16:56 05 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4134
  • 100 RUB4.1072
  • USD3.1576
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
ახალი კორონავირუსი COVID-2019 (512)
306 0 0

ექსპერტები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ საპირფარეშოების ვენტილაციას, სადაც ჩარეცხვის მომენტში წარმოიქმნება ერთგვარი შლეიფი...

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. ვენტილაციის სისტემები დაწესებულებებში სამუშაოს დაწყებამდე ორი საათით ადრე უნდა ჩაირთოს, ხოლო სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ კიდევ გარკვეული ხნით უნდა იყოს ჩართული, აცხადებს კონდიცირების, ვენტილაციისა და გათბობის ევროპული ასოციაცია REHVA. 

კორონავირუსი COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით ასოციაციამ გამოაქვეყნა სპეციალური სახელმძღვანელო, რომელიც მოიცავს რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა გაიწმინდოს ჰაერი დაწესებულებებში ვენტილაციის სისტემებით.

REHVA-ს ექსპერტების თქმით, ჯობს, შენობაში ვენტილაცია 24/7 რეჟიმში იყოს ჩართული დაბალ ინტენსივობაზე, რათა ვირუსის ნაწილაკები შენობიდან იქ ხალხის არყოფნის დროს განიდევნოს. 

სპეციალისტები ამბობენ, რომ COVID-19-ის ნაწილაკების ზომა 80-160 ნანომეტრს შეადგენს და შენობაში, ჩვეულებრივ პირობებში, ჰაერში დაახლოებით 3 საათის განმავლობაში ინარჩუნებენ აქტიურობას. რაც შეეხება სხვადასხვა ზედაპირებს, მათზე ნაწილაკების აქტიურობა 2–3 დღე გრძელდება. 

სახელმძღვანელოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საპირფარეშოების ვენტილაციას, სადაც ჩარეცხვის მომენტში წარმოიქმნება ერთგვარი შლეიფი. ამიტომ, ექსპერტების თქმით, უნიტაზი თავდახურულ მდგომარეობაში უნდა ჩაირეცხოს.

COVID 19: თვითიზოლაციას აზრი არ აქვს, თუ... ეპიდემიოლოგების რჩევები

ამასთან, ვენტილაცია 24/7 რეჟიმში საპირფარეშოებშიც უნდა მუშაობდეს, ხოლო მისი კარი ან ფანჯარა არ უნდა იღებოდეს, რათა ჰაერის ნაკადი ტუალეტიდან შენობის სხვა ნაწილებისკენ არ წავიდეს.

შენობებში, სადაც სავენტილაციო სისტემები არ არსებობს, ჰაერის გასაწმენდად საჭიროა, რომ ფანჯრები სამუშაოს დაწყებამდე გაიღოს და, სულ ცოტა, 15 წუთით მაინც დარჩეს ღია.

სპეციალისტების თქმით, დაუშვებელია ჰაერის რეცირკულირების რეჟიმის ჩართვა, რათა ვირუსის ნაწილაკები სავენტილაციო სისტემების არხების გავლით უკან, შენობაში არ დაბრუნდეს. დაავადების აფეთქების პერიოდში სარეცირკულაციო სარქველები უნდა დაიხუროს.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსი COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 160 ქვეყანაში 244 602 კაცს მიაღწია, აქედან გარდაცვლილია 10 031 და განკურნებულია 86 033 ადამიანი.  

 

თემები:
ახალი კორონავირუსი COVID-2019 (512)

მთავარი თემები