საკუთარ თავზე ეკონომიის რეჟიმში - დაავადება, როდესაც ქალში ქალი ნადგურდება

გამოწერა
დარწუნებული ვარ, გეცნობათ – „ამდენ ფულს ჩემთვის როგორ გავიმეტებ?", „ახლა ვერ დავხარჯავ, უთო გამიფუჭდა და ის უნდა ვიყიდო"... და სხვა ათასი ამგვარი ფრაზა. რა თქმა უნდა, გეცნობათ და თქვენი ცხოვრების ჩვეულებრივი შემადგენელი ფრაზებია... ძალიან ცუდი, რადგან ესაა დაავადება და ჰქვია „ეკონომია საკუთარი თავის ხარჯზე".

ქალი, რომელიც ეკონომიას საკუთარ თავზე აკეთებს, მამაკაცში მხოლოდ ერთ სურვილს აღძრავს — უფრო მეტი ეკონომია გასწიოს მასზე – ერიხ მარია რემარკი

რა არის „ეკონომია საკუთარი თავის ხარჯზე"

ეკონომიაა, როდესაც ქალი მიდის საყიდლებზე, ყიდულობს პროდუქტებს ბავშვებისთვის, მეუღლისთვის, მშობლებისთვის, ძაღლისთვის… საკუთარი თავისთვის კი ფული აღარ რჩება, ან გადაწყვეტს, რომ იმის გარეშეც გაძლებს, რისი ყიდვაც უნდოდა. საკუთარ ხარჯზე ეკონომიაა, როდესაც ფული არ გენანებათ ბავშვებზე, მეუღლეზე, მაგრამ საკუთარ თავზე – კი, და ფიქრობთ: „სხვა დროს ვიყიდი, დღეს ამის გარეშეც გავძლებ".

თუ ერთი აგური მაინც ეცლება სამ საბაზისო „მოთხოვნას“, ჩათვალეთ, რომ მთელი შენობა ინგრევა - Sputnik საქართველო
რა დროს ღალატობს ქალი - მამაკაცის სამი საბედისწერო შეცდომა

ეკონომიაა, როდესაც ქალს აქვს შამპუნი, ერთი წინდა, თითო–თითო წყვილი ფეხსაცმელი სეზონის მიხედვით და 1–2 წყვილი ქვედა საცვალი. თუ კიდევაც აქვს სხვა რამე, უგემოვნო და მოდიდან გადასული. სამაგიეროდ, ქმარ–შვილი მოდურად არის ჩაცმული.

თუ ფული აქვს, ზრდასრული ქალი მას იოლად ხარჯავს თავის თავზე და თუ არა აქვს, ამასაც ძალიან არ განიცდის

როდესაც უყურებთ თქვენს, მაგალითად, ფეხსაცმელს და იცით, რომ უნდა გამოცვალოთ, მაგრამ იღებთ გადაწყვეტილებას: „არაუშავს, კიდევ ცოტა ხანს ვივლი ამით"…

ეკონომიაა, როდესაც წინდა იკერება, ან უფრო უარესი – „თვალწასულია", როდესაც გაცვეთილი საცვლები არ ახლდება, როდესაც საჭიროა ახალი თვალის ტუში, თმის ნიღაბი, მაგრამ სხვა, უფრო მნიშვნელოვან რამეებზე იხარჯება ფული.

ეკონომიაა, როდესაც გადაწყვეტთ რაიმე ხარისხიანის ყიდვას, მიდიხართ მაღაზიაში, მაგრამ უკან ბევრად უფრო იაფი ნივთით ბრუნდებით.

წაიკითხეთ აქ: მე ეს გზა ავირჩიე: უბრალოდ, ვიყო ბედნიერი>>

როდესაც თქვენში თითქოს ორი ადამიანი ცხოვრობს: ერთს ძალიან უნდა კონკრეტული ნივთის ყიდვა, მეორე კი ჩასჩიჩინებს, რომ ეს ძალიან ძვირია და თუ სხვა რამეს იყიდის, ფული დარჩება. და ფული რჩება. აქ კი უნდა დაისვას კითხვა: რაზე დაიხარჯება დარჩენილი თანხა? ოჯახზე, ბავშვებზე, სხვებზე…

ეკონომიაა, როდესაც გაქვთ ფული, მაგრამ საკუთარ თავს არაფრით ახარებთ, ახალს არ ყიდულობთ, ყველაფერში ზღუდავთ და მხოლოდ იმით შემოიფარგლებით, რაც ძალიან აუცილებელია.

ეკონომიაა, როდესაც პირველ ადგილზე გყავთ ნებისმიერი, გარდა საკუთარი თავისა.

ყველა ახალი ამბავი
0