01:38 04 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4087
  • 100 RUB4.4290
  • USD3.0416
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (390)
224 0 0

ძილის ნაკლებობას იმუნიტეტის დარღვევა მოსდევს, რაც ესოდენ აუცილებელია კორონავირუსთან გასამკლავებლად – ზოგს ის უქვეითდება, ზოგის შემთხვევაში კი არაადეკვატურად იწყებს მუშაობას და აუტოიმუნურ პრობლემებს აჩენს.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. კორონავირუსის პანდემიის პირობებში, როდესაც პლანეტის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სახლებშია დარჩენილი, დაავადების თავიდან ასაცილებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა ძილის სწორ რეჟიმს ენიჭება, აცხადებს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ძილის ნეირობიოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერი, სომნოლოგი ალექსანდრა პუჩკოვა.  

„თვითიზოლაციის პირობებში ძილს კიდევ ერთი, ძალიან აქტუალური ფუნქცია უჩნდება. ახლა საჭიროა კარგად ძილი, ვინაიდან ეს აუცილებელია იმუნიტეტის გამართული მუშაობისთვის. ძილთან დაკავშირებულ პრობლემებსა თუ მის ნაკლებობას იმუნიტეტის დარღვევა მოსდევს. ზოგს ის უქვეითდება, ზოგის შემთხვევაში კი არაადეკვატურად იწყებს მუშაობას და აუტოიმუნურ პრობლემებს აჩენს“, — განმარტავს სომნოლოგი.

მეცნიერი საზოგადოებას ურჩევს, დღე-ღამეში, სულ ცოტა, რვა საათი დაუთმონ ძილს — კარგად განიავებულ, გრილ ოთახში, სადაც იქნება სიბნელე და სიწყნარე. 

პუჩკოვას თქმით, შინ ჯდომა და დისტანციური მუშაობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დაძინებისა თუ გაღვიძების დრო უნდა გადანაცვლდეს და ჩვეული ბიორიტმი კარდინალურად შეიცვალოს. 

„ეს ცუდი ვარიანტია. როდესაც ასეთი ცვლილება ხდება, შიდა საათის დესინქრონიზაცია იწყება, ანუ ორგანიზმის სისტემათა მუშაობის რეჟიმი ერთმანეთს არ ემთხვევა. ეს კი უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე“, – ასკვნის სომნოლოგი. 

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 183 ქვეყანაში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 1 274 956 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 69 487 და განკურნებულია 260 604 პაციენტი. მონაცემები აღებულია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტიდან.

მსოფლიო ღამით: ინფიცირებული მღვდლები, გადამდგარი მთავარი ექიმი და წარმატებული ვაქცინა>>

ამასთან, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზეა აშშ — 337 637 ინფიცირებულით, მეორეზე — ესპანეთი (131 646), მესამეზე — იტალია (128 948). 

ქვეყნების რაოდენობამ, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის 59-ს შეადგენს. ამ ნიშნულის ზღვარზეა კიდევ რამდენიმე სახელმწიფო. 

 

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (390)

მთავარი თემები