მითები კვების შესახებ: იმპორტირებული პროდუქტი უკეთესია?

© photo: Sputnikსუპერმარკეტში
სუპერმარკეტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თითოეული ჩვენგანი ცხოვრებაში ალბათ ერთხელ მაინც დაფიქრებულა, სწორად ვიკვებებით თუ არა. ირგვლივ უამრავი მითი არსებობს სწორი კვების შესახებ და სრულ ინფორმაციულ ქაოსში მართლაც ძნელია, გაარჩიო მითი რეალობისგან.

კვება ორგანიზმის მიერ საკვები ნივთიერებების მიღების, მონელების, შეწოვისა და ათვისების რთული პროცესია, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ენერგეტიკული დანახარჯის აღსადგენად, უჯრედებისა და ქსოვილების განახლებისა და მათი ფუნქციის რეგულაციისთვის. ამიტომ ორგანიზმმა უნდა მიიღოს აუცილებელი საკვები საჭირო რაოდენობით, საჭირო დროს.

თეთრ და მუქნაჭუჭიანი კვერცხები კალათში  - Sputnik საქართველო
მითები კვების შესახებ: რომელი კვერცხია უკეთესი - თეთრი თუ ყავისფერი ნაჭუჭით?

დღევანდელ სტატიაში ვეცდებით დავამსხვრიოთ მითი იმის შესახებ, რომ იმპორტირებული პროდუქტი ბევრად სჯობს ადგილობრივ ნაწარმს.  

სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში დიდი რაოდენობით საკვების იმპორტი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მწარმოებლები ცდილობენ ქართულ პროდუქტზე მოთხოვნა გაზარდონ, იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივს მაინც მკვეთრად აღემატება.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ჩვენ ირგვლივ ბევრი ადამიანი დარწმუნებულია, რომ იმპორტირებული საქონელი უკეთესია, ვიდრე ადგილობრივ მოყვანილი პროდუქტი. ზოგჯერ ეს მართალია, მაგრამ ყოველთვის არა! მაგალითად, ადგილობრივ მეურნეობაში ბუნებრივ პირობებში გაზრდილი ფორთოხალი უფრო სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის, ვიდრე სხვა ქვეყნიდან შემოტანილი. როგორც წესი, იმპორტირებული ფორთოხალი არ შეიცავს იმ ვიტამინებს, რაც ადგილობრივად მოწეულ ხილში გვხვდება.

მარწყვი და შაქარი - Sputnik საქართველო
მითები კვების შესახებ: შაქარი აუცილებელია ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისათვის

რა უპირატესობა აქვს ადგილობრივ მოყვანილ ხილსა თუ ბოსტეულს? ჯერ ერთი, საშუალება გაქვთ ისიამოვნოთ სეზონური მრავალფეროვნებით, იქნება ეს მარწყვი, ბალი, ვაშლი, ატამი თუ ციტრუსები. დაიმახსოვრეთ, სეზონური ხილისა თუ ბოსტეულის ერთ-ერთი დიდი უპირატესობა ისაა, რომ მას მალევე მიირთმევთ და მის გემოს ვერაფერი შეედრება. ის ძალიან ცოტას მოგზაურობს, რათა თქვენ სამზარეულომდე მოაღწიოს და, შესაბამისად, შენარჩუნებული აქვს ყველა სასარგებლო თვისება.

ხილის წვენი და ვიტამინები - Sputnik საქართველო
მითები კვების შესახებ: სასარგებლოა თუ არა ხილის წვენები

გარდა ამისა, როდესაც საკვებს ადგილობრივი ფერმერისგან ვყიდულობთ, უფრო მეტი შანსია, რომ ის არ შეიცავდეს ხელოვნურ დანამატებს და იყოს ჯანსაღი.

იმპორტირებული პროდუქტის ყიდვისას ყურადღება უნდა მიაქციოთ მწარმოებელს, იმპორტიორს, პროდუქტის სახეობასა და შენახვის ვადებს.

ყველა ახალი ამბავი
0