დაიცავით კვების წესები - ჭამეთ იმისთვის, რომ იცხოვროთ და არა პირიქით

გამოწერა
თანამედროვე ცხოვრების პირობებში, რა თქმა უნდა, ძნელია, ჯანსაღი კვების რეჟიმის დაცვა, მაგრამ ადამიანის ორგანიზმისთვის უდავოდ აუცილებელია კვების გარკვეული წესების დაცვა, რაც მას ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და იმუნიტეტის ამაღლებაში დაეხმარება.

• ჭამეთ იმისთვის, რომ იცხოვროთ და არა პირიქით

კვება თვითმიზანი კი არ არის, არამედ მიზნის მიღწევის საშუალება. უნდა გავიაზროთ ცხოვრების აზრი და საკუთარი მნიშვნელობა, უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ სასარგებლო პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს აუცილებელი ფიზიკური და ფსიქიკური თვისებების შეძენას უმაღლესი მიზნის გზაზე ეფექტური მოქმედებებისთვის.

ხილ-ბოსტნეული - Sputnik საქართველო
გენმოდიფიცირებული პროდუქტები – საშიშია თუ არა ისინი ჩვენი ჯანმრთელობისთვის

• შიმშილი სიმართლეა, ხოლო მადა — სიცრუე

მადა — ეს რაიმე გემრიელის შეჭმის სურვილია; ხოლო შიმშილი — საკვების მიღების მზაობა.

მადა შეიძლება უკავშირდებოდეს ქვეცნობიერ ლტოლვას, გამოეთიშოს ადამიანი სტრესულ გავლენას და გემოს შეგრძნებებზე გადაერთოს. ამგვარად შეიძლება გაჩნდეს სხვა სურვილებიც, რომლებიც ორგანიზმის რეალურ მოთხოვნებს არ ეფუძნება (მაგალითად, სწრაფვა სექსისკენ). ჩვეულებრივ, ეს თანამედროვე ცხოვრების ფსიქიკურ გადატვირთულობას უკავშირდება.

ცხოველები მხოლოდ მაშინ ჭამენ, როცა შიმშილს გრძნობენ. ადამიანი კი დიდი ხანია, ბუნების ამ წესს აღარ ემორჩილება.

შიმშილის მდგომარეობაში იბადება ზუსტი ინტუიციური ცოდნა, რა ხარისხის პროდუქტი სჭირდება ადამიანს. შიმშილის გრძნობაზე დაფუძნებული კვება მოკლე დროში წვავს ზედმეტ წონას, ხელს უწყობს შლაკებისგან გაწმენდას და აბრუნებს უწინდელ ჯანმრთელობას.

აუცილებლად უნდა შეწყვიტოთ ჭამა მანამდე, სანამ კუჭის სიმაძღრეს შეიგრძნობთ. კუჭი ნახევრად აავსეთ — ერთი მეოთხედი წყლისთვის უნდა დატოვოთ და ერთი მეოთხედიც — საკვების გადამუშავების პროცესში მისი თავისუფალი მოძრაობისთვის და აირებისთვის.

შაქარი - Sputnik საქართველო
მსოფლიოში ნებადართული ნარკოტიკი

• როგორც სვამ, ისე ცხოვრობ

ადამიანის ორგანიზმის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წყალი წარმოადგენს. მის ხარისხსა და რაოდენობაზეა დამოკიდებული ნივთიერებათა ცვლა.

ბევრი მიიჩნევს, რომ წყლის დიდი რაოდენობა სიმსუქნეს იწვევს, ამიტომ ცოტა წყალს სვამს. სინამდვილეში, სუქდებიან არა წყლისგან, არამედ იმისგან, რომ საკვებთან ერთად ბევრ მარილს იღებენ, რომელიც სხეულში წყალს აკავებს.

წყლის საკმარის რაოდენობაზეა დამოკიდებული ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა. ამას გარდა, ადამიანები წონაში ბალანსის — მიღებული საკვებისა და აქტიურ ფიზიკურ და ფსიქიკურ საქმიანობაზე დახარჯული კალორიების რაოდენობის დარღვევის გამო იმატებენ.

ზომიერი კლიმატის ქვეყნებში ორგანიზმის დღიური ნორმა ზამთარში 1,5-2 ლიტრი, ხოლო ზაფხულში — 2-3 ლიტრი წყალია.

სასმლის რეჟიმის მართვით შესაძლებელია შიმშილის გრძნობაზე ზემოქმედება. მაგალითად, თუ იცით, რომ გარკვეული დროის შემდეგ შიმშილის გრძნობა შეგაწუხებთ, მაგრამ საკვების მიღების საშუალება არ გექნებათ, შეგიძლიათ გამოიწვიოთ ეს გრძნობა შემდეგნაირად — მიიღეთ ნახევარი ჭიქა წყალი ყოველ 15-20 წუთში ერთხელ. შიმშილის გრძნობა მალე გაჩნდება. თუ პირიქით, მოგშივდათ, მაგრამ, მაგრამ ჭამის საშუალება არ არის, წყალი არ უნდა დალიოთ. შესაძლებელია ცოტაოდენი ბალახეულის ნაყენის დალევა, რაც შიმშილის გრძნობას ცოტა ხნით გაანელებს.

ნებისმიერ შემთხვევაში, წყლის დალევა საკვების მიღების წინ სჯობს. ერთიც უნდა აღინიშნოს, თუ შიმშილის გრძნობა ძალიან ხშირად გიჩნდებათ, მიუხედავად დანაყრებისა, მაგალითად, ჭამიდან ნახევარ, 1 ან 2 საათში, თან ამას კიდევ სხვა სიმპტომებიც სდევს თან, როგორიცაა ხშირი შარდვა, წყურვილის შეგრძნება, წონაში კლება და სხვა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და შეიმოწმეთ სისხლში შაქრის დონე, რადგან დიაბეტის ერთ-ერთი მახასიათებელია ე. წ. მგლის მადა — თითქმის მუდმივი შიმშილის გრძნობა და ამავე დროს — წონაში კლება.

პროდუქტები თაროებზე - Sputnik საქართველო
დამტკიცებულია: პროდუქტები, რომლებიც კიბოს იწვევს

• მყარი საკვები დალიე და სითხე — ჭამე

საჭმელზე წყლის მიყოლება ნერწყვის საჭმლის მონელების ფუნქციას არ ცვლის, ის ხსნის კუჭის წვენს და ხელს არ უწყობს სრულფასოვან მონელებას.

მყარი საკვები უნდა დაღეჭოთ, სანამ თხევად ნაზავს არ მიიღებთ. თხევადი საკვები კი — რძე, სუპები, კომპოტები, წვენები და სხვა, ნერწყვს შეურიოთ და ნელ-ნელა უნდა გადაყლაპოთ.

• დატკბით ცარიელი კუჭით

აუცილებელია სიმშვიდის შენარჩუნება და მათ შორის ჭამის დროსაც — არ არის საჭირო აჩქარება და ბევრის ჭამა, თუნდაც დელიკატესს ჭამდე. საკვები პირში უნდა დარჩეს მანამდე, სანამ მისი გემო იგრძნობა. ასეთი ტექნიკა საშუალებას იძლევა მიიღოთ გემოს შეგრძნების მაქსიმუმი მინიმუმი საკვებიდან. თუ ამ ტექნიკას გამოიყენებთ, შესაძლებელია, ერთი მხრივ, დიდხანს დატკბეთ გემოს შეგრძნებებით და მეორე მხრივ, დანაყრდეთ საკვების ჩვეული რაოდენობის მესამედით. ტვინის ცენტრებს დანაყრების სიგნალები მიეწოდება პირის ღრუს რეცეპტორებიდან, კბილებიდან ა. შ. და არა კუჭის სისავსის გრძნობიდან. ასეთი ტექნიკა საშუალებას მოგცემთ, ზედმეტი არ ჭამოთ და არ გასუქდეთ.

• ნუ გახდები ორი კურდღლის მადევარი

თუ ერთ რამეზეა თქვენი ყურადღება მთლიანად მიპყრობილი, მას უფრო ხარისხიანად აკეთებთ, ამიტომ აარიდეთ თავი "პარალელურ" საქმიანობას. საჭირო არ არის ჭამის დროს ყურადღების სხვა რამეზე გადატანა. მაგალითად, არ იკითხოთ, არ ისაუბროთ, ტელევიზორს არ უყუროთ და ა. შ. ყურადღების გადატანის დროს ტვინის ცენტრები საკმარის ინფორმაციულ სიგნალებს არ იღებს საკვების ხარისხისა და რაოდენობის შესახებ. ეს იწვევს დაუნაყრებლობის გრძნობას და ზედმეტ ჭამას.

ჭამის დროს უნდა იფიქროთ ჭამაზე, საკვების თვისებებზე, სარგებელზე და ნეტარებაზე, რომელსაც ის განიჭებთ, ამისგან უნდა მიიღოთ სიხარული და მაქსიმალურად დადებითი ემოციები. ჭამის პროცესი გარკვეული რიტუალი უნდა გახდეს.

ხილ-ბოსტნეული - Sputnik საქართველო
პროდუქტები, რომლებიც შეგიძლიათ შეუზღუდავად მიიღოთ და თან წონაში არ მოიმატოთ

• დილა იწყება საღამოს

დაძინებასა და ჭამას შორის ოთხსაათიანი შუალედი უნდა იყოს, შვიდი საათი — უკეთესია. ბევრს ეს შეიძლება უცნაური ეჩვენოს, მაგრამ ამის სერიოზული საფუძვლები არსებობს.

პირველ რიგში, საკვების გადამუშავება კარგად მიმდინარეობს, როდესაც ადამიანი ფხიზლად არის და მოძრაობს. როდესაც ადამიანი ვერტიკალურ მდგომარეობაშია, გრავიტაცია საკვების ნაწლავებისკენ მსუბუქ გადაადგილებას უწყობს ხელს. თუ ძილის წინ შეჭამთ, ძილის დროს გრავიტაცია პერპენდიკულარულად არის მიმართული ჰორიზონტალურად მწოლიარე ადამიანის ორგანიზმის მიმართ და საჭმლის ნაწლავებისკენ გადაადგილებას ხელს არ უწყობს. ეს კი იწვევს მრავალ პრობლემას — ორგანიზმის შლაკებით ავსებას, ნაწლავების დაბინძურებას, მუცლისა და ნაწლავების მოცულობის ზრდას, საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვადასხვა დაავადებებს, ცუდ ძილს და სხვა. დილით კი გაღვიძება ჭირს, აღინიშნება სხეულის დასიება, ცუდი სუნი პირიდან და ა. შ.

მეორეც, მნიშვნელობა აქვს, რას მივირთმევთ ძილის წინ — ნახშირწყლოვანი საკვები (ბოსტნეული, ხილი, მარცვლეული) მთლიანად გადამუშავდება და ნაწლავებში გადადის დაახლოებით ოთხ საათში; ხოლო ცილოვანი საკვები (ხორცი, პარკოსნები, თხილეული და სხვა) – 7 საათში.

• ნუ ძალადობთ საკუთარ თავზე

თუ აუცილებელი ხდება ჩვეული რაციონის შეცვლა და რაღაც პროდუქტების ამოღება, ეს თანდათანობით უნდა გააკეთოთ, რომ ორგანიზმმა, ნივთიერებათა ცვლის პროცესმა "გადაწყობა" მოასწროს.

საკუთარი ჩვევებზე უარი ერთი ხელის მოსმით არ უნდა თქვათ — ეს ძალადობაა. ნებისყოფის ძალით აკრძალვა ჩვევის ძირზე, საფუძველზე არ მოქმედებს, პირიქით, კვებავს მას და ამყარებს. ეს აძლიერებს აკრძალული საკვების ჭამის სურვილს. ასეთი მცდარი დამოკიდებულება ადრე თუ გვიან "იფეთქებს" და მიგვიყვანს აკრძალული პროდუქტის უზომო რაოდენობით მიღებამდე.

ჩვევები მეხსიერებაში ინახება. საჭიროა მეხსიერებაში ერთი ინფორმაციის თანდათანობით, ეტაპობრივად მეორეთი ჩანაცვლება; ანუ ძველი ჩვევების ახლით შეცვლა, რომელშიც არის ინფორმაცია, რომ ეს საკვები თქვენთვის არ არის და მისი მიღება საერთოდ არ შეიძლება. ასეთი ცვლილებები დროსა და საკუთარ თავზე აქტიურ მუშაობას მოითხოვს, მაგრამ წარმატების მისაღწევად ეს ყველაზე სწორი გზაა.

მარწყვი და შაქარი - Sputnik საქართველო
რამდენ შაქარს შეიცავს კვების პროდუქტები: მარტივი და თვალსაჩინო გრაფიკა

• სუფთა პროდუქტი და სასმელი

ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია არა მხოლოდ გარეგნული, არამედ შინაგანი სისუფთავის შენარჩუნება, რაც ბევრად არის დამოკიდებული საკვებისა და წყლის ხარისხზე.

ადამიანის ორგანიზმს თვითგაწმენდისა და თვითაღდგენის მექანიზმი გააჩნია. თუ მას ხელს არ შევუშლით, ორგანოები მრავალი წელი ერთგულად "მოგვემსახურება" და თუ ცოტა მაინც მივეხმარებით — ღრმა სიბერემდე.

ორგანიზმის ბუნებრივი გაწმენდისთვის უნდა დავაწესოთ შიმშილობის დღე. ამ პერიოდში საჭმლის მონელების ორგანოები კარგად დაისვენებს, გაიწმინდება და აღდგება. შიმშილობის დღის ჩატარება უქმეებზე სჯობს, როდესაც შესაძლებელია სიმშვიდის შენარჩუნება და სტრესული სიტუაციებისთვის თავის არიდება. შიმშილობის დღეს, რომელიც სჯობს, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ დაიწყოთ, შეიძლება წყლისა და მცენარეული ნაყენების მიღება.

• ადამიანის ორგანიზმი ივსება იმით, რასაც ჭამს

ორგანიზმი ყალიბდება იმ ელემენტებისგან, რომლებსაც ის იღებს და ის ამავე ელემენტების თვისებებს იძენს.

მიიღეთ მხოლოდ ახალი, სუფთა, გემრიელი, ვიტამინებითა და ენერგიით სავსე საკვები. დაივიწყებთ ჩიფსები, ჰამბურგერები, დაკონსერვებული სოსისები, მაიონეზი და სხვა.

• ნუ შეუთავსებთ ერთმანეთს შეუთავსებელს

სხვადასხვა პროდუქტების მონელება სხვადასხვა ბიოქიმიური რეაქციების ხარჯზე მიმდინარეობს. ასეთი პროდუქტების შეთავსება ერთ ჭამაზე მჟავა-ტუტოვან ნეიტრალიზებასა და უსარგებლო მარილების წარმოქმნას იწვევს, რაც მნიშვნელოვნად ართულებს საჭმლის მონელების პროცესს.

ეს რომ თავიდან აიცილოთ, უნდა დაიცვათ პროდუქტების შეთავსებადობა.

• დოგმები არ არსებობს, ამბობს პირველი დოგმა

კვების რაციონის განსაზღვრისას, რა თქმა უნდა, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები, მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ მთავარი კარგად გრძნობდეთ თავს და იხელმძღვანელოთ ჯანსაღი აზრის ინტუიციით.

დაბოლოს, გთავაზობთ თვალსაჩინო გამოსახულებას, თუ დღის რომელ მონაკვეთში რომელი პროდუქტის მიღება სჯობს.

რა დროს სჯობს ამა თუ იმ პროდუქტის მიღება
რა დროს სჯობს ამა თუ იმ პროდუქტის მიღება - Sputnik საქართველო
რა დროს სჯობს ამა თუ იმ პროდუქტის მიღება

 

ყველა ახალი ამბავი
0