რა უნდა გაითვალისწინოთ, როცა შვილს საჩუქარს ჩუქნით

CC0 / Pixabay / მშობლების საახალწლო საჩუქრები შვილისთვის
მშობლების საახალწლო საჩუქრები შვილისთვის - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა დანიშნულება უნდა ჰქონდეს საჩუქარს ბავშვებისთვის – ამ თემაზე რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარი, პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ტრენერი ნანა ფაცაცია საუბრობს.

ყველა ადამიანს უყვარს საჩუქარი, განსაკუთრებით, თუ მას გულით ჩუქნიან. საჩუქარი – ეს არის ნივთი, რომელსაც საკუთარი სურვილის მიხედვით ვჩუქნით საყვარელ ადამიანს, რათა გავახაროთ და ვასიამოვნოთ. მჩუქებელიც არ არის წაგებული, რადგან სწორად შერჩეული საჩუქარი და თავად მისი ჩუქების ფაქტი ბედნიერებისა და სიხარულის მომტანია ორივე მხარისთვის.

ზოგჯერ საჩუქარი ერთგვარი წახალისება და სტიმულია, მით უფრო, ბავშვებისთვის. მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის საჩუქრის სწორად შერჩევა, როცა ხდება მათი დადებითი წახალისება ამა თუ იმ ქმედებისთვის.

ხშირად მშობლებს მიაჩნიათ, რომ ძვირადღირებული საჩუქრებით შვილებს განსაკუთრებით გაახარებენ და ცდილობენ მუდმივად მათი სურვილების დაკმაყოფილებას. დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის ყიდულობენ ძვირადღირებულ სათამაშოებს, სმარტფონებს, სამოსებს და ა.შ. ბავშვებმა, რომლებიც ადრეული ასაკიდან უზრუნველყოფილი იქნებიან ყველა სურვილის დაკმაყოფილებით, ძვირადღირებული საჩუქრებით, ზრდასრულ ასაკში შესაძლოა დაკარგონ ინტერესი სიახლეების მიმართ ან იყვნენ მუდმივ მოთხოვნილებაში ირგვლივ მყოფთა მიმართ, რაც შემდგომ, შესაძლოა, საფუძვლად დაედოს სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიურ პრობლემებს.

მაშხალა - Sputnik საქართველო
რა უნდა ვიცოდეთ პიროტექნიკის გამოყენებისას - დღესასწაული სადარდებლად რომ არ გვექცეს

ჯობს ბავშვებს ვაჩუქოთ საჩუქრები, ვიდრე ფული, რათა არ დარჩეთ განცდა, რომ "არ შემიძლია ვიდარდო და ვიფიქრო შენ შესახებ ბევრი, ასე რომ, ფული აქ არის და რაც გინდა ის იყიდე“. ეს სულაც არ არის მარტივი გამოსავალი.

მშობლები, რომლებიც არიან დასაქმებული, ცდილობენ ბავშვებთან გატარებული მცირე დროის კომპენსირებას ძვირადღირებული საჩუქრებით. მნიშვნელოვანია შვილებთან გატარებული ნებისმიერი წუთის ეფექტური წარმართვა, საკუთარი ხელით ან შვილებთან ერთად დამზადებული ნივთების ჩუქება ერთმანეთისთვის, რაც ხელს უწყობს ბავშვის ჯანსაღ განვითარებას, ვინაიდან ისინი ეჩვევიან ადამიანური ურთიერთობების მნიშვნელოვნებას და შრომით ღირებულებას.

მნიშვნელოვანია მშობლის მიერ შვილისთვის ნაჩუქარ საჩუქარს ჰქონდეს სიმბოლური დატვირთვა, ასევე ემსახურებოდეს ბავშვის განვითარებას. შვილისთვის საჩუქრის შერჩევა მისი ასაკისა და საჭიროების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

დედა და შვილი - Sputnik საქართველო
მშობლის პორტფოლიო: ვისი ბრალია, თუ თქვენი შვილი ისევ „თქვენ კისერზე“ ცხოვრობს

ამასთან ერთად, საჩუქრის მთავარი დანიშნულება ისაა, რომ მან არა მარტო გაახაროს ადრესატი, არამედ მომავალშიც ხშირად გაახსენოს ის ადამიანი, ვინც ის აჩუქა.

ხშირად ბავშვები ითხოვენ მშობლებისგან საჩუქარს, რომელიც, მაგალითად, მის მეგობარს აქვს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია მშობელმა აუხსნას შვილს საჭიროების შესახებ, არის თუ არა ეს შესაძლებელი ფინანსურად მშობლისთვის იმ მომენტში და შესაბამისად მოხდეს პრობლემის გადაჭრა. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვები საკუთარი მოთხოვნილებების მუდმივ დაკმაყოფილებას ეჩვევიან და უჩნდებათ უფრო და უფრო მეტი მოთხოვნები მშობლების მიმართ, რაც შეიძლება მშობლებთან დაპირისპირების და კონფლიქტის საგანიც გახდეს მომავალში. მშობლის მიერ ნაჩუქარი საჩუქარი არ უნდა ემსახურებოდეს შვილის მოთხოვნილების უპირობო დაკმაყოფილებას. საჩუქრის ჩუქების დროს აქცენტი არ უნდა იყოს გაკეთებული საჩუქრის ფასზე, მნიშვნელოვანია მისი სიმბოლური დანიშნულების ცოდნა ბავშვისთვის – თუ რისთვის და რატომ დაასაჩუქრეს ის.

რაც შეეხება თოვლის ბაბუის საჩუქარს, ამით მანიპულირება პატარებისთვის კარგი არ არის. ბავშვს უნდა სჯეროდეს, რომ თოვლის ბაბუა საჩუქარს მიუტანს თუ არა, ეს მის საქციელზე არ არის დამოკიდებული. იგი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ საოცრება ხდება ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, ზუსტად იმიტომ, რომ ეს საოცრებაა.

ბავშვებმა და მოზარდებმა უნდა იცოდნენ, რომ საჩუქარი ემსახურება ერთმანეთისთვის სიხარულის მინიჭებას და ოჯახის წევრების ერთმანეთზე ზრუნვას, ერთმანეთისთვის ბედნიერების მინიჭებას ყოველგვარი დამსახურებებისა და პირობების გარეშე.

ყველა ახალი ამბავი
0