09:04 28 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
119540

რას უწოდებთ სიღარიბეს, რა არის თქვენთვის წარმატება და წარუმატებლობა, სიმდიდრე და სიღარიბე? სწორედ აქედან გამომდინარე გადაწყვიტეთ, ხართ თუ არა სიღარიბის ჩვევების ტყვეობაში.

ფსიქოლოგი, ბიზნესმენი, წარმატებული ადამიანების მწვრთნელი ევგენი დეინეკო მიიჩნევს, რომ ღარიბ, წარუმატებელ ადამიანებს განსაკუთრებული ჩვევები ახასიათებთ და თუ ნიჭიერი ადამიანიც ამ ჩვევების „ტყვეობაში" აღმოჩნდება, ისიც წარუმატებელი გახდება.

წაიკითხეთ აქ: საკუთარ თავზე ეკონომიის რეჟიმში - დაავადება, როდესაც ქალში ქალი ნადგურდება

დეინეკო აღნიშნავს, რომ 12-წლიანი პრაქტიკის შედეგად მან ღარიბი ადამიანების დამახასიათებელი საერთო ჩვევების გამოყოფა შეძლო. გთავაზობთ წარუმატებელი ადამიანის 13 ნიშან-მახასიათებელს, რომლებიც შეიძლება დაგეხმაროთ საკუთარი ცხოვრების შეცვლაში, თუ მისი შეცვლა ნამდვილად გინდათ.

 

P.S. შესაძლოა, ამ ჩვევებში საკუთარი თავიც დაინახოთ, მაგრამ ეს გუნების გაფუჭების მიზეზი არ უნდა გახდეს. დაფიქრდით, რას ისახავთ მიზნად, რა გინდათ ცხოვრებაში, რას ეძახით წარმატებულ და წარუმატებელ, ღარიბ და მდიდარ ადამიანს, რა კრიტერიუმებით აფასებთ და ისე იმოქმედეთ, ისე გაითვალისწინეთ წარუმატებელი ადამიანების ჩვევები.

ალბათ, ყველაზე დიდი პრობლემა აზროვნების სიმწირეა, ჩარჩოებში მოქცევა, არასაკმარისი განათლება ან სრული გაუნათლებლობა. მიზეზი ბევრია... სწორედ განათლება და ფართო აზროვნება გვაკლია იმისთვის, რომ უსაქმურად არ ვისხდეთ და ჩვენს სიღარიბეში მუდამ სხვა – მეზობელი, მეგობარი, დედა, მამა, ნათესავი და მთავრობა არ დავადანაშაულოთ; მუდამ არ ვკითხულობდეთ – „გვეშველება რამე?", რომლის პასუხია: „გაანძრიე ხელი და გეშველება"...

მთავარი თემები