ჯონჯოლი და მისი აქამდე უცნობი უნიკალური თვისებები

გამოწერა
ეს მცენარე საქართველოში ძალიან ცნობილია. როგორც ამბობენ, მის გარეშე არც ერთი სუფრა არ გაიშლება, და თუ გაიშალა და ის არ არის, არც არავინ მოისაკლისებს.

ამ დროს კი მას უამრავი სასარგებლო თვისება აქვს. გირჩევთ – ჩართეთ თქვენ რაციონში ჯონჯოლი.

ჯონჯოლი (Staphylea) — ჯონჯოლისებრთა ოჯახის მცენარეთა გვარი. იზრდება ბუჩქის ან ხის სახით. ცნობილია მისი 11-მდე სახეობა. კავკასიასა და საქართველოში ჯონჯოლის მხოლოდ ორი სახეობა გვხვდება: კოლხური ჯონჯოლი, რომელიც უმთავრესად დასავლეთ საქართველოში იზრდება, და ჩვეულებრივი ჯონჯოლი, რომელიც ქართლსა და კახეთშიც იზრდება. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში".

CC BY 2.0 / Wendy Cutler / Staphyleaჯონჯოლი
ჯონჯოლი - Sputnik საქართველო
ჯონჯოლი

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მას უწოდებენ ჟონჟოლს, კაპარს, კამპარს, ბოტიყვერას, თხაკაკალს.

წყლის კაკალი - Sputnik საქართველო
წყლის კაკალი – იდუმალი, ლამაზი, მივიწყებული სამკურნალო მცენარე

ჯონჯოლისგან (გაუშლელი ყვავილებისგან) უმეტესად მწნილს აკეთებენ, მედიცინაში იყენებენ მისი თესლისგან მიღებულ ზეთს. განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა კოლხური ჯონჯოლი.

100 გრამი ჯონჯოლი 23 კილოკალორიას შეიცავს.

ჯონჯოლის შემადგენლობაშია:

• ცილები – 2,36 გრამი

• ცხიმები – 0,86 გრამი

• ნახშირწყლები – 1,69 გრამი

• საკვები ბოჭკოები – 3,2 გრამი

• ნაცარი – 8,04 გრამი

• წყალი – 83,85 გრამი

მაკროელემენტების შემცველობა 100 გრამზე:

• ფოსფორი – 10 მილიგრამი

• კალიუმი – 40 მილიგრამი

• ნატრიუმი – 196,4 მილიგრამი

• მაგნიუმი – 33 მილიგრამი

• კალციუმი – 40 მილიგრამი

მიკროელემენტების შემცველობა 100 გრამზე

ჟუნჟრუკი - Sputnik საქართველო
ჟუნჟრუკი – „უსარგებლო" სარეველას სამკურნალო თვისებები

• კაჟი – 50 მიკროგრამი

• თუთია – 320 მიკროგრამი

• სპილენძი – 0,374 მილიგრამი

• მანგანუმი – 0,078 მილიგრამი

• სელენი (სელენიუმი) – 1,2 მიკროგრამი

• რკინა – 1,67 მილიგრამი

ვიტამინების შემცველობა 100 გრამზე:

• B1 (თიამინი) — 0,018 მილიგრამი

• B2 (რიბოფლავინი) — 0,139 მილიგრამი

• B6 (პირიდოქსინი) — 0,023 მილიგრამი

• B9 (ფოლიუმის მჟავა) — 0,023 მილიგრამი

• C — 4,3 მილიგრამი

• E — 0,88 მილიგრამი

• К (ფილოქინონი) — 0,0246 მილიგრამი

• PP (ნიაცინის ეკვივალენტი) — 0,652 მილიგრამი

• ქოლინი — 6,5 მილიგრამი

• A — 0,007 მილიგრამი

• ბეტა–კაროტინი — 0,083 მილიგრამი

• B5 (პანტოთენის მჟავა) — 0,027 მილიგრამი.

ჯონჯოლის სასარგებლო თვისებები ადამიანის ორგანიზმისთვის:

სელი - Sputnik საქართველო
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. სელის თესლი

• აძლიერებს მეხსიერებას და ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრაციას

• საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევებისას აღადგენს ნაწლავების მუშაობას

• შველის გაციებისა და ვირუსული დაავადებების დროს გართულებული ხველებისას

• არეგულირებს რეპროდუქტიული სისტემის მუშაობას ქალებშიც და მამაკაცებშიც

• აჩქარებს მეტაბოლურ პროცესებს უჯრედის დონეზე, რისი წყალობითაც მაღლდება კუნთოვანი ქსოვილის ტონუსი და მუხრუჭდება დეგენერატულ–დისტროფიული ორგანული ცვლილებები – რადიკულიტები, ართროზები, ოსტეოქონდროზები.

• აფერხებს შაკიკის განვითარებას და ამცირებს შეტევების სიხშირეს

• ანესთეზიური მოქმედება აქვს თავისა და კბილის ტკივილისას

• ეხმარება ორგანიზმს დაგროვებული ტოქსინების გამოდევნაში

• ასტიმულირებს ორგანიზმის რეგენერაციულ ფუნქციას: ჯონჯოლის მუდმივი მიღებისას მალე ხორცდება ჭრილობები და გაიწოვება დაჟეჟილობები, ფერხდება ჩირქოვანი პროცესების განვითარება; მოტეხილობების შემდეგ ხელს უწყობს დაზიანებული სახსრის მალე აღდგენას

ფითრი - Sputnik საქართველო
„ყველაფრის მკურნალი" პარაზიტი მცენარე და მისი ბედნიერების გვირგვინი

• არეგულირებს არტერიულ წნევას

• კარგია ღვიძლის დაავადებების მკურნალობისას

• აქვს მსუბუქი გამხსნელი ეფექტი

• რეგულარული მიღებისას აძლიერებეს გულის მუშაობას.

ვინაიდან ჯონჯოლის ხე არ საჭიროებს ქიმიური პრეპარატების დახმარებას, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მისი ნაყოფი ნამდვილად ჯანსაღი პროდუქტია.

ჯონჯოლს უკუჩვენებები არა აქვს. მისი მიღება არ შეიძლება მხოლოდ ინდივიდუალური აუტანლობის დროს.

 

ყველა ახალი ამბავი
0