18:32 18 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2657
  • 100 RUB4.6163
  • USD2.9626
გამოფენაზე

მითები კვების შესახებ: სასარგებლოა თუ არა უცხიმო საკვები

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
110 0 0

თითოეული ჩვენგანი ცხოვრებაში ალბათ ერთხელ მაინც დაფიქრებულა, სწორად ვიკვებებით თუ არა. ირგვლივ უამრავი მითი არსებობს სწორი კვების შესახებ და სრულ ინფორმაციულ ქაოსში მართლაც ძნელია, გაარჩიო მითი რეალობისგან.

კვება ორგანიზმის მიერ საკვები ნივთიერებების მიღების, მონელების, შეწოვისა და ათვისების რთული პროცესია, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ენერგეტიკული დანახარჯის აღსადგენად, უჯრედებისა და ქსოვილების განახლებისა და მათი ფუნქციის რეგულაციისთვის. ამიტომ ორგანიზმმა უნდა მიიღოს აუცილებელი საკვები საჭირო რაოდენობით, საჭირო დროს.

დღევანდელ სტატიაში ვეცდებით, დავამსხვრიოთ მითი უცხიმო პროდუქტებზე და გავიგოთ, მართლა საზიანოა თუ არა ცხიმის შემცველი პროდუქტების მირთმევა.

შეიძლება, ლოგიკურად ვიფიქროთ, რომ ცხიმიანი პროდუქტის ჭამა ჩვენც გაგვასუქებს, მაგრამ არც ასე მარტივადაა საქმე. 2008 წლის New England Journal of Medicine-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ ხალხმა, რომელმაც დაბალ ნახშირწყლოვანი დიეტა დაიცვა, უფრო მეტი დაიკლო, ვიდრე მათ, ვინც ცდილობდა ცხიმიანი საჭმელი საერთოდ ამოეღო რაციონიდან.

ჩვენ ვირჩევთ უცხიმო პროდუქტებს, რადგან მიგვაჩნია, რომ ისინი ჩვენთვის უფრო ჯანმრთელია. მაგრამ გაითვალისწინეთ! იმისთვის, რომ უცხიმო პროდუქტის გემო გააუმჯობესონ, მწარმოებლები ხშირად უმატებენ მეტ შაქარს, არომატს და სტაბილიზატორებს, რაც, დამეთანხმებით,  ცუდია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

დაიმახსოვრეთ,  საერთოდ კი არ უნდა ამოიღოთ ცხიმი რაციონიდან, არამედ ამოიღეთ მხოლოდ არაჯანსაღი ცხიმი.

ჩვენს ორგანიზმს სჭირდება უჯერი ცხიმები. უჯერი ცხიმები ასოცირდება დაბალ ქოლესტერინთან და გვხვდება ისეთი საკვებში  როგორიცაა ავოკადო, ცხიმიანი თევზი, კაკალი, ზეთები და თესლი.

მთავარი თემები