როგორ დავსაქმდეთ საფრანგეთში ლეგალურად? პრაქტიკული რჩევები

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიპარიზი
პარიზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გლობალიზაციის ეპოქაში მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი გადაადგილდება ქვეყნიდან ქვეყანაში უკეთესი სამუშაოს მოსაძებნად. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის მთავარ გამოსავლად შრომითი მიგრაცია რჩება. ასეთი ქვეყნების რიგებშია საქართველოც.

ამჟამად საქართველოდან ემიგრაციაში ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში მიდიან, რადგანაც მიგრაციის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად მიჩნეულია უფრო მაღალი ანაზღაურების მიღების სურვილი, უკეთესი სამუშაო გარემო, ადამიანების უფლებების დაცვის მეტი გარანტია.

დღევანდელ სტატიაში შევეცდებით მოკლედ აგიხსნათ, როგორია ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის – საფრანგეთის დასაქმების პოლიტიკა და როგორ მოახერხოთ, ლეგალური გზებით იპოვოთ იქ თქვენთვის სასურველი და შესაფერისი სამუშაო.

გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გამოყენებულია სამუშაო ძალის შემდეგი სახის კლასიფიკაცია:

არაკვალიფიციური მუშაკები – სამუშაო ძალა, რომელიც ფიზიკურად ასრულებს სამუშაოს და არ სჭირდება სპეციფიკური განათლება

კვალიფიციური მუშაკები – პროფესიული განათლების მქონე სამუშაო ძალა

მაღალკვალიფიციური მუშაკები – უმაღლესი (აკადემიური და/ან პროფესიული) განათლების მქონე სამუშაო ძალა

პიზას კოშკი - Sputnik საქართველო
როგორ დავსაქმდეთ იტალიაში ლეგალურად? პრაქტიკული რჩევები

მოთხოვნა მიგრანტ მუშახელზე საფრანგეთში:

2019-2020 წლებში საფრანგეთის შრომის ბაზარზე მოსალოდნელია, რომ მაღალი მოთხოვნა იქნება შემდეგ პროფესიებზე: ჯანდაცვისა და ვეტერინარიის პროფესიონალები, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის სპეციალისტები, ფინანსისტები, ინჟინრები, იურისტები და ა.შ.

ევროკავშირის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საფრანგეთში მესამე ქვეყნებიდან შრომითი მიგრაცია დამოკიდებულია არა შრომის ბაზარზე არსებულ დეფიციტზე, არამედ სამუშაო ძალის კვალიფიკაციაზე. ანუ, საფრანგეთში არ იწარმოება ე.წ. დეფიციტური პროფესიების სია.

საფრანგეთში მოქმედებს ე.წ. შრომის ბაზრის ტესტი, რომელიც გულისხმობს დამსაქმებლის ვალდებულებას, შეატყობინოს დასაქმების ეროვნულ სამსახურს, რომ აქვს სურვილი დაიქირავოს მესამე ქვეყნის მოქალაქე და გაუგზავნოს შესაბამისი ვაკანსია. დასაქმების სამსახური აქვეყნებს ვაკანსიას და ეძებს შესაბამის კანდიდატს ქვეყნის შიგნით ან ევროკავშირის მასშტაბით. თუ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ რესურსებიდან ვაკანსია ვერ შეივსო, დასაქმების სამსახური ნებას რთავს დამსაქმებელს, გააგრძელოს მესამე ქვეყნის მოქალაქის დაქირავების პროცესი.

საფრანგეთს საკმაოდ ბევრ ქვეყანასთან აქვს გაფორმებული ორმხრივი შეთანხმება შრომითი მიგრაციის შესახებ (მათ შორის საქართველოსთან. აღნიშნული დოკუმენტი ამჟამად საფრანგეთის პარლამენტის მიერ ელოდება რატიფიცირებას). ამ ქვეყნების მოქალაქეებისთვის შეღავათი ის არის, მათ დასასაქმებლად საფრანგეთში დარეგისტრირებული დამსაქმებლებისთვის არ არის სავალდებულო შრომის ბაზრის ტესტის ჩატარება. 

ბეჭდის დასმა საბუთზე - Sputnik საქართველო
როგორ დავსაქმდეთ თურქეთში სეზონურად: ლეგალური, მარტივი და უსაფრთხო გზა

მიგრანტი მუშახელის დასაქმება საფრანგეთში – პრაქტიკული რჩევები

რასაკვირველია, ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეებს საფრანგეთში სამუშაოდ ნებართვის მიღება არ სჭირდებათ. მესამე ქვეყნის მოქალაქის დასაქმების შემთხვევაში კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტარდება შრომის ბაზრის ტესტი.

თუ საფრანგეთში რეგისტრირებული დამსაქმებელი თქვენს დასაქმებაზე თანახმაა, მან თქვენთვის შრომის ნებართვა უნდა მოიპოვოს. ამისათვის უნდა მიმართოს ბიზნესის, კონკურენციის, შრომისა და დასაქმების დირექტორატს (http://direccte.gouv.fr/) და შეავსოს განაცხადი. განაცხადი აუცილებლად მუშაობის დაწყებამდე ორი თვით ადრე უნდა შეივსოს.

დამსაქმებელმა შრომის უფლების მოსაპოვებლად ბიზნესის, კონკურენციის, შრომისა და დასაქმების დირექტორატს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

·  სამუშაოს მოკლე აღწერა

 · განაცხადის ფორმა

· პასპორტისა და პირადობის მოწმობის ასლი;

· მუშახელის ბინადრობის ნებართვის მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

განათლების სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო
განათლების სამინისტრო გადამზადების ახალ პროგრამებს იწყებს

· მუშახელის ბიოგრაფია;

· მუშახელის განათლებისა და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია

შრომის ნებართვის მოსაპოვებლად უპირატესობას რამდენიმე ფაქტორს ანიჭებენ:

1. შეეფერება თუ არა თქვენი კვალიფიკაცია და უნარები ვაკანსიას

2. შეესაბამებით თუ არა კანონით განსაზღვრულ დასაქმებისა და სოციალური დაცვის ნორმებს

3. შეესაბამება თუ არა ანაზღაურების ოდენობა დადგენილ მინიმალურ სტანდარტს

4. როგორი იქნება შრომითი პირობები სამუშაო ადგილზე

5. უზრუნველყოფს თუ არა დამსაქმებელი საცხოვრებელს და ა.შ.

იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო კონტრაქტი 3 თვეს აღემატება, მესამე ქვეყნის მოქალაქეს ბინადრობის ნებართვა დასჭირდება. ბინადრობის ნებართვაზე განაცხადის გაკეთება კი შესაძლებელია საფრანგეთის დიპლომატიურ მისიებში, ხოლო საფრანგეთში ყოფნის შემთხვევაში – ბინადრობის დეპარტამენტის პრეფექტურაში (www.interieur.gouv.fr/Le-ministere/Prefectures)

 

ყველა ახალი ამბავი
0