07:21 17 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2699
  • 100 RUB4.6206
  • USD2.9608
იპოვე მუხუდოს მარცვალი და აღზარდე შენი ქალიშვილი პრინცესასავით — ეს უმძიმესი და ურთულესი სამუშაოა

შეხვდით შვილს სიხარულით: „პირველი სამი წუთის“ ეფექტი, რომელიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს

CC BY-SA 2.0 / Quinn Dombrowski / Pile of daughters
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
32640

როდესაც ოჯახში მშობლები იწყებენ ამ წესის ინტენსიურად შესრულებას, ამჩნევენ, რომ ურთიერთობებში ძალიან ბევრი სასიკეთო ცვლილება ხდება.

ცნობილია, რომ არსებობს „პირველი სამი წუთის” ეფექტი, რამაც ბევრი ოჯახის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა.  

„პირველი სამი წუთის“ ეფექტი მდგომარეობს იმაში, რომ მშობელი ყოველთვის შეხვდეს ბავშვს ისეთი დიდი სიხარულით, თითქოს ხვდება საყვარელ ადამიანს, რომელიც არ უნახავს უკვე წლებია. არა აქვს მნიშვნელობა,  მაღაზიიდან დაბრუნდით, სამსახურიდან თუ მივლინებიდან, აუცილებლად ჩაეხუტეთ პატარას და გაუზიარეთ სიხარული, სითბო და სიყვარული.

ის მშობლები, ვინც „პირველი სამი წუთის" წესს იცავენ, ბავშვთან შეხვედრისას არასდროს საუბრობენ მობილურზე, გულგრილად არ ჩაუვლიან შვილებს და  ცალყბად არ პასუხობენ მათ კითხვებს. ისინი თვალებში უყურებენ შვილებნ, ეხუტებიან, ესაუბრებიან და განცდილ ემოციებს უზიარებენ. ინტერესდებიან, როგორი დღე ქონდა პატარას და რა პოზიტიური მოვლენები მოხდა მის ცხოვრებაში. ეს დადებითად აისახება ბავშვის ხასიათზე და განწყობაზე.

ასე, რომ მხოლოდ სამი წუთი გაქვთ, თქვენმა პატარამ მოგიყვეთ დღის განმავლობაში მომხდარი ამბები. თუ ასე არ მოიქცევით, ის მთელი საღამო გვერდიდან აღარ მოგცილდებათ,  თქვენთან ურთიერთობას, თქვენს ყურადღებას და სიყვარულს მოითხოვს.  

ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მნიშვნელოვანია ემოციური სიახლოვე, სულიერი კავშირი და არა დრო.  ზოგჯერ ბავშვთან გულახდილი სამწუთიანი საუბარი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთად გატარებული მთელი დღე, როცა ფიქრებით სხვაგან ხართ, სხვა საქმით ხართ დაკავებული და შვილთან ურთიერთობისთვის ნაკლები დრო გრჩებათ.

ის, რომ მუდამ სადღაც გვაგვიანდება და საქმეები გვაქვს, ჩვენს შვილებს არ აბედნიერებს. მათთვის ეს ფაქტი ძალიან უმნიშვნელოა და ისინი თავის წილ ყურადღებას მოითხოვენ.

თანამედროვე მშობლები ძალიან ბევრს მუშაობენ იმისთვის, რომ თავიანთ შვილებს უზრუნველი მომავალი შეუქმნან, მისცენ განათლება, ასწავლონ იმისთვის, რომ ისინი იყვნენ ძლიერები, პირველები, გაიკეთონ კარიერა და ა.შ. ამისთვის ისინი არაფერს არ იშურებენ, მუშაობენ ბევრს, უშუალოდ შვილებთან ურთიერთობისთვის კი ძალიან ცოტა დრო რჩებათ. შესაძლოა ეს ყველაფერი უარყოფითად აისახოს ბავშვის მომავალზე და ყველაფერი საპირისპიროდ წარიმართოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, დღის განმავლობაში შვილებს „ვაჩუქოთ“ მათთვის განკუთვნილი დრო, ბევრი ვესაუბროთ და გავუზიაროთ ემოციები.

მართალია, ყველა მშობელს არა აქვს იმის ფუფუნება, რომ მთელი დღე შვილს ეთამაშოს, მაგრამ „პირველი სამი წუთის” წესის დაცვა აუცილებელია.

უფროსებს თავისუფალი დრო შეიძლება კარგა ხანს არ გამოგვიჩნდეს, ბავშვები კი მალე იზრდებიან. ამიტომ, ნუ დაკარგავთ დროს...

მთავარი თემები