თუ სამსახურიდან უკანონოდ გაგათავისუფლეს... იცოდეთ თქვენი უფლებები

CC0 / Pixabay / ოფისის თანამშრომელი პოზიტიურ განწყობაზე
ოფისის თანამშრომელი პოზიტიურ განწყობაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხშირია შემთხვევები, როდესაც დამსაქმებელი ბოროტად იყენებს თავის უფლებამოსილებას და სრულიად დაუსაბუთებლად და უკანონოდ ათავისუფლებს მასთან დასაქმებულ ადამიანებს.

უნდა იცოდეთ, რომ ასეთ შემთხვევებში თქვენ გიცავთ კანონი და უკანონოდ გათავისუფლების დროს გარკვეული მოთხოვნის უფლებებს განიჭებთ, რომელთა შესრულებაც შეგიძლიათ დამსაქმებელს მოსთხოვოთ.

პირველ რიგში, ნახეთ, თუ რა არის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები, რათა იცოდეთ, თქვენი გათავისუფლება უკანონოა, თუ დამსაქმებელს არანაირი პირობა არ დაურღვევია.

„შრომის კოდექსი“ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სხვადასხვა საფუძვლებს ითვალისწინებს, მათ შორისაა:

საპატრულო პოლიცია მოქალაქეს აჯარიმებს - Sputnik საქართველო
თუ საპატრულო პოლიციამ დაგაჯარიმათ... იცოდეთ თქვენი უფლებები

- ეკონომიკური გარემოებები;

- ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას;

- შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;

- შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დასრულება;

- დასაქმებულის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა;

- მხარეთა წერილობითი შეთანხმება;

- სასამართლო განაჩენის ან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა, რომელიც სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას გამორიცხავს და სხვ.

- დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება;

- დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან.

კანონი დამსაქმებელს ავალდებულებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე წერილობითი შეტყობინება გამოგიგზავნოთ და კომპენსაცია გადაგიხადოთ ერთი ან ორი თვის ოდენობით, იმის მიხედვით, თუ როგორია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.

ბიჭებს ნებისმიერ ასაკში უხარია სათამაშო მანქანები - Sputnik საქართველო
თუ მიხვდით, რომ ქონება უღირსს აჩუქეთ – იცოდეთ თქვენი უფლებები

თუ თვლით, რომ სამსახურიდან უკანონოდ გაგათავისუფლეს, დამსაქმებლისგან მოითხოვეთ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთება. დამსაქმებელს ეკისრება ვალდებულება, რომ მოთხოვნის წარდგენიდან 7 დღის ვადაში წერილობითი ფორმით დაასაბუთოს სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი.

იცოდეთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროთ დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, იმავე ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი მოცდენის გამო შრომის ანაზღაურება, იძულებითი განაცდური ან კომპენსაციის დაკისრება.

საკითხს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების თაობაზე წყვეტს სასამართლო.

ყველა ახალი ამბავი
0