Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

მსოფლიო ღამით: ინფიცირებული მღვდლები, გადამდგარი მთავარი ექიმი და წარმატებული ვაქცინა

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშისაველე ჰოსპიტალი ნიუ-იორკში
საველე ჰოსპიტალი ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნის მთავარმა ექიმმა, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ორჯერ დაარღვია კარანტინი და რეპორტიორის ფოტოობიექტივში მოხვდა.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 183 ქვეყანაში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 1 274 956 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 69 487 და განკურნებულია 260 604 პაციენტი. მონაცემები აღებულია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტიდან. 

ამასთან, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზეა აშშ — 337 637 ინფიცირებულით, მეორეზე — ესპანეთი (131 646), მესამეზე — იტალია (128 948). 

ქვეყნების რაოდენობამ, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის 59-ს შეადგენს. ამ ნიშნულის ზღვარზეა კიდევ რამდენიმე სახელმწიფო. 

COVID-19-ით გამოწვეული და მასთან დაკავშირებული რამდენიმე მოვლენა, რომლებიც 5-6 აპრილის ღამით მოხდა მსოფლიოში, ასე გამოიყურება: 

  • იაპონიის პრემიერ–მინისტრი სინძო აბე 8 აპრილიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს მას შემდეგ, რაც ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 654 ადამიანი შეადგინა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 85 პაციენტამდე გაიზარდა. შეზღუდვა უპირველესად ორ ქალაქს — ოსაკასა და ტოკიოს შეეხება. აღსანიშნავია, რომ მანამდე იაპონიის სასწავლო დაწესებულებებში პროცესი არ შეჩერებულა;
  • შოტლანდიის მთავარმა ექიმმა კეტრინ კალდერვუდმა, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ორჯერ დაარღვია კარანტინი, რაც მისი თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი გახდა. მაღალჩინოსნის გადაადგილება The Scottish Sun-ის რეპორტიორის ფოტოობიექტივში მოხვდა;
  • ​მალტაზე მიგრანტთა ბანაკი (ათას კაცზე მეტი) მთლიანად გადაიყვანეს კარანტინზე მას შემდეგ, რაც ბანაკში რვა ადამიანს დაუდგინდა კორონავირუსი; 
  • კორონავირუსის გადადების ათიდან ერთი შემთხვევა უსიმპტომო ვირუსის მატარებლიდან ხდება, დაასკვნეს სინგაპურელმა მეცნიერებმა, რომელთა კვლევაც აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის საიტზეა გამოქვეყნებული;
  • გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა მსოფლიოს მთავრობებს მოუწოდა, გააძლიერონ ბრძოლა ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, რამაც მასობრივი იზოლაციის პირობებში ძალიან მოიმატა.
„ბევრ ქალსა თუ გოგონას საფრთხე ემუქრება იქ, სადაც ისინი ყველაზე დაცულად უნდა გრძნობდნენ თავს — საკუთარ სახლში. ამიტომ დღეს კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ სახლებში მშვიდობისკენ“, — განაცხადა გუტერეშმა.
  • თურქეთში COVID-19-ის ვაქცინა წარმატებით გამოიცადა ცხოველებზე. მიკრონემსებისა და ლეიკოპლასტირების მეშვეობით შეყვანილმა ვაქცინამ მათ ორგანიზმში ანტისხეულების გამომუშავება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ საკუთარ Twitter-ზე წერს ანკარის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ათეშ კარა.
  • ​„იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კლებას იწყებს“, — აცხადებს ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ანჯელო ბორელი;
  • მოსკოვში რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის სამ მღვდელმსახურს COVID-19 დაუდგინდა. კიდევ ორის მდგომარეობა ეჭვქვეშაა...
ყველა ახალი ამბავი
0