07:53 23 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
გაბრაზებული ქალი

ყველაზე „მაწაკი" ადამიანები: შეშლილები და ცინიკურები

CC BY-SA 2.0 / Flickr / Ulisse Albiati / Le match d'improvisation théâtrale
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
13221

რომელი არიან ზოდიაქოს ყველაზე პირქუში, უხასიათო, ავყია და აშარი ნიშნები, ვის უნდა მოერიდოთ, ვის ახასიათებს ყველაზე მეტი ტყუილი და ვის ვერ დააჯერებთ, რომ მართალი ბრძანდებით

მორიელი

გასაკვირი არაა, რომ მორიელი ზოდიაქოს ყველაზე პირქუში ნიშანია. მისი ნდობა არ შეიძლება, ის დაუნდობელია და როგორც კი გზას გადაუჭრით, მისი „შურისძიების წიგნაკში" სამუდამოდ დაიმკვიდრებთ ადგილს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, არასდროს გააბრაზოთ მორიელი!

ტყუპი

ტყუპები თავდაპირველად თავშესაქცევი, სასაცილო ადამიანები გგონიათ, მაგრამ წამიერად შეუძლიათ შეცვლა და უცბად აღმოაჩენთ მათ ბნელ მხარეებს. პირში ერთს გეტყვიან, შემდეგ კი ზურგს უკან უამრავ ზღაპარს მოყვებიან. თუ სხვა ნიშნების ორპირობას ადვილად აღმოაჩენთ, ტყუპებთან ეს არ გაგივათ — ისინი ნამდვილი ბოროტების განსახიერება არიან.

თხის რქა

თხის რქები კონტროლზე არიან „ჩაციკლული" და ყინულივით ცივი არიან. ძალიან რთულია გაგება, როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ თქვენდამი, ამიტომ მათგან თავი შორს დაიჭირეთ. თუ ხასიათზე არიან, განწირული ხართ; თუ ცუდ ხასიათზე — უკეთესობის იმედი გქონდეთ.

ვერძი

ეს აშარი ნიშანი ფიქრობს, რომ ყოველთვის მართალია. ისინი მომთხოვნი არიან და მარტო საკუთარ თავს უსმენენ. ვერძი — ესაა ადამიანი-კოშმარი. მათ უყვართ კამათი და ადამიანის ადგილზე „მოსმა", ჩვეულებრივ, ტყუილის თქმით, რათა საკუთარი თვალსაზრისი დაამტკიცონ. ვერძებს სჯერათ, რომ არასდროს ტყუიან.

სასწორი

ზედაპირული, გარეგნობით შეპყრობილი სასწორები აგიკრძალავენ საღამოზე წასვლას, თუ ჩაცმისას მათი აზრი არ გაითვალისწინეთ. არ მოიტყუოთ თავი: მთელი ეს ჰარმონია და წონასწორობა მხოლოდ „მაწაკური" ხასიათის ნიღაბია.

გამოკითხვა

გჯერათ თუ არა ასტროლოგიური პროგნოზების?
  • დიახ
    26.5% (9)
  • არა
    20.6% (7)
  • ნაწილობრივ
    52.9% (18)
  • არ ვიცი
    0% (0)

კურო

ჯიუტი და გამაღიზიანებელი კურო ძალზე ამბიციურია, რომ შეშლილი იყოს, რომელიც არის კიდეც. მას უყვარს თავისი ავყია ნატურის დამალვა წარმატების მოთხოვნილების საფარველქვეშ, ამიტომ ყურადღებით იყავით. თუ მათ გზაზე გადაეღობეთ, უკანმოუხედავად მოგისვრიან.

ლომი

ლომი თავის თავში შეყვარებული და ეგოისტი ნიშანია. ისინი „აფანატებენ" საკუთარ თავს, რაც, ნებისმიერ შემთხვევაში, მათ სასარგებლოდ არ მუშაობს.

თევზები

თევზები პასიურ-აგრესიული, ძალზე ეჭვიანი არიან და შემთხვევით ნათქვამ ფრაზასაც კი, რომელიც მათ ნეგატიურად ახასიათებს, არასდროს ივიწყებენ. ასეთ შემთხვევაში ისინი შურისძიებას არ იწყებენ, მხოლოდ დაიწყებენ ჭორაობას, რომ სახელი შეგილახონ.

 

მთავარი თემები