სამკურნალო ჩაი და ნახარში იმუნიტეტის ასამაღლებლად

CC0 / Pixabay / ჩაი და გვირილები
ჩაი და გვირილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს, როდესაც მეტად მნიშვნელოვანი გახდა ძლიერი იმუნიტეტი, მეტად აქტუალური ხდება ხალხური მედიცინა, განსაკუთრებით კი პროფილაქტიკური ღონისძიებები.

გთავაზობთ ხალხური მედიცინიდან რამდენიმე მცენარეს, რომლებიც უებარია ვირუსების წინააღმდეგ პროფილაქტიკისა და იმუნიტეტის ასამაღლებლად:

CC BY 2.0 / shrk / garlicნიორი
სამკურნალო ჩაი და ნახარში იმუნიტეტის ასამაღლებლად - Sputnik საქართველო
ნიორი

ნიორი - ნიორი და ხახვი შეიცავს ბაქტერიციდულ ნივთიერებებს - ფიტონციდებს, ნივრის ზეთს, ეთერზეთებს, იოდს, გლუკოზიდ ალლინს. ამერიკელი მკვლევარის კავილეტოს (1944-1945), მოგვიანებით სხვათა მიერ დამტკიცდა, რომ ნიორი კლავს გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებს. პენიცილინის აღმოჩენამდე ნიორს იყენებდნენ სტაფილოკოკის, ტიფის ბაცილის, პარატიფული ბაქტერიების, დიზენტერიის ჩხირის და ქოლერის წინააღმდეგ. ნივრის სპირტიანი ექსტრაქტი ეფექტურია ბაქტერიების წინააღმდეგ.  

არა ერთი ქვეყნის ხალხურ მედიცინაში და თანამედროვე ფარმაკოლოგიაში ნივრის ექსტრაქტი და ზეთი გამოიყენება როგორც ანტიბიოტიკი, ამოსახველებელი, ოფლმდენი, სისხლის წნევის დამწევი, ანტითრომბული, ჭიების საწინააღმდეგო საშუალება.

CC BY 2.0 / oatsy40 / Garlicნივრის ყვავილობა
სამკურნალო ჩაი და ნახარში იმუნიტეტის ასამაღლებლად - Sputnik საქართველო
ნივრის ყვავილობა

გრიპის და გაცივების წინააღმდეგ რეკომენდირებულია ყოველ დღე 2-3 კბილი ნივრის მიღება. სეზონური ინფექციებისგან თავის დასაცავად ჭამის წინ 1 კაფსულა. ნივრის ზეთს კი იყენებენ კაფსულების სახით სასუნთქი გზების პრობლემების და სხვადასხვა ინფექციების საწინააღმდეგოდ.

ქართულ ხალხურ მედიცინაში ნიორი გრიპის, ხველის, ამოსახველებელი და ფილტვების დაავადებების სამკურნალოდ არ გამოიყენება. მას იყენებდნენ ნაღრძობების სამკურნალოდ ტკივილგამაყუჩებლად ძმარში, ან რძეში მოხარშული სახით. აგრეთვე, როგორც წნევის დამწევი, სირსველის სამკურნალო, მუცლის ტკივილის, შებერილობის და ჭიების წინააღმდეგ. დანაყილ ნიორს იდებდნენ ცოფიანი ძაღლის ნაკბენზეც.

მეტად პოპულარული ყოფილა ნიორი როგორც პროფილაქტიკური საშუალება - სხვადასხვა გადამდები სენისგან თავის დასაცავად კვირაში ორჯერ მაინც უზმოზე ჭამდნენ თითო თავ ნიორს. ნიორი მიჩნეული იყო ცხვირის დაავადებების საწინააღმდეგო საშუალებად - ნივრის წყალს (დანაყილს და გაწურულს) იწვეთებდნენ ცხვირში სისველის და სურდოს დროს.

ბაღის ტუხტი (Althaea rosea, ტუხტი - A. rugosa, ტუხტი სამკურნალო - A. officinalis, ფესვები ყვავილები, ფოთლები) - დიდი ოდენობით ლორწოვანი ნივთიერებების შემცველობის გამო გამოიყენება ამოსახველებელი და სასუნთქი გზების დამამშვიდებელ საშუალებად. აქვს ნახველის გათხელების უნარი.

ტუხტის ფარმაცევტული პრეპარატები გამოიყენება როგორც ამოსახველებელი, სასუნთქი გზების დამამშვიდებელი და ნაღველის გამათხიერებელი საშუალება. ტუხტის ფესვების ფხვნილით ამზადებენ აბებს, ფოთლები კი შედის ამოსაფენ ნაკრებთა შემადგენლობაში.

ქართულ ხალხურ მედიცინაში ტუხტი ცნობილია, როგორც ხველების, სასუნთქი გზების კატარის, კუჭ-ნაწლავის აშლილობის, კანის დაავადებების სამკურნალო საშუალება. ფესვების ნახარშში აბანავებდნენ გამხდარ და სუსტ ბავშვებს, ტანზე რომ არაფერი შეყროდათ.

რაჭაში ტუხტს სპეციალურად აშენებდნენ ეზოებში. მისგან ამზადებდნენ ხველების საწინააღმდეგო და ამოსახველებელ წამალს, რომელიც „აბუთიძის წამლის“ სახელითაა ცნობილი.

ხველების დროს მიიღება ნაყენის, ჩაის, ან ნახარშის სახით.

Ø ხველების შესანელებლად: 3 სუფრის კოვზ ფესვებს დაასხით 600 მლ ცივი წყალი და დატოვეთ მთელი ღამით დასალბობად. გადაწურეთ და დალიეთ 100 მლ  3-ჯერ დღეში.

Ø ყელის ტკივილის დროს: გამოიყენება ყელში სავლებად ჩაის სახით. ჩაის დასაყენებლად 1 სუფრის კოვზ ხმელ მცენარეს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი (400 მლ). დაახურეთ თავი და დააყოვნეთ 5-10 წუთით. გადაწურეთ და გამოივლეთ ყელში დღეში რამდენჯერმე. სითბოს შესანარჩუნებლად შეინახეთ თერმოსში.

Ø ამოსახველებლად: 1 ჩ.კ. დაქუცმაცებულ მცენარეს დაასხით 100 მლ. მდუღარე წყალი, დაახურეთ მჭიდროდ და დააყენეთ 10 წთ. გადაწურეთ და მიირთვით თაფლთან ერთად 1 სუფრის კოვზი, სამჯერ დღეში.

ბეგქონდარა (Thymus vulgaris) - Sputnik საქართველო
ბეგქონდარა - ღვთიური ბალახი

ბეგქონდარა - ბეგქონდარას არომატული გემოს და სუნის ზეთი გამოიყენება ხველებისა და სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ, შედის ხველების საწინააღმდეგო ყველა სახის ჩაის შემადგენლობაში. საუკეთესო სადეზინფექციო საშუალებაა პირის ღრუსა და ყელის გამოსავლები წყლის მოსამზადებლად.

Ø ჩაი: 1 სუფრის კოვზ მცენარეს დაასხით 200 მლ. მდუღარე წყალი, დაახურეთ მჭიდროდ, დააყენეთ 15-20 წთ. გადაწურეთ და გამოივლეთ ყელში დღეში რამდენჯერმე.

Ø ნახარში: 10 გრ. მცენარეს დაასხით 100 მლ. წყალი, დაახურეთ თავი, ჩადგით წყლიან ქილაში და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 10 -15 წთ. გააგრილეთ, გადაწურეთ და ისე გამოიყენეთ გამოსავლებად.

კულმუხო - ფესვი და ფესურა გამოიყენება როგორც ამოსახველებელი და ანტიბაქტერიციდული საშუალება. სასუნთქი გზების დაავადებების დროს მიიღება 100 მლ. ნახარში დღეში სამჯერ.

Ø ნახარშის მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფესურებს დაასხით 300 მლ ცივი წყალი, დაახურეთ თავი, ჩადგით ქილა წყლიან ქვაბში და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 10-15 წთ. გადაწურეთ და მიიღეთ 100 მლ. დღეში სამჯერ. სურვილის მიხედვით დაუმატეთ 1 ჩ.კ. თაფლი.

Ø შეგიძლიათ დაამზადოთ ვეჟინი - 300 მლ ნახარშს შეურიეთ 200 გრ თაფლი. მიიღეთ 1ჩ.კ. დღეში სამჯერ.

არ არის სასურველი ორსულობის და ლაქტაციის დროს.

CC BY-SA 2.0 / Flickr / titanium22 / Aloe Veraალოე ვერა
სამკურნალო ჩაი და ნახარში იმუნიტეტის ასამაღლებლად - Sputnik საქართველო
ალოე ვერა

ალოე - უებარია სასუნთქი გზების სამკურნალოდ, გრიპის, გაცივების, ანთებითი დაავადებების და იმუნიტეტის ასამაღლებლად:

Ø აურიეთ 15 მლ ალოეს წვენი, 100 გრ ღორის მუცლის ქონი, 100 გრ უმარილო კარაქი, 10 გრ თაფლი და 5 გრ კაკაო. დღეში ორჯერ 1 სუფრის კოვზი გახსენით ცხელ რძეში და მიიღეთ;

Ø გრიპის დროს ჩაიწვეთეთ ალოეს 3-4 წვეთი თითოეულ ნესტოში, ყოველ 2 საათში;

Ø 350 გრ ალოეს ფოთლები გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ 600 გრ მაისის თაფლი და 600 მლ წითელი ღვინო. კარგად აურიეთ და დადგით 5 დღე ბნელ, ცივ ადგილზე. მიიღეთ ასეთი წესით - პირველი 5 დღე თითო ჩაის კოვზი, დღეში სამჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე, მომდევნო დღეებში - ჩაის კოვზის ნაცვლად სუფრის კოვზით;

ისპანახი - Sputnik საქართველო
ისპანახი და მისი სასარგებლო თვისებები

Ø 100-100 გრ ალოე და კალანხოე გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, ჩაასხით ქილაში და დაუმატეთ 200 მლ სპირტი (ან 70% არაყი), დადგით ბნელ ადგილზე 10-15 დღე და ხშირად ანჯღრიეთ. გაწურეთ და დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი თაფლი. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე 10 წუთით ადრე;

Ø იმუნიტეტის ასამაღლებლად და ორგანიზმის გასაახალგაზრდავებლად 150 გრ ალოეს ფოთლები გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ 250 გრ მაისის თაფლი და 350 მლ წითელი ღვინო. კარგად აურიეთ და დადგით 5 დღე ბნელ, ცივ ადგილზე. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი, დღეში სამჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე, მომდევნო დღეებში ჩაის კოვზის ნაცვლად დესერტის კოვზით.

ხილ-ბოსტნეული - Sputnik საქართველო
საუკეთესოა ფილტვების გასაძლიერებლად: ექიმები ექვს პროდუქტს ასახელებენ

გაითვალისწინეთ: თუ რეცეპტში ზუსტი დოზები არ არის მითითებული, გამოიყენეთ ჩაის, ნაყენის და ნახარშის დამზადების ზოგადი წესები:

ჩაის მომზადების წესი: 1-2 სუფრის კოვზ (25-30 გრ,) ხმელ, ან ნედლ მცენარეს დაასხით 200 – 250 მლ მდუღარე წყალი, დაახურეთ მჭიდროდ, დააყოვნეთ 30 წუთი, გადაწურეთ და მიიღეთ ასეთი სახით, ან თაფლთან ერთად (მცენარის კონსისტენციის მიხედვით ნედლეულის მასა განსხვავებულია).

ნახარშის მომზადების წესი: ემალის ჭიქაში ჩაყარეთ ნედლი, ან ხმელი მცენარე, პროპორციით 1 წილი მცენარე: 10 წილი წყალი (10 გრამ ნედლეულზე 100 გრამი წყალი), დაასხით ცივი წყალი, დაახურეთ თავი, ჩადგით წყლიან ქვაბში და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 10-15 წუთი. დააყოვნეთ 30 წუთი, გადაწურეთ და მიიღეთ ასეთი სახით, ან თაფლთან ერთად.

 

ყველა ახალი ამბავი
0