როგორ უნდა მოითხოვოთ ალიმენტი: როდის, ვისგან და რამდენი

CC BY 2.0 / Lisa Williams / Father and sonძლიერი კავშირი მამასთან
ძლიერი კავშირი მამასთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალიმენტის დაკისრება საქართველოში მეტად მნიშვნელოვან და მტკივნეულ თემას წარმოადგენს. თუმცა, ხშირად ბევრმა არც იცის, რომ ალიმენტის გადახდა არამარტო მშობელს, არამედ შვილებს, შვილიშვილებს და და-ძმებსაც შეიძლება დაეკისროს.

დღევანდელ სტატიაში ვეცდებით, მოკლედ აგიხსნათ, რა არის ალიმენტი, რა შემთხვევაში და ვის ეკისრება მისი გადახდა, რა არის მისი  ოდენობა, გადახდის ხანგრძლივობა და ა.შ.

რა არის ალიმენტი?

ალიმენტი ეს არის თანხა, რომელსაც პირი კანონი ძალით უხდის:

-საკუთარ არასრულწლოვან, ან სრულწლოვან შრომისუუნარო შვილს

-შრომისუუნარო მშობლებს, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. გასათვალისწინებელია, რომ თუ მშობელი თავს არიდებდა  მშობლის მოვალეობის შესრულებას, ან ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება, შვილისგან ალიმენტის მოთხოვნის უფლებას კარგავს.

-არასრულწლოვან, ან სრულწლოვან შრომისუუნარო და-ძმას, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ მშობლებისგან ვერ იღებენ სარჩოს მშობლებისგან, შვილებისგან, ან მეუღლისგან

სანოტარო ბიურო - Sputnik საქართველო
თუ მშობელმა ქონება სხვას უანდერძა... იცოდეთ თქვენი უფლებები

-შრომისუუნარო პაპასა და ბებიას, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ და ვერ იღებენ სარჩოს თავისი შვილისაგან ან ერთმანეთისგან.

-არასრულწლოვან, ან შრომისუუნარო სრულწლოვან შვილიშვილს, რომელიც დახმარებას საჭიროებს და ვერ იღებს სარჩოს მშობლებისგან

-არასრულწლოვან, ან სრულწლოვანი შრომისუუნარო გერს, რომელსაც დახმარება სჭირდება და არ ჰყავს მშობლები, ან ვერ იღებს მათგან თავის სარჩენ სახსრებს

-შრომისუუნარო მამინაცვალს, ან დედინაცვალს, რომელთაც დახმარება ესაჭიროებათ, თუ ისინი ხუთი წლის განმავლობაში მაინც ზრდიდნენ, ან არჩენდნენ გერს. გერი გათავისუფლდება მათი რჩენის მოვალეობისგან, თუ ისინი სათანადოდ არ უვლიდნენ მათ.

ტანსაცმლის მაღაზია - Sputnik საქართველო
თუ უხარისხო საქონელი იყიდეთ: იცოდეთ თქვენი უფლებები

-ფაქტობრივ აღმზრდელს, რომელთანაც პირი იმყოფება მუდმივ აღსაზრდელად

ალიმენტის გადახდის ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ასევე მამას. ამასთანავე, მნიშვნელობა არ აქვს ისინი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან თუ არა.  ორივე მშობელი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს შვილის აღზრდაში.

გასათვალისწინებელია, რომ  შეიძლება მშობლები ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ ალიმენტის გადახდა მაინც დაეკისროს პირს, რომელიც საერთოდ არ იღებს მონაწილეობას ბავშვის აღზრდაში. მშობლების ერთად ცხოვრება ალიმენტის დაკისრებას არ გამორიცხავს. ასეთი რამ იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება. უფრო ხშირად მშობლები ერთად არ ცხოვრობენ და ალიმენტი ეკისრება იმ მშობელს, რომელთანაც ბავშვი არ ცხოვრობს.
ალიმენტის ოდენობა

მშობლები ბავშვით - Sputnik საქართველო
შვილად აყვანა და გაშვილება საქართველოში: აუცილებელი პროცედურები და პრობლემები

თავდაპირველად არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტების ოდენობას მშობლები ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრავენ. თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო.

სასამართლო  ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავს  ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.

ამ შემთხვევაში დგინდება ორივე მშობლის შემოსავალი  და ამის მიხედვით ინიშნება ალიმენტიც. რაც უფრო ნაკლებია შემოსავალი, გადასახდელი თანხა უფრო ნაკლებია. დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ალიმენტის ოდენობა შემოსავლის მესამედი, ან მეოთხედი უნდა იყოს. თუ ბავშვს დედა ზრდის და  მას უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე ყოფილ მეუღლეს, ბავშვს უფრო ნაკლები ოდენობის ალიმენტს უნიშნავენ.

თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა,  სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა - გაზარდოს, ან შეამციროს.

საოფისე სამსახური - Sputnik საქართველო
თუ დამსაქმებელი შვებულებას არ გაძლევთ: იცოდეთ თქვენი უფლებები

ალიმენტის გადახდისა და გადახდევინების წესი

ალიმენტის გადამხდელი პირი ალიმენტს იხდის ნებაყოფლობითი წესით პირადად შემოსავლის მიღების ადგილის მიხედვით.

ამ შემთხვევაში დამსაქმებელი  ალიმენტის გადამხდელს ხელფასიდან(პენსიიდან, დახმარებიდან და სხვ.) ყოველთვიურად უკავებს ალიმენტს წერილობითი განცხადების ან სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე და უხდის ან უგზავნის განცხადებაში ან სააღსრულებო ფურცელში მოხსენიებულ პირს არა უგვიანეს სამი დღისა ხელფასის (დახმარების, პენსიის და სხვ.) გაცემის დღიდან. 

თუ თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ ალიმენტი, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სასამართლოს საშუალებით მოითხოვოთ ალიმენტის გადახდევინება.

ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.  

იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალის ძებნასთან დაკავშირებით ვერ მოხერხდა გადასახდელად წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის მიხედვით ალიმენტის დაკავება, ალიმენტის დავალიანებას ახდევინებენ მთელი გასული პერიოდისათვის, ხანდაზმულობის ვადის გასვლის ან ალიმენტის მიმღები პირის მიერ სრულწლოვანების მიღწევის მიუხედავად. 

პარიზი - Sputnik საქართველო
როგორ დავსაქმდეთ საფრანგეთში ლეგალურად? პრაქტიკული რჩევები

რა შემთხვევაში თავისუფლდება პირი ალიმენტის გადახდისაგან

სასამართლოს უფლება აქვს ალიმენტის გადამხდელი მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს ალიმენტის დავალიანების გადახდისაგან, თუ დაადგენს, რომ ალიმენტის გადაუხდელობა გამოწვეული იყო ამ პირის ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით. 

მხარეთა შეთანხმებით წარმოშობილი საალიმენტო ვალდებულება შეიძლება შეწყდეს ერთ-ერთი მხარის გარდაცვალებით, შეთანხმების ვადის გასვლით ან ამ შეთანხმებაში გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით. 

გაითვალისწინეთ, რომ მოვალის მიერ ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0