება მხოლოდ ოთხ თვეზე ზემოთ ასაკის ბავშვებში და ნიშნავს მხოლოდ ექიმი. იმ შემთხვევაში, თუ მათი გამოყენება არ შეიძლება, მედიკოსი კალცინევრინის ინჰიბიტორებს გამოწერს, რომელთა გამოყენებაც დაბადების მომენტიდან შეიძლება.

როგორ მოვაშოროთ ბავშვს ტკიპა უსაფრთხოდ და სწორად: პედიატრის რჩევა>>

გარდა ამისა, აუცილებლად ინიშნება ემოლენტები, რომლებიც ბავშვს კანზე დღეში 2-8-ჯერ შეიძლება წაუსვათ. ხოლო თუ საქმე დიათეზის მწვავე ფორმასთან გვაქვს, მაშინ მათი წასმა ყოველ ორ საათშიც შეიძლება.

რაც შეეხება ანტიჰისტამინურ პრეპარატებს, ისინი მხოლოდ ძლიერი ქავილისას ინიშნება, ვინაიდან ამ სახის პრეპარატები თავად გამონაყარზე არანაირად არ მოქმედებს.

პედიატრების თქმით, ყველაზე ეფექტური მოქმედება ახასიათებს პირველი თაობის ანტიჰისტამინებს: სუპრასტინსა და ფენისტილს.

 

თემები:
მშობლები და შვილები (28)

მთავარი თემები